არმაზი
არმაზის ხეობის სიახლოვემ თბილისთან, თვით ხეობის სიმყუდროვემ და სილამაზემ, აგრეთვე მასში მდებარე ორი ისტორიული ძეგლის არსებობამ, განაპირობა ამ ადგილის ძალზედ პოპულარობა. აქ აღწერილი მარშრუტი საკმაოდ მარტივია: იგი მიუყვება მდინარეს გასწრივ და მონასტრამდე პრაქტიკულად აღმართები არ არის. უმრავლესობა აქ ჩერდება და ციხეზე არ ადის.
უფრო ვრცლად >>>> არმაზი
|
გიორგიწმინდა–იყალთო
ეს მარშრუტი, სამი დღის განმავლობაში შესაძლებლობას მოგცემთ დატკბეთ კავკასიონის და ალაზნის ველის ხედით და შემდგომ, მოინახულოთ ძალიან საინტერესო და ლამაზი ეკლესია-მონასტრები.
უფრო ვრცლად >>>> გიორგიწმინდა–იყალთო
|
კარსანი–არმაზი
ეს მარშრუტი არმაზისხევის ხეობის მონახულების გარდა, მოგცემთ საშუალებას ქედიდან გადახედოთ ქალაქ მცხეთას. აღმოსავლეთით, თითქმის თქვენს სიმაღლეზე ჯვრის მონასტერი გამოჩნდება. ხოლო ქედის ქიმზე სიარულისას, თქვენს წინაშე გადაიშლება ულამაზესი მტკვრის ხეობა.
უფრო ვრცლად >>>> კარსანი–არმაზი
|
კაზრეთი
დაბა კაზრეთი ცნობილია თავისი საბადოებით, სადაც ოქროს მოპოვება ხდება. თუმცა აქ არის უამრავი ისტორიული ძეგლი, სამარხები, ეკლესიის ნანგრევები და ა. შ.
უფრო ვრცლად >>>> კაზრეთი
|