კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალურ ამიერკავკასიაში (გრაკლიანი გორა)

გრაკლიანი გორის ნამოსახლარი და სამაროვანი მდებარეობს სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე მდებარე გორაზე.
მას გაბატონებული მდგომარეობა უკავია და მოქცეულია ორ პატარა მდინარეს – ლეხურასა და თორთლას შორის. გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით 2008 წელს ბორცვის სამხრეთ ფერდობზე ჩატარდა გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც უაღრესად საინტერესო შედეგი მოჰყვა. გამოვლენილია როგორც მრავალფენიანი ნამოსახლარი, ისე სხვადასხვა პერიოდის სამარხები. ნამოსახლარისა და სამაროვნის ტერიტორიაზე მიკვლეული ძეგლები სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. ამჟამად არსებული მასალა იძლევა ქვემოთ მოყვანილ სტრატიგრაფიულ სურათს, რომელიც ახალი აღმოჩენების შესაბამისად შეიძლება კიდევ უფრო დაზუსტდეს.
1. პალეოლითი
ეს ხანა იდენტიფიცირებულია პროფ. გ. გრიგოლიას მიერ და წარმოდგენილია ქვარგავალებზე დამზადებული დიდი რაოდენობის იარაღით.
 2. ენეოლითი
ამ ხანას განეკუთვნება ძირითადად ქვის იარაღი – ხელცული, კაჟის შუბისპირი, კაჟის ლამელაზე დამზადებული ნამგლის ჩასართები, ძვლის სახვრეტები. აღმოჩენილია ცუდად განლექილი, მსხვილმინარევებიანი, რუხკეციანი კერამიკის რამოდენიმე ფრაგმენტი, რომელშიც ნათლად ჩანს ნამჯის მინარევები, რის გამოც შესაძლოა, ისინიც ენეოლითური ხანით განისაზღვროს.
3. ადრე ბრინჯაოს ხანა
გრაკლიანი გორის სამხრეთი ფერდობის დასავლეთ ნაწილში გამოვლენილია სხვადასხვა პერიოდის სამარხები. მათ შორის უძველესია ადრე ბრინჯაოს ხანის ორმოსამარხი.
4. გვიანი ბრინჯაოს/ადრე რკინის ხანა
ეს ეპოქა ძეგლზე გაცილებით უკეთაა წარმოდგენილი. იგი დადასტურებულია როგორც ნამოსახლარზე, ისე სამაროვანზე. ქრონოლოგიურად ესაა პერიოდი ძვ. წ. XIII საუკუნიდან ვიდრე ძვ. წ. 900 წლამდე (სურ. 4).
5. განვითარებული რკინის ხანა (ძვ. . VIII-VII სს.)
დადასტურებულია ამ ხანის როგორც საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობები, ისე სამარხები.
6. ძვ. . VI .
ამ ხანას განეკუთვნება ერთი საცხოვრებელი სახლი და ერთი საკურთხეველი (თაღიანი).
7. ძვ. . V-IV სს.
ამ ხანას განეკუთვნება `დასავლეთი ტაძარი~ და ქვედა ტერასაზე მხოლოდ ნაწილობრივ შემორჩენილი შენობები.
8. ძვ. . IV-III სს.
წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი სამარხებით.
9. ძვ. . III-II სს.
დადასტურებულია Aამ ხანის ე. წ. სამადლოს ტიპის კერამიკა (სურ. 8).
10. ძვ. . II-I სს.
ამ ხანაში გრაკლიან გორაზე ადამიანის აქტივობის დასასრული დასტურდება. შემორჩენილია ზედა ტაძრის, შესაძლოა სასიმაგრო კედლისა და სამარხების ნაშთები.
ცალკეული არქიტექტურული ძეგლებისა და სამარხეული ინვენტარის განხილვა
1. ძვ. წ. 1100 – 900 წლებს განეკუთვნება მონუმენტური საკურთხეველი, რომელიც აღმოჩნდა ნამოსახლარის აღმოსავლეთ სექტორში. შენობიდან, რომელშიც იგი იყო გამართული, გადარჩენილი იყო მხოლოდ ჩრდილოეთი კედლის ნაწილი. შენობა ჯარგვალური ტიპისა იყო – შემორჩენილია მასიური ხის ძელების ანაბეჭდები, რომლებიც ერთმანეთზე მიჯრით, ჰორიზონტალურად იყო დალაგებული. კედლები შიგნიდან და გარედან თიხის სქელი მასით იყო შელესილი. ასევე თიხის ფენით საგულდაგულოდ იყო მოტკეპნილი იატაკი, რომლის ქვეშ დადასტურდა თიხისა და ხრეშისაგან შემზადებული სუბსტრუქცია. საყურადღებოა, რომ სხვა შენობებში იატაკის ასეთი დამუშავება არ არის. საკურთხეველი წარმოადგენს ე. წ. `ხოვლეს ტიპის~ მონუმენტური ღუმელის იმიტაციას. რიგითი ღუმელებისაგან მას განასხვავებს არა მხოლოდ ზომები, არამედ დეკორატიული ელემენტებიც. Pპირველ რიგში ეს არის საკურთხევლის აღმოსავლეთი და დასავლეთი კუთხეების შემკობა ნახევარ-თაღებით, რაც სრულიად უცხოა ჩვეულებრივი ღუმელებისათვის. ამასთან, საკურთხეველს სამხრეთი მხრიდან, იატაკის დონიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე გასდევს 5 სმ-ის სისქის რელიეფური სარტყელი. Eეს ორი ელემენტი განასხვავებს ამ საკურთხეველს ჩვეულებრივი ღუმელისაგან. თუმცა აღმოსავლეთიდან მას სანაცრე ორმო ჰქონდა მიდგმული, რომელსაც, თავის მხრივ, ჩრდილოეთი კედლის გასწვრივ გამართული ბაქანი უერთდებოდა. ეს იყო შეწირულობების დასალაგებლად განკუთვნილი პლატფორმა. მასზე ეწყო სხვადასხვა ზომის ღია ფერის კეციანი ჭურჭელი, რომლის კეცი ცუდადაა განლექილი, უხეშად არის დამუშავებული. უმეტესობა ამ კერამიკისა მხრის არეში შემკულია ირიბი ნაჭდევებით, რომლებიც რიგ შემთხვევაში თევზისფხურ ორნამენტს ქმნის. ასეთი კერამიკა უცხოა ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულისათვის. საყურადღებოა, რომ ამ შეწირულ ფორმებს შორის აღმოჩნდა ცილინდრულტანიანი ყავისფერკეციანი პირმოყრილი ჭურჭელი, რომელსაც ორი მცირე ზომის ჰორიზონტალური ყური აქვს.Eეს ფორმაც უცხოა ამ ხანისათვის. Kკომპლექსის თარიღს იძლევა ცალყურა კოჭობი, რომლის ანალოგიები ქართლშია ცნობილი. კერძოდ, ასეთი ფორმები ძვ. წ. 1100-900 წლებით დათარიღებულ ძეგლებზე გვხვდება (მაგ., სამთავროს #51 სამარხი, ზემო ავჭალის სამარხი). საკურთხეველი შენობის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში იყო გამართული. მისი სწორედ ასეთი –კუთხეში – გამართვა სტანდარტული ჩანს პურის საცხობი ღუმელებისათვის – შესადარებლად შეგვიძლია მოვიხმოთ თრელი გორების, ნარეკვავის, სამთავროსა და ხოვლეს გორაზე გათხრილ სახლებში მიკვლეული ღუმელები, ისევე როგორც შედარებით მოგვიანო ხანის მედაბურის სახლში უფლისციხე – ბამბების ნამოსახლარიდან.
2. თაღიანი საკურთხეველი წარმოადგენს ღია ტიპის ნაგებობას, რომლის ძირითადი კონსტრუქციული ნაწილი კედელია. იგი წარმოადგენს თიხით შელესილ ძელებს, რომლებიც ვერტიკალურადაა ჩადგმული. ეს კედელი - W მიმართულებისაა. კედლის სამხრეთ მხარეს ამოყვანილია თიხისავე თაღები. საკურთხეველი ძლიერაა დაზიანებული და ამის გამო მისი სრული რეკონსტრუქცია ძნელდება. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ორი თაღი ნამდვილადაა შემორჩენილი. ცენტრალური (?) თაღის წინ ამოკვეთილია მცირე ზომის ორმო (დიამეტრი 0, 2 მ.), რომელშიც შესაწირავად მიტანილი მცირე ზომის ჭურჭელი იდო. ასევე შესაწირავად იყო მიტანილი კედლის დასავლეთ ნაწილში დადგმული დერგიც (მისი ფრაგმენტი შემორჩა). ამავე ფუნქციის მატარებელია მცირე ზომის ბიკონუსური ცალყურა სასმისი. მსგავსი ფორმის სასმისები ცნობილია კოლხეთიდან. სავარაუდოდ თაღიანი საკურთხეველი ამ ბიკონუსური ცალყურა სასმისით ძვ. წ. VII-VI საუკუნეების მიჯნით უნდა დათარიღდეს.
3. ქვედა II ტერასის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა ხუროთმოძღვრული კომპლექსი („დასავლეთი ტაძარი“), რომელიც შედგება სამი ძირითადი სათავსოსაგან. თითოეულში არის ერთი საკულტო და მასთან დაკავშირებული ერთი სამეურნეო ნაგებობა. შემორჩენილია ხის სვეტების ორმოები, რომელიც გარს უვლის მთელს კომპლექსს. შესაბამისად, ისინი ერთიანი გადახურვის სისტემაშია მოქცეული და საკმაოდ რთული დაგეგმარებისა და განსხვავებული ფუნქციის მატარებელი ელემენტების ერთობლიობას წარმოადგენს. შენობები გახსნილია სამხრეთისაკენ, რაც გარემო პირობების სწორ გათვლასა და ჰაერისა და ტენიანობის რეჟიმის ოპტიმალურ გააზრებაზე მიუთითებს. ესაა ასათვისებლად შერჩეულ სივრცეში აქამდე სრულიად უცნობი საკულტო და სამეურნეო შენობათა დაპროექტებისა და შემდგომ პროექტის რეალიზაციის იშვიათი შემთხვევა ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაში. შემუშავებულია საკმაოდ რთული, მთლიან კომპლექსში შემავალი ცალკეული შენობების გეგმა, ტიპი და ინტერიერის ორგანიზაციის ყველა დეტალი. ინტერიერის მოწყობის სქემა შემდეგში მდგომარეობს: ნაგებობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს N – S მიმართულებაზე ორიენტირებული სამი სექცია, რომლის შიდა სივრცე გაყოფილია ორ ნაწილად, ხოლო მათში წინა პლანზე წამოწეულია უმთავრესი ფუნქციური დატვირთვის მქონე ელემენტები: 1. პოდიუმი; 2. პოდიუმთან მიდგმული ან მასთან ახლოს დამონტაჟებული და თიხით საგულდაგულოდ შელესილი ოთხკუთხა, ბორდიურებიანი მაგიდა; 3. ბორდიურებიანი მაგიდის წინ გამართულია გეგმაში წრიული ორმო, რომელიც იატაკშია ამოღებული. ორმოს ფსკერზე საგანგებოდ შერჩეული ბრტყელი, წრიული ფორმის ქვაა ჩასმული (რიტუალური კერა). 4. პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად. შენობის დანარჩენი სივრცე ათვისებულია იმ პრაქტიკული ამოცანების შესაბამისად, რომელიც ყველა ცალკეულ სექციას აქვს. მაგალითად, აღვწერთ #1 სექციას მისი ზომებია 4,70X2,30 მ. აქ ასევე, როგორც წინა ორ ოთახში, დასავლეთ კედელთან გვაქვს პოდიუმი, მისი ზომებია 1X0,70X0,3 მ. პოდიუმს დასავლეთ მხარეს, ცენტრალურ ნაწილში, შესაწირავი ჭურჭლის ჩასადგმელი ჩაღრმავება აქვს (დიამეტრი 0,25 მ), რომელიც ქვის ბალიშით მთავრდება. ბორდიურებიანი მაგიდა, რომელიც სავარაუდოდ, შესაწირავი ნივთებისათვის იყო განკუთვნილი საკურთხევლის ჩრდილოეთითაა შემორჩენილი. სათავსოს ჩრდილოეთ კედელთან, მისგან 0,25 მ-ის მოშორებით, გამოვლენილია სარიტუალო კერა, რომლის ძირშიც ქვის ბალიშია ჩადგმული. დიამეტრი 0,30 მ-ია, ხოლო სიღრმე კი – 0,25 მ. ოთახის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში გამოვლენილი ღუმელი ყველაზე კარგადაა შემონახული ამ ძეგლზე შემორჩენილ ღუმელთა შორის. სამივე შენობაში უნდა ყოფილიყო ერთი ტიპის, ე. წ. ხოვლური, ორიარუსიანი და სამგანყოფილებიანი (საცეცხლე, სანაცრე და თვითონ ღუმელის განყოფილება) ღუმელი. განსხვავებით სხვა ძეგლებზე აღმოჩენილი ღუმელებისაგან, აქ აღმოჩენილებს აქვთ ტემპერატურის რეგულირების მექანიზმი – ესაა საცხობ და საცეცხლე განყოფილებაზე მისაფარებელი გამომწვარი თიხის ფილები. სათავსოს ცენტრშიGგადახურვის ჩამოქცევის შედეგად დამსხვრეული ჭურჭელია გამოვლენილი. აღნიშნულ სათავსოს დასავლეთი მხრიდან ზღუდავს და ამ ნაგებობას მეორესაგან ჰყოფს რიყის ქვის წყობა. მისი ზომებია 4,30X0,65 მ. რიყის ქვის წყობასა და საკურთხეველს შორის სამეურნეო სივრცეა მოქცეული. რაც შეეხება სათავსოს აღმოსავლეთ მხარეს, აქაც დადასტურდა რიყის მოზრდილი ქვებისაგან შედგენილი წყობა. შემორჩენილი წყობის ზომებია 2,30X1მ. ნაგებობათა ეს კომპლექსი ამიერკავკასიისათვის სრულიად განსაკუთრებულ ძეგლს წარმოადგენს. გამოვყოფ ორ საინტერესო დეტალს: როგორც აღინიშნა, შესასვლელთან, მარცხენა მხარეს, უშუალოდ დასავლეთ კედელთან გამართული იყო თიხით შელესილი პოდიუმი, რომელსაც ასევე დასავლეთ ნაწილში, შუა ადგილზე ჰქონდა საგულდაგულოდ მომზადებული მცირე ზომის (0,25 მ.) წრიული ფოსო. მისი საგულდაგულოდ მომზადება გამოიხატებოდა არა მხოლოდ მის ზუსტ ლოკალიზაციაში, არამედ იმაშიც, რომ მის ფსკერზე ჩადგმული იყო ზუსტად ფოსოს დიამეტრის მქონე ბრტყელი ქვა. ასეთი მყარი მომზადება თითქოს კონსტრუქციულ სიმძიმეს უნდა გულისხმობდეს, მაგრამ II სექციაში აღმოჩნდა ასეთივე ფოსოში ჩადგმული ამავე დიამეტრის მქონე ხელადა, რაც ნათლად მიუთითებს ამ პოდიუმის საკულტო ხასიათს. საყურადღებოა, რომ ამ ტიპის პოდიუმებს აქვთ ქრონოლოგიურად ძალზე შორეული, მაგრამ ფუნქციურად უახლოესი პარალელები ერიდუს ენეოლითურ ტაძრებში, სადაც ისინი ასევე კედელზეა მიდგმული და ინტერიერის სივრცის განუყოფელ დეტალს წარმოადგენს6. ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც, რომ ყველა შენობა სამხრეთითაა ორიენტირებული. ასეთი ორიენტაცია მარტივად აიხსნება ბუნებრივი პირობებით – აქ მუდმივად უბერავს დასავლეთისა ან აღმოსავლეთის ძლიერი ქარები, რაც სრულიად შეუძლებელს ხდის შენობების აღმოსავლეთიდან გახსნას. ამის გამო, მართალია, საკულტო ნაგებობების კარები არ უყურებდნენ აღმოსავლეთს, ანუ დილის მზეს, მაგრამ, სამაგიეროდ, მთელი დღის მანძილზე მზისაკენ იყო გახსნილი. გრაკლიან გორაზე აღმოჩენილ მასალაში გამოიყოფა იმპორტული ან იმპორტულის მიბაძვით დამზადებული ნივთების ჯგუფი. Mმათი გადანაწილება დამზადების ადგილის მიხედვით ურთიერთობათა შემდეგ მიმართულებებს იძლევა:
