Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto  

მანავის ციხე
(X-XI,  XVI-XVIII ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

I. შიდა ციხე, ანუ ციტადელი:
ა) წყალსაცავიანი სასახლე,
ბ) დიდი ზომის კოშკოვანი სახლის ნანგრევები,
გ) მცირე კოშკი,
დ) მოზრდილი კოშკოვანი სახლი;
ე) ორსართულიანი შენობის ნანგრევები;

II. ეკლესიები:
ა) ბ) გ) 3 დარბაზული ეკლესია
დ) წყალსაცავითურთ;

III. მესამე წყალსაცავი;
IV.  ქვედა ციხე, 
საყარაულო კოშკი;

V. გალავანი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

მანავის ციხე მდებარეობს საქართველოში,  კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 15 კმ–ში მდებარე სოფელ მანავის სიახლოვეს, მაღალ მთაზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

მანავის ციხე ბოლო საუკუნეებში ფეოდალური კახეთის ერთ-ერთი ცენტრთაგანი იყო. ციხე გამორჩეული იყო თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით. ის აღმართული იყო წამოწეულ მთის იმ წვერზე, რომელიც ბატონობს ამ მხარეზე. ხეობა ორივე მიმართულებით კარგად ჩანს, თითქმის, 10-15 კმ-ზე. ვახუშტი ბატონიშვილი განმარტავს: „ჰერეთის მთის ძირს არს მანავი, სადაც აღაშენა სასახლე იმამ-ყული ხან. მთის ძირად. ძველათ ციხე და აწ შემუსვრილი“. ამ ცნობის მიხედვით უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვახუშტის რუსეთში წასვლის დროს – 1724 წელს, მანავი სრული ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო იქვე არსებული ძველი ციხე იყო „შემუსვრილ“.
მემატიანეები რამდენიმე ცნობას გვაწვდიან XVIII საუკუნის პირველი ორი ათეული წლების ფარგლებში, მაგრამ არაა ცნობილი, თუ რა ხდებოდა მანამდე ან შემდეგ. XVIII საუკუნის დასაწყისიდან კახეთის მეფე დავით II-ს (იმამ-ყული ხანს) მანავი რეზიდენციად გაუხდია და იგი აქედან მართავდა ქვეყანას. ეტყობა, ადრე იქ მდგარი ნაგებობები საკმარისი არ ყოფილა და იგი აგებს სასახლეს. მემატიანე წერს, რომ ლეკთა მოძალების გამო აღარ იდგომებოდა ყარაღაჯში და „დაუტევა იმამ-ყული სსხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თვისი თელავს და მანავს და იმყოფებოდა ზამთარს მუნ“.
ამ დროს მანავი რომ ცენტრი იყო, იქიდანაც ჩანს, რომ მეფე თეიმურაზ II-მ 1712 წელს აქ იქორწინა და აქვე იმყოფებოდა მომდევნო წლებშიც (მემატიანე).

ციხეზე ამის შემდეგ არაფერი ისმის. მოგვიანებით გვაქვს გიულდენშტედტის ცნობა, რომელმავც აქ გაიარა 1772 წელს. საგარეჯოდან გასვლის შემდეგ იგი შედის მანავში და წერს: „ეს სოფელი თითქმის განადგურებულია; გადარჩენილ მოსახლეთაგან მცირე ნაწილმა შეაფარა თავი ოდნავ ჩრდილოეთით ვიწრო გალავანს ციცაბო მაღლობზე“, – ეს არის ბოლო ისტორიული წყარო, რომელიც წინა საუკუნეებში მანავის ციხეს მოიხსენიებს.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

