sruli sia

 

ამ საიტზე წარმოდგენილი მარშრუტების საშუალებით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ეწვიოთ და მოინახულოთ  საქართველოში არსებული ძეგლები და არამარტო.
თითეული მარშრუტის აღწერა შედგება 7–9 პუნქტისაგან. ყოველ მათგანს თან დართული აქვს სხვადასხვა ტიპის რუკა. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ახლდეს გლობალური სანავიგაციო სისტემის მიმღებით  (GPS) ჩაწერილი ტრეკები.  საიტზე დეტალურად არის აღწერილი ნებისმიერ ძეგლამდე მისასვლელი გზა და ამ გზის მდგომარეობა. ამ ინფორმაციას თან ერთვის სარეისო ტრანსპორტის მიმოსვლის განრიგი.
მარშრუტები დაყოფილია სამ კატეგორიად:
საექსკურსიო მარშრუტებზე გადაადგილება ხდება ნებისმიერი ძრავიანი ტრანსპორტის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს მეტი რაოდენობის ძეგლის მონახულებას შორ მანძილებზე და არაა დაკავშირებული ფიზიკურ დატვირთვასთან.
სალაშქრო მარშრუტებში გადაადგილება ხდება ფეხით. სირთულის მიხედვით, ამ ტიპის მოგზაურობა იყოფა ხუთ ქვეკატეგორიად: უადვილესი, ადვილი, საშუალო, რთული და ურთულესი. უადვილესი და ადვილი კატეგორიის ლაშქრობები თითქმის გასეირნების ტოლფასია, მინიმალური ფიზიკური დატვირთვით. საშუალო დონის ლაშქრობებში დატვირთვა იზრდება გავლილი მანძილის პროპორციულად, ხოლო რაც შეეხება მაღალ ქვეკატეგორიებს, მათში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სათანადო ფიზიკური ფორმა და შესაბამის გამოცდილებას სალაშქრო უნარ–ჩვევებში.
კომბინირებული მარშრუტები მოიცავს ნაწილობრივ ტრანსპორტით  და ნაწილობრივ ფეხით გადაადგილებას.  არის ძეგლები, სადაც ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტი აღწევს მხოლოდ გარკვეულ ადგილამდე, შესაბამისად, ძეგლთან მისვლა და დათვალიერება მხოლოდ ფეხით გადაადგილებით არის შესაძლებელი.
გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას და დასვენებას!

 


megobari saitebi

 

 

   

07.01.2012