1. სამხრეთი Mმესოპოტამია. Eეს მიმართულება წარმოდგენილია ორი საბეჭდავით. Pპირველი მათგანი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მონუმენტურსაკურთხევლიან ტაძარში აღმოჩნდა. ესაა ღია ფერის, კარგად განლექილი თიხისაგან დამზადებული კონუსური საბეჭდავი, რომლის ზედაპირი თიხის გამოწვამდე საგულდაგულოდაა შემკული ფაქიზად ამოკაწრული ხაზებით. ხაზები ანაბეჭდზე ერთ რიგად ჩამწკრივებული სამკუთხედების სქემატურ გამოსახულებას ქმნის. ხოლო ქვედა რეგისტრში შეინიშნება კარგად გამოყვანილი შევრონები. საბეჭდავის თავზე ჯვარია გამოსახული, ხოლო ძირი ოდნავ ღრუა. საბეჭდავი გახვრეტილია შუაში, სრულიად აშკარად, ნახატის დატანის შემდეგ, რაც საბეჭდავების დამზადების ტექნოლოგიას ეწინააღმდეგება. ამდენად, ცხადია, რომ გამჭოლი ნახვრეტი საბეჭდავზე მოგვიანებითაა დატანილი. საბეჭდავის სიმაღლეა 5,2 სმ, ძირის დმ. – 2,8 სმ, ხოლო ზედა სიბრტყის დმ. არის 1,6 სმ. პროფ. ნ. სამსონია ამ ნივთის დეკორის პირდაპირ ანალოგიას ჯემდეთ-ნასრის IV ჯგუფის საბეჭდავებთან ხედავს. ამ ჯგუფის პირველი ნაწილის საბეჭდავებისათვის სწორედ ანალოგიური შევრონებია დამახასიათებელი. ამდენად, თითქოს ამ საბეჭდავის მესოპოტამიური წარმომავლობა და მისი ადრეული თარიღი (ძვ. წ. 3000-2800 წწ.; დომენიკ კოლონი იძლევა ძვ. წ. 3000-2334 წლებს) ეჭვს არ უნდა იწვევდეს. თუმცა, იგი შემდგომ სპეციალურ შესწავლას საჭიროებს. რაც შეეხება მის გვიანდელ, ანუ ძვ. წ. 1100-900 წლების ტაძარში მოხვედრის ფაქტს, იგი ადვილად აიხსნება გვიანდელ ტაძრებში ადრეული საბეჭდავების აღმოჩენა ამ ხანისათვის ტიპური მოვლენაა. რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როდის მოხვდა ეს საბეჭდავი მესოპოტამიიდან თანამედროვე ქართლის ტერიტორიაზე – ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოსა თუ შემდეგ, ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულს. ამ ეტაპზე დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია, მაგრამ თითქმის სინქრონული მტკვარ-არაქსის კულტურის არნახულად ვრცელი მასშტაბები ყოველგვარი დაშვების საშუალებას იძლევა. ამავე თვალსაზრისით სრულიად განსაკუთრებულია მეორე საბეჭდავი, რომლის წრიული მარყუჟი მართკუთხა დაფაზეა ამოყვანილი. ნივთი ღია ფერის, მოთეთრო ქვიშაქვისაგან ზედმიწევნით დახვეწილი ტექნიკითაა დამზადებული. მისი ზედაპირი იმდენად კარგადაა ათვისებული, რომ ეჭვს არ იწვევს მისი დამამზადებელი ხელოსნის ოსტატობის მაღალი დონე. კვეთა ღრმაა, ანაბეჭდზე კარგად ჩანს გასხივოსნებული `ღმერთის სახლი~8. საბეჭდავის სიმაღლეა 3,2 სმ, მარყუჟის სიმაღლე – 2,2 სმ, სასურათე სიბრტყის ფართობი – 3,6X3,4 სმზე. ეს საბეჭდავი ნაყარ, დაზიანებულ ფენაში აღმოჩნდა. ამდენად, იგი მხოლოდ ანალოგიების საშუალებით შეიძლება დათარიღდეს. ასეთი ანალოგიები კი მას ისევ ჯემდეთ-ნასრის პერიოდის მასალებში მოეპოვება და შესაბამისად, ძვ. წ. 3000-2800 წლებს უნდა მიეკუთვნებოდეს. თუმცა, აქაც შევნიშნავ, რომ ეს ნივთიც ცალკე კვლევის საგანია. საყურადღებოა, რომ ნამოსახლარზე დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი გვიანი ბრინჯაოს ხანის ადგილობრივი საბეჭდავებიც, რომელთა ზედაპირი სხვადასხვა სახეებითაა შემკული. მათ შორისაა ნაცრისფერკეციანი საბეჭდავი (მას ყურადღება მიაქცია პროფ. ნ. სამსონიამ, რომელმაც დაამუშავა ასევე მესოპოტამიური საბეჭდავებიც), რომელზედაც ცენტრიდან ოთხ მხარეს გასული ხაზები/სხივები იშლება. იგი ზუსტი ანალოგიაა იმ არქაული საბეჭდავებისა, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ცნობილი მესოპოტამიიდან. არაა გამორიცხული, რომ ეს საბეჭდავიც სწორედ მესოპოტამიურების ყველაზე ადრეული ადგილობრივი რეპლიკაა.