მანავის ციხესიმაგრე ძლიერ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი. მის არქიტექტურაში ძნელად, მაგრამ მაინც გამოიყოფა ორი ძირითადი სამშენებლო ფენა. ძველი ფენა X-XI საუკუნეებზე მიუთითებს. ეს არის ციხის ნაშთები და კონტრფორსებით გამაგრებული ციხის გალავანი, რომელიც კახეთის სამეფოს გაძლიერების პერიოდს მიეკუთვნება. მეორე ფენა XVI-XVIII საუკუნეების სასახლეებისა და საცხოვრებელი სახლების ფრაგმენტებია. ეს პერიოდი ემთხვევა აქ მეფის რეზიდენციის დამკვიდრებას.
მანავის ციხე მიუდგომელია დასავლეთის მხრიდან. სხვა მხარეებიდან შედარებით ადვილი მისადგომია ჩრდილოეთი, სადაც საურმე გზა მიდიოდა. ციხესიმაგრე ორი ნაწილისაგან შედგება: შიდა ციხე ანუ ციტადელი და ქვედა ციხე.
I. ციტადელს მაღალი ადგილი ეკავა. იგი გეგმით უსწორო ოთხკუთხედია. მისი სიგრძე (ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით) თითქმის ორჯერ აღემატება სიგანეს. გარე კედლებიდან უკეთაა შემორჩენილი დასავლეთისა და ჩრდილოეთისა. დანარჩენისა მხოლოდ კვალი ჩანს. ციტადელში განლაგებულია მეორე – ქვედა ციხის (მეფის რეზიდენციის) ნაგებობებიც.
ა) ციტადელის ჩრდილოეთი კედლის შუაზე მოზრდილი სასახლე მდგარა. მისგან დარჩენილია 6-7 მეტრის სიგრძის კედელი. კოჭების ბუდეების მიხედვით მასში სამი სართული ირკვევა. მესამე სართულის კედლიდან მხოლოდ ქვედა ხაზია დარჩენილი. შენობის გარე კედელი ყრუა. აქვე, პირველი სართულის ქვეშ, დატანებული ყოფილა მცირე ზომის სწორკუთხა წყალსაცავი. მას კამაროვანი გადახურვა აქვს.
ბ) სასახლის აღმოსავლეთით დიდი ზომის კოშკოვანი სახლის ნანგრევებია. მისი გეგმა თითქმის კვადრატულია. არსებული კედლების მიხედვით, ეს ნაგებობა სამსართულიანი კოშკი მაინც იყო. ცხადია, ესეც სასახლეა. მისი ქვედა სართული დაფარულია ნანგრევებით. კარი მეორე სართულზეა ეზოსკენ (სამხრეთით). კარის პირდაპირ სარკმელია. მის მარჯვნივ კუთხეში პატარა ნიშებია. მესამე სართულის კედლის ფრაგმენტებში არავითარი დეტალი არ ჩანს. სასახლე ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით.
გ) ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხე სწორკუთხა ბურჯს ეჭირა. შესაძლოა, აქ მცირე კოშკიც იყო. ამ ბურჯსა და კოშკს შორის ციხის კედელი ნახევარწრიული ბურჯითაა გამაგრებული.
დ) ციტადელის დასავლეთის გალავნიდან სამხრეთი ბოლოა დარჩენილი. აქაც კუთხეში მოზრდილი კოშკოვანი სახლი მდგარა. მისი გეგმა არ იკითხება, რადგან სამი კედელი დანგრეულია და თანაც, რაც გადარჩა, ისიც ნანგრევებშია ჩაფლული. არსებულ დასავლეთის კედელზე სამი სართული ჩანს. ეს კედელი სიმაღლით 8 მეტრს აღემატება. პირველი სართულის კედელში მაღალი და განიერი სარკმლებია. მეორე სართული კი ამ მხარეს ყრუა. მესამე სართულს მცირე ზომის სათვალთვალო ამბრაზურა აქვს. ეს შენობა ფერდობს ემიჯნებოდა და რაღაც მომენტში საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილა, რის გამოც სამხრეთ-დასავლეთით დიდი კონტრფორსი მიუდგამთ; ხოლო დასავლეთის მთელ სიგრძეზე კედელი მიუშენებიათ. ამ ახალ კედელს ძველი კედლის სარკმელი სანახევროდ დაუფარავს. შენობის გამაგრება დიდი მასშტაბითაა ჩატარებული, მაგრამ კონსტრუქციულად კარგად ვერ ყოფილა გათვლილი, რადგან ამჟამად ეს დამატებითი კედლები დაძრულია, ხოლო გასამაგრებელი კედელი უკეთ დგას.
ე) იმავე გალავნის შუაზე კიდევ ერთი ორსართულიანი შენობის ნანგრევებია.  მისგან მხოლოდ გარე კედელია დარჩენილი. ამ შენობაზე მისი დაზიანების გამო, სხვა არაფრის თქმა არ შეიძლება.