2. ურთიერთობების ქრონოლოგიურად მომდევნო საფეხური და სხვა მიმართულება განეკუთვნება ძვ. წ. VIII-VII სს-ს. კოლხეთთან შესაძლო ანალოგიის თვალსაზრისით სრულიად განსაკუთრებულია ძვ. წ. VII საუკუნის ფენაში აღმოჩენილი ტერაკოტის ფიგურის ნაწილი – პროტომა, უფრო ზუსტად, ცხოველის თავი. მისი ზუსტი იდენტიფიცირება რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესაა ცხენის თავი, რომელსაც რამდენადმე სტილიზებული ფორმა აქვს. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იქცევს მისი სრული იდენტურობა კოლხეთში გათხრილ კოლექტიურ სამარხში აღმოჩენილ მცირე პლასტიკის ერთ-ერთ ნიმუშთან. ესაა ცხენი, რომელზეც ქალღვთაება ზის. ცხენების ქანდაკებებს საერთო აქვთ არა მხოლოდ სტილი, არამედ აღვირის მიმანიშნებელი რგოლიც, რომელიც ცხვირზე, ზემოდანაა გადმოტარებული. სწორედ ამ ატრიბუტის გამო ვთვლი ამ ფიგურას ცხენის გამოსახულებად. მიმაჩნია, რომ გრაკლიანზე აღმოჩენილი ცხენის ფიგურა კოლხური ცხენოსანი ქალის ქანდაკების ერთადერთი ტერაკოტის რეპლიკაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცხენოსანი ქალღვთაებების გამოსახულებათა გენეზისი დიდი ხანია, რაც დისკუსიის საგანია. მაგალითად, კუნძულ სამოსზე აღმოჩენილი მხედარი ქალის ბრინჯაოს ქანდაკების შესაძლო დამზადების ადგილად თავიდანვე მიჩნეულია კოლხური არეალი, მართლაც, კოლხეთის საზღვრებს მიღმა, აღმოსავლეთით და სამხრეთით – ანატოლიის ოლქში, მხედარი ქალის არც ერთი ფიგურა არ დადასტურებულა, რაც შესაძლოა მართლაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ფიგურის კუნძულ სამოსზე არსებობა კოლხეთთან ურთიერთობის შედეგია (თუმცა, ასევე შესაძლოა, რომ ამ ურთიერთობებს სისტემატიური ხასიათი ჯერ კიდევ არ ჰქონოდა). Mმაგრამასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია კავკასიასა და კონტინენტურ საბერძნეთში აღმოჩენილი ერთი და იმავე ტიპის ფიგურების კონცეპტუალური იდენტურობა. ამავე დროს, აბსოლუტურად ცხადია ის გარემოება, რომ ცხენოსანი ქალის ფიგურა იწარმოებოდა სხვადასხვა რეგიონების სახელოსნოებში. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს ცხენოსანი ქალის მოხატული ტერაკოტის ფიგურა ჰერაკლეას მუზეუმიდან (ძვ. წ. 1450- 1100 წწ., X დარბაზი), რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე ადრეულია მსგავს ნიმუშებს შორის და ამ ქანდაკებათაA გენეზისის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანიც. Oორიოდ სიტყვით მინდა შევეხო ამ საკითხს: ეგეოსურ – კოლხური ურთიერთობები ძველი სამყაროს კარდინალურ სამეცნიერო პრობლემათა რიგს განეკუთვნება და, ამდენად, ყველა აღმოჩენასა და ინტერპრეტსაციას გარკვეული მნიშვნელობა აქვს. ამ თემასთან დაკავშირებული ერთ-ერთი აღმოჩენა შეიძლება იყოს აგრეთვე მზეთამზის სამაროვანზე მოპოვებული დოქი, რომელიც მორფოლოგიური ნიშნებით იმეორებს ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების აღმოსავლეთ ქართულ კერამიკას, თუმცა მისი დეკორი ამ ხანის კოლხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოსათვის სრულიად უნიკალურია და პარალელებს უფრო საბერძნეთის გეომეტრიული ხანის კერამიკასა და კოლხურ ცულებთან ამჟღავნებს. მე მხედველობაში მაქვს მეანდრის გამოსახულება, რომელიც J. Whitley-ს გამოკვლევების მიხედვით, იმ ჰორიზონტალურ მეანდრთაA რიგს განეკუთვნება, რომელიც გვხვდება ჭურჭლის ყურის ზონაში და ჩნდება ძვ. წ. IX საუკუნიდან12, თუმცა ზუსტად იგივეა გვიანგეომეტრიულ II პერიოდშიც (VIII ს-ის ბოლო, ძვ. წ. 770-40 წწ). ამავე თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა კიდევ ერთი ჭურჭელი მზეთამზის სამაროვნიდან – სასმისი, რომლის ტანი ფრიზებადაა დაყოფილი, რაც სრულიად უცხოა როგორც კოლხური, ისე აღმოსავლეთ ქართული კერამიკისათვის და სრულიად ბუნებრივია გეომეტრიული ხანის საბერძნეთისათვის. საინტერესოა, რომ ამ სასმისსაქვს ფრიზებში ჩასმული სამკუთხედები, რაც განსაკუთრებით ფართოდ ვრცელდება სწორედ ამავე ხანის – ძვ. წ. VIII საუკუნის ბერძნულ კერამიკულ წარმოებაში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეანდრი სწორედ ამ ხანაში ჩნდება აღმოსავლეთ ანატოლიაში (კონიას არეალი), საიდანაც უფრო ადვილად შეიძლებოდა მოხვედრილიყო კავკასიაში. მაგრამ ეს ვარაუდი მიუღებელი ჩანს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მზეთამზის სამაროვანზე ორივე ნივთი, ისევე როგორც აქ მიკვლეული `სკვითური~ ისრისპირები, მკვეთრად კოლხური არტეფაქტების კომპლექსშია აღმოჩენილი. ამის გამო, ვფიქრობ, რომ ისინი დასავლური გზით უნდა მოხვედრილიყვნენ სამცხეში. თუ კონტექსტების მიხედვით ვიმსჯელებთ (და ეს, ალბათ, მართებული გზაა), შესაძლოა ამავე მოსაზრების დასტურია ისიც, რომ თრელი გორებზე აღმოჩენილი ზოომორფული ჭურჭელი, რომელსაც ანალოგიები აქვს როგორც ბერძნულ სამყაროში (მაგ. გვიან ელადური  პერიოდის ჭურჭელი ატიკიდან, პერატიდან, როდოსიდან და სხვა), ისე აღმოსავლეთში, განხილული უნდა იქნას არა ბერძნულ, არამედ აღმოსავლურ გავლენად იმის გამო, რომ ისინი არანაირ დასავლურ კონტექსტს არ შეიცავს და მთლიანად ლოკალურ და აღმოსავლურ გარემოში ექცევა. ამავე კონტექსტში ყურადღებას იქცევს ისიც, რომ მიუხედავად კოლხური ელემენტების მომძლავრებისა ძვ. წ. VIII-VII სს-ში, კოლხეთის ტერიტორიის აღმოსავლეთითა და სამხრეთით არ შეინიშნება ისეთი პრესტიჟული კოლხური ნივთების გავრცელება, როგორიც, მაგალითად, მხედარი ქალღმერთების ქანდაკებებია. ასევე არ ჩანს ამავე ხანის კოლხეთის საკულტო ძეგლებისათვის უკვე ტიპიური ტერაკოტის ფიგურები კოლხეთის უშუალოდ მომიჯნავე ტერიტორიებზე. ამიტომ, ბუნებრივად ჩნდება გარკვეული სკეფსისი ძლიერი კოლხური ინიციატივის სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებულ გააქტიურებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, მეც ვფიქრობ, რომ ეს აღმოჩენები ჯერ-ჯერობით ბერძნულ-კოლხური ადრეული ურთიერთობების სპორადული ხასიათის მანიშნებლად უნდა მივიჩნიოთ. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული ის აღმოჩენები, რომელიც კუნძულ სამოსზეა გაკეთებული და კოლხურ სამყაროსთანაა დაკავშირებული. კერძოდ, ჩემი აზრით, დასაზუსტებელია ამ ნივთების კუნძულ სამოსზე მოხვედრის ლოგიკა და კანონზომიერება, ანუ სხვა სიტყვებით, არის თუ არა ისინი ამ მიმართულებით ძლიერი კოლხური იმპულსის მაჩვენებელი. ჩემი აზრით, ეს საკითხი მარტივად წყდება კუნძულ სამოსზე უკანასკნელი წლების მანძილზე ჩატარებული სამუშაოების შედეგების გათვალსიწინებით. იმ მოტივების არქეოლოგიური კონტექსტი, რომლის ნაწილიც მხედარი ქალის ქანდაკებაა, არის შემდეგნაირი (გამოყენებულია ჰ. კირილაისის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების შედეგები). შეწირული შინაური ცხოველების ნაშთები (რომელთა შორის ჭარბობს ხარის, შემდეგ – ძროხისა და ცხვრის, თხისა და ღორის ძვლები); უნიკალური გარეული ცხოველების ნაშთები ( ეგვიპტური ნიანგის თავის ფრაგმენტი, აფრიკული ანტილოპას თავი და რქა); გასაოცრად ბევრი ტერაკოტის ფიგურები _ ბროწეულისა და ყაყაჩოს ღეროები, ისევე როგორც მათი კურკები და ფიჭვის გირჩები (რომელიც აქ არ იზრდება); სპილოს ძვლისაგან დამზადებული ლომის ეგვიპტური ქანდაკება; მამაკაცის ორი ბაბილონური ფიგურა; ხომალდების სტილიზებული მოდელები (რომლებიც გარკვეულ როლს თამაშობდნენ ჰერასადმი მიძღვნილ დღესასწაულებში) და მრავალი სხვა. ამდენად, აქ საუბარია იმპორტულ ნივთებზე, რომლებიც მოდიოდა ბაბილონიდან, ფინიკიიდან, ირანიდან, ასურეთიდან, ურარტუდან და კვიპროსიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს აგრეთვე: ხის სკამი ცხენების გამოსახულებით; ცხენის ტრაპეციის ფორმის აღმოსავლური წარმოშობის საშუბლეები; საოცარი რაოდენობის ცხენის ბრინჯააღკაზმულობა, რომელსაც ანალოგია არა აქვს არცერთ ბერძნულ ტაძარში, რის საფუძველზეც აღიარებულია, რომ არქაულ ხანაში ჰერას აქვს სპეციფიკური ნიშანი – იგი არის სწორედ ცხენებისა და მხედრების  მფარველი ღვთაება. ამ ფონზე, კოლხური ქანდაკების აქვე აღმოჩენის ფაქტი სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა – იგი, ისევე როგორც სხვა ნივთები, კოლხური კულტურის არეალში მოხვედრილი რომელიმე მოგზაურის ვაჭრის მიერ იქნა შეწირული ჰერასადმი. Mმაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ერთ ნიშანდობლივ ფაქტს, რომ ეგეოსიდან აღმოსავლეთით, კოლხეთის გარეთ – ანატოლიის არეალში _ ანალოგიური მხედარი ქალის არცერთი ბრინჯაოს ქანდაკება არ აღმოჩენილა, მაინც უნდა ვიფიქროთ, რომ მისი აქ გამოჩენა უშუალოდ კოლხეთთან შეხების (შესაძლოა, სულაც ერთჯერადი) შედეგია. ამასთან, მისი ერთეული ხასიათი იმისი მაუწყებელია, რომ ამ დროს რაიმე რეგულარულ ურთიერთობაზე საუბარი ეგეოსურ სამყაროსა და კოლხეთს შორის ჯერ კიდევ ნაადრევია. მაგრამ ამ შემთხვევაში ასახსნელი რჩება ის აშკარა თემატური იდენტურობა, რომელიც კონტინენტურ საბერძნეთსა და კოლხეთში აღმოჩენილ ქანდაკებებთან არსებობს. თუმცა აშკარაა ისიც, რომ – როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია უკვე მიღებული – ამ საერთო კონცეფციის შესაბამისად, მხედარი ქალების ფიგურები იწარმოებოდა სხვადასხვა რეგიონალურ სახელოსნოში. ამგვარად, კუნძულ სამოსზე კოლხური ქანდაკების აღმოჩენა კოლხურ-ეგეოსურ ურთიერთობათა თვალსაზრისით შემთხვევითი ჩანს (თუმცა უკვე გარკვეული საერთო ინტერესების მიმანიშნებელია), ხოლო ჰერაიონის ფუნქციის თვალსაზრისით კი- სრულიად ლოგიკური. უფრო აქტიური ურთიერთობა კოლხეთთან ჩანს ადრეანტიკურ და ელინისტურ ეპოქაში. მოვიყვან მხოლოდ რამდენიმე მაგალითს გრაკლიანი გორის გათხრებიდან: პირველ რიგში ესაა ვერცხლის სხივანა საყურეები/საკიდები. მსგავსი ტიპის მასალა ტიპურია ძვ. წ. V-III სს-ის კოლხური სამარხეული ინვენტარისთვის, თუმცა, კოლხურთან შედარებით მცირე ზომის, რამდენიმე ვერცხლის ნიმუში სამცხისა და ქვემო ქართლისტერიტორიაზეც აღმოჩნდა. Aამ „დაკნინებული“ ფორმებისაგან განსხვავებით, გრაკლიანის ნიმუშები მასიურია და თითქმის იმავე ზომისაა, რაც კოლხური. ამასთან, გრაკლიან გორაზე შენარჩუნებული ჩანს სხივანა საყურეების/სასაფეთქლეების მაინცადამაინც ქონებრივად გამორჩეულ კონტექსტში ჩადება. თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით არის სხვაობა – გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი ცალები ვერცხლის გრეხილი მავთულისაგანაა ნაკეთები და არც ჩიტებისა და ვარდულის გამოსახულებები ამკობს. Aასევე კოლხური ოქროს რეპლიკად მიმაჩნია მცირე ზომის ყელსაბამის ვერცხლის დისკოსებრი საკიდები, რომელსაც ანალოგიები აქვს საირხეში.