sami darbazuli eklesia

II. ციხესიმაგრის შუაში ჯგუფად დგას მცირე ზომის სამი დარბაზული ეკლესია წყალსაცავითურთ. ა) პირველი ეკლესია – მათგან ყველაზე ადრეული – ჩრდილოეთით მდგარა. მის შიდა კედლებს მოხატვის კვალი არ ეტყობა. ფასადები კი კარგად თლილი შირიმის ქვითაა შემოსილი.
ბ) ამ ეკლესიის სამხრეთით მდგარა მეორე ეკლესია, კიდევ უფრო პატარა. იგი უაფსიდოა, სწორკუთხა საკურთხევლით.
გ) მისგან აღმოსავლეთით დგას მესამე ეკლესია, აგრეთვე ერთნავიანი. იგი შედარებით მოზრდილია.
დ) მოზრდილი ეკლესიის ქვეშ 3-4 მეტრის სიღრმის წყალსაცავია, რომელიც გადახურულია შეისრული, დამჯდარი კამარით. წყალსაცავის კედლები მტკიცე ბათქაშითაა დაფარული. წყლის ჩასაშვებად დასავლეთი კედლის შუაზე, თითქმის მიწის დონეზე დატანებულია სწორკუთხა ხვრელი (10X15 სმ). ამ ხვრელის ქვედა ქვა თხუთმეტიოდე სანტიმეტრით წინაა გამოწეული, შემდეგ ხვრელი უხვევს და გადის აუზის კამარის ქვემოთ. თაღოვანი გადახურვის მქონე წყლის მისაღები კარი მოთავსებულია ქვემოთ, აღმოსავლეთის ფასადის შუაზე.

mesame wyalsacavi

III. ამ ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ციხეს მესამე წყალსაცავიც ჰქონდა. იგი ზომებით ოდნავ ნაკლებია ეკლესიის წყალსაცავზე. მას გრძელი სწორკუთხა გეგმა და კამაროვანი გადახურვა აქვს. კამარა ჩამონგრეულია და ამიტომ არ ირკვევა, როგორ ხდებოდა წყლის ჩასხმა და ამოღება.
IV. ციტადელის აღმოსავლეთით მიდგმულია ქვედა ციხე. იგი პირველს (ციტადელს) ზომით თითქმის ორჯერ აღემატება. აქ ერთ დროს მეფის რეზიდენცია ყოფილა. როგორც მოსალოდნელი იყო, რეზიდენციის ნაგებობები ციტადელში განულაგებიათ. ციხის ჭიშკარი მდებარეობდა ქვედა ციხის ჩრდილო კედლის შუაზე. აქ გვიან საუკუნეებში მიღებული წესის შესაფერისად, საყარაულო კოშკი მდგარა. მის პირველ სართულში კი კამაროვანი გასასვლელი ყოფილა. ასეთი გადაწყვეტა XVII საუკუნეზე ადრე არ გვხვდება. ეს საყარაულო კოშკი დანგრეულია და იქვე ყრია დიდ ბლოკებად. ზედა, ძველ ციხეში შესასვლელი ყოფილა აღმოსავლეთის გალავანში, ჭიშკრის სიახლოვეს. ეს შესასვლელიც დაზიანებულია.

qveda cixis galavani
V. გალავანი ძლიერ დაზიანებულია. მისი კედლები გამაგრებული ყოფილა ნახევარწრიული მოყვანილობის ბურჯებით. კედლების ზედა ხაზი არსად არაა შემორჩენილი. ამიტომ დაცვითი ელემენტი არ დგინდება. გალავნის ერთი ნაწილის კვალის გარკვევაც კი ძნელდება. ზოგან სულაც აღარ არის. მაგალითად, ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში, სადაც ჩამოზვავებულ მთას კედლებიც წაუღია.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

მანავის ციხე საქართველოს ძეგლთა დაცვის და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. პ. ზაქარაია –„ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე“,  2002წ.
2. პ. ზაქარაია – „სამშობლოს გუშაგები“,  1965წ.
3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 1983წ. 8ტ
.
4. ფოტოების ავტორი – ია მელითაური და ნინო ნაროზაული;

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://wikimapia.orgt

http://temple.ge

http://dzeglebi.com

http://www.facebook.com

http://novators.ge

http://lemill.net

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016