3. საინტერესო მოვლენები განვითარდა I ათასწლეულის შუა ხანების კავკასიაში, რაც აქემენიდური ირანის გააქტიურებას გულისხმობს. აღარ გავიმეორებ ცნობილ მოსაზრებებს სატრაპიებში და აქემენიდურ არმიაში ქართველურ ტომთა გაერთიანებების შესახებ (კავკასიაში და მის სამხრეთით). აქემენიდური აქტივობა აშკარაა ისეთი საყრდენი ადმინისტრაციული ცენტრების აღმოჩენებით, როგორებიცაა: გუმბათი,  ყარაჯამირლი, სარი-თეფე, დრახსჰანაკერტი, არინბერდი, ერვანდაშატი. არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გუმბათისა და სხვა აქემენიდური სასახლეების მშენებლები მოწვეულნი იყვნენ ირანიდან ან ანატოლიიდან, რაც სრულიად ლოგიკური ჩანს, რადგან Kკარგადაა ცნობილი ის, თუ რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია ცენტრალური კავკასია აქემენიდური ირანის პროდუქციით. პირველ რიგში, აღსანიშნავია ყოველდღიური მოხმარების მოხატული კერამიკადა სამკაული. Gგრაკლიანი გორის აქემენიდური აღმოჩენებიდან აღსანიშნავია მინის კოლ-ტუბი. როგორც ცნობილია, მინის კოლტუბები კავკასიაში იშვიათია. საქართველოში მოპოვებულთაგან ფიჭვნარის კოლ-ტუბის თარიღი (I ჯგუფი. Bარაგ-ის მიხედვით) მიეკუთვნება ძვ. წ. V ს-ის II მეოთხედს. იგივე ტიპის ჭურჭელი აღმოჩენილია ვანში, იგი ძვ. წ. V ს-ით თარიღდება.. არაგ-ის კლასიფიკაციის მიხედვით, იგი აგრეთვე ძვ. წ. V ან IV სს-ით თარიღდება. ასეთივე თარიღები მოგვცა მ. Fფირცხალავამ. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვა ჭურჭლები (მაგ., ენაგეთი, ტახტიძირი) ძირითადად ძვ. წ. V ან IV ს-ის დასაწყისით თარიღდება. Gგრაკლიანი გორის კოლ-ტუბიც. არაგ – ის კლასიფიკაციის I ჯგუფს განეკუთვნება და თარიღდება ძვ. წ. V ს-ის მეორე ნახევრით. Kკარგადაა ცნობილი, რომ უფრო მკვეთრი აქემენიდური გავლენა დაფიქსირებულია ქართლის ისეთ ძეგლებზე როგორიც არის ციხია-გორა და სამადლო, ხოლო კოლხეთში – ვანი. Aამ უკანასკნელში აქემენიდური გავლენის შესახებ ძვ. წ. IV – III სს-ის არქიტექტურაში მე ჯერ კიდევ 1991 წელს ვწერდი26. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ვანში აღმოჩენილი კირქვის ფრიზის ფრაგმენტი, რომელზეც შემორჩენილია ეტლისა და მეეტლისრელიეფური გამოსახულება. Aამ არქიტექტურულ დეტალზე აქემენიდურია ეტლის გამოსახულება, რომელსაც „კოპებიანი“ ბორბლები აქვს. Mმსგავსი ბორბლების მქონე ეტლის გამოსახულება ამოკვეთილია დარიოსის საბეჭდავზე, ანალოგიურია ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ოქროს ეტლის ბორბლები28; იდენტური ბორბლები აქვს აპადანას რელიეფზე გამოსახულ ეტლს ორი პონით29. ეს არქიტექტურული დეტალი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ მონუმენტური სტრუქტურის ფრიზის ნაწილად (შემორჩენილი საღებავის კვალი მიგვანიშნებს, რომ ფრიზი მოხატული იყო), იმის დამადასტურებელია, რომ, ვანში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო კოლხური რელიგიური და ადმინისტრაციული ცენტრი, აქემენიდური გავლენა შემორჩა ელინისტურ ხანამდე. ფრიზის ეს ნაწილი არის ბერძნული და აქემენიდური ელემენტების ისეთი სინთეზი, როგორიც ელინისტური ხანის დასაწყისში უნდა არსებობდეს (ეს ფრიზი ინტერპრეტირებულია ეოსის გამოსახულებად). ამასთანავე, ფრიზი და ცენტრალურ ტერასაზე გამოვლენილი მონუმენტური კედელი ვანში, ძვ. წ. IV-III სს-ში აქემენიდური ტრადიციების არსებობაზე უნდა მიუთითებდეს. ვანის ცენტრალურ ტერასაზე ორმაგპროტომიანი კაპიტელის აღმოჩენამ დაადასტურა ჩემს მიერ გამოთქმული ვარაუდი.Aაქემენიდურ კულტურასთან ურთიერთობის თვალსაზრისით საყურადღებოა აგრეთვე გრაკლიანი გორის სამარხებში აღმოჩენილი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დისკოები აქემენიდური ტიპის ორნამენტით, რომელიც იდენტურია აქემენიდური თასების ძირების იმ ორნამენტული სახისა, რომელიც გავრცელებული ჩანს ძველ საქართველოს (მაგ., ახალგორის განძის თასები– ძვ. წ. IV ს.), საზოგადოდ შავი ზღვის აუზსა და დასავლეთ ანატოლიის სხვადასხვა ოლქში.
4. გარე სამყაროსთან ურთიერთობების მეოთხე მიმართულება გრაკლიანი გორის აღმოჩენების მიხედვით ვლინდება ბერძნულ სამყაროსთან ანატოლიასთან, რომელიც კავკასიაში ჯერ კიდევ ბრინჯაოს ფიბულების გამოჩენით დაიწყო და „სამადლოს ტიპის“ კერამიკით გაგრძელდა. გრაკლიან გორაზე გაითხარა სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა ფარაკიანი ბეჭედი ფიგურის გამოსახულებით (საფიქრებელია, „პანი-მუსიკოსის“, რაც, შესაძლოა, გაცილებით ახლოს არის ჭეშმარიტებასთან, რადგან სილუეტურად ჩანს თხის ფეხები. თუმცა რამდენადმე მსგავსი მარსიასის ფიგურაცაა ცნობილი).
5. ასევე საყურადღებოა, იეროგლიფურწარწერიანი ეგვიპტური სკარაბეოიდის აღმოჩენა გრაკლიანი გორის #217 სამარხში, რადგან ამ პერიოდში (ძვ. წ. V-IV სს.) ისინი, როგორც ჩანს, ფართოდ ვრცელდება დასავლეთ საქართველოში და გვხვდება სამხრეთშიც (მაგ., აწყურის #04-4 სამარხში მოპოვებული ნივთები). Aამ დროს სკარაბეოიდებს მძივებად იყენებდნენ – ამას ადასტურებს მათი აღმოჩენები გარდაცვლილთა გულ-მკერდის არეში, მძივებთან ერთად. ბუნებრივია, რომ ეს ნივთი, ისევე როგორც აქვე აღმოჩენილი თვალადი მძივები, კავკასიაში ბერძენი ვაჭრების აქტიური საქმიანობის შედეგადაა შემოსული. ამ ურთიერთობათა შედეგია სხვადასხვა დროს სხვადასხვა და თანაც საკმაოდ დაშორებულ რეგიონებში დამზადებული ნივთების გრაკლიან გორაზე მოხვედრის ფაქტი.
ამგვარად, გრაკლიანი გორის აღმოჩენები ნათელი დასტურია იმისა, რომ ამიერკავკასიის ცენტრალურ მონაკვეთზე – მისი შედარებით მარტივი და მოხერხებული, ამასთან სამეურნეო საქმიანობისათვის გამოსადეგი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გამო – კონცენტრირებული იყო სავაჭრო აქტივობის ძირითადი მიმართულება, რასაც ახლდა ურთიერთშექცევადი პროცესი: ასეთი გარემო განაპირობებდა საკმაოდ აქტიური ეკონომიკური ბალანსის მქონე დასახლების არსებობას, რასაც ახლდა გზის ამ სამოსახლოსთან მოახლოების ტენდენცია, ხოლო მეორე მხრივ, ამ სამოსახლოს არსებობისათვის გარკვეულ ქრონოლოგიურ მონაკვეთებში პრიორიტეტული ხდებოდა ამავე გზის არსებობა. არ შეიძლება, რომ მესოპოტამიური საბეჭდავების აღმოჩენა გრაკლიან გორაზე შემთხვევითი იყოს; არც ის შეიძლება, რომ გვიან-ბრინჯაო – ადრე რკინის ხანის ერთმანეთისაგან განსხვავებულისატაძრო კომპლექსები აქ შემთხვევით იყოს თავმოყრილი;D და ალბათ, არც ქვედა ტერასის უნიკალური სატაძრო („დასავლეთი ტაძარი“) კომპლექსია აქ შემთხვევით აგებული; სრულიად აშკარაა სამოსახლოს არაერთგზის დაკნინებისა და კვლავ აღზევების ფაქტიც, რაც ამ ადგილის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. იყო ყველაფერი ზემოთქმული მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით გამოწვეული თუ ამ გორას რაიმე საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა, ამაზე პასუხს მხოლოდ მომავალი გათხრების შედეგები გასცემს. Nნებისმიერ შემთხვევაში, სამოსახლოს დიდ ქრონოლოგიურ მონაკვეთში არსებობისა და აქ მიკვლეული არტეფაქტების ხასიათის გამო, გრაკლიანი გორის სამოსახლო და სამაროვანი ცენტრალური ამიერკავკასიის ეტალონურ ძეგლთა შორის უნდა იქნას განხილული.




სტატიის ავტორი – ვახტანგ ლიჩელი
მასალა აღებულია ჟურნალიდან – ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ–ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „სპეკალი“, http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/3/2;

 


megobari saitebi

   

01.10.2014