ქვემო ქართლის კლდის სოფლები განვითარებულ შუა საუკუნეებში

1 2

ქვემო ქართლის ზოგიერთი მდინარის (ხრამის, მაშავერას, ზურტაკეტის და მათი შენაკადების) ხეობათა კანიონებში ჩვენს მიერ მიკვლეული და შესწავლილია კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, რომელთაგანაც თითოეული ბაზალტოვან ქარაფებში ამდენიმე იარუსად განფენილი, საკმაოდ პრიმიტიული გეგმარების ათეულობით გამოქვაბულისგან შედგება.
როგორც ამ ძეგლთა არქეოლოგიური კვლევით დადასტურდა, მათი ძირითადი ბირთვები ბრინჯაოს ხანის სხვადასხვა ეტაპზე შექმნილ ქვაბოვან დასახლებებს წარმოადგენს.*
კომპლექსთა შემადგენელი სათავსები კლდის ბუნებრივ ან ხელოვნურად გაფართოებულ ტერასათა გაყოლებაზეა გამოკვეთილი. მათი ფორმები უმთავრესად გეომეტრიულთან ოდნავ მიახლოვებულია, თუმცა არცთუ იშვიათია ოვალისებრიან ნებისმიერი გეგმის გამოქვაბულები. გვხვდება როგორც განცალკევებული, ისე ერთმანეთთან შიგა გასასვლებითა და გვირაბებით დაკავშირებული ქვაბები. მათი იატაკები პრაქტიკულად ბრტყელია, კედლები და ჭერი კი უსწორო მოცულობებს ქმნის. მიუხედავად ამისა, ყოველი ქვაბის სიმაღლე გამართული ადამიანის დგომაზეა გათვლილი. ქვაბების ფართობები, მათი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, საკმაოდ განსხვავებულია: 4-5კვ.მ-დან 15-20კვ.მ-მდე. ეს ძეგლები სტრუქტურულად და გენეტიკურად მეტად ახლოს დგას ხმელთაშუა ზღვის აუზის ადრესამიწათმოქმედო და ბრინჯაოს კულტურათა წიაღში შექმნილ გრანდიოზულ საცხოვრებელ-სამარხ კომპლექსებთან.
ათასწლეულზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიტოვებული და მეტად ეპიზოდურად გამოყენებული ეს კომპლექსები, განვითარებულ შუა საუკუნეებში ხელმეორედ იქნა ათვისებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი დიდი უმრავლესობა ამჯერადაც საერო საცხოვრებლებლებად, ე.წ. “კლდის სოფლებად” იყო გამოყენებული.
ვინაიდან ამ ძეგლების შუა საუკუნეებში რეოკუპაციის ხასიათის ჩვენეულმა განსაზღვრამ გარკვეულ სამეცნიერო წრეებში ორჭოფობა გამოიწვია, გადავწყვიტეთ უფრო ვრცლად შევჩერდეთ ამ საკითხზე.
გამოქვაბულთა ეს უძველესი კომპლექსები რომ ინტენსიურად ყოფილა ათვისებული შუა საუკუნეებში, ეს მათი დათვალიერებითაც ჩანს: კომპლექსების შემადგენელ ქვაბთა თითქმის ყოველ ჯგუფში შეინიშნება დროთა განმავლობაში ჩამონგრეული საფასადო ნაწილების აღმდგენი ქვითკირის ან ქვის უბრალო წყობის (სუსტ შემკვრელზე გათვლილი) კედლები, შედარებით იშვიათად კი საფორტიფიკაციო ელემენტებით (გოდოლები, საბრძოლო ბაქნები, ისრის სატყორცნი ამბრაზურები) აღჭურვილი ქვითკირის მინაშენები, რომლებიც ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში მიღებულ ნებისმიერ კლასიფიკაციაზე დაყრდნობით, დანამდვილებით განვითარებული შუა საუკუნეების ნაგებობებია.
როგორც ჩანს, ქვაბებზე მიშენებულმა სწორედ ასეთმა საფორტიფიკაციო სისტემებმა იქონია გავლენა ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრებაზე, რომელმაც ქვემო ქართლის ღნიშნული ქვაბთა კომპლექსები, შუა საუკუნეების სახიზარსამალავებად მიიჩნია. შემდგომ, ეს ძეგლები, ამავე ნიშნით, ციხე-ქვაბების სისტემად ჩათვალა გეოლოგმა კ. ჯავრიშვილმაც. აღნიშნულ გამოქვაბულთა კომპლექსებს სახიზრების სისტემებად ასევე მიიჩნევს გ. გაფრინდაშვილი.
ჩვენთვის კარგადაა ცნობილი შუა საუკუნეების საქართველოში შექმნილი თავდაცვითი ქვაბების მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთი სახიზრებისა და ციხექვაბების მთავარი ნიშნებია: მიუვალობა (მათში შესვლა თოკების და ასაწევი კიბეების საშუალებით ხდებოდა) და ტევადი სივრცეები, სათავსების ფუნქციური დიფერენციაციის გარეშე. მათი ერთადერთი მიზანი იქ თავშეფარებულ ადამიანთა ჯგუფების მინიმალური საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების უზრუნველყოფაა.
ქვემო ქართლის აღნიშნულ ქვაბთა კომპლექსები, სრულიად საპირისპირო ნიშნებით ხასიათდება: დამატებითი საფორტიფიკაციო ნაგებობების გარეშე, აქ სრულიად არ ყოფილა დაცული მიუვალობის პირობა: კომპლექსების შემადგენელი ქვაბთა ჯგუფები ძირითადად ქარაფების ქვედა რეგისტრებშია განლაგებული, პირველი იარუსები კი სულაც კლდოვანი მასივის ძირშია გამოკვეთილი. განსაკუთრებულ სიძნელეს არც ზედა იარუსების ქვაბებში მოხვედრა წარმოადგენდა – მათკენაც მოხერხებული ტერასული გზები მიემართებოდა.

samSvildis qvabebi. WivWivas xeobis kompleqsi. vizualuri
ganSla.

samSvildis qvabebi. WivWivas xeobis kompleqsi. saTavsTa jgufis gegmebi.

samSvildis qvabebi. WivWivas xeobis kompleqsi. Wrilebi.

ჩვენ მიერ ჩატარებულმა არქიტექტურულმა და არქეოლოგიურმა კვლევამ დაგვარწმუნა, რომ შუა საუკუნეებში ამ კომპლექსებში განხორციელებული ინტენსიური რეკონსტრუქციის მიზანი სრულიადაც არ ყოფილა სახიზრებისა და ციხე-ქვაბების სისტემების მოწყობა. როგორც გამოირკვა, აღნიშნულ რეოკუპაციას იმ პერიოდისთვის შემორჩენილი თავდაპირველი, აშკარად კლდის საცხოვრებლების ერთობლიობაზე მიმანიშნებელი გეგმარებითი პრინციპების მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოჰყოლია: უძველესი ქვაბების დაზიანებული ფასადები ქვის კედლებით მეტწილად კვლავ თავდაპირველი კონფიგურაციის გათვალისწინებით აღუდგენიათ, რაც მათი ახალი, თავდაცვითი ფუნქციისადმი მისადაგების მცდელობას გამორიცხავს. უფრო მეტიც: ქვაბ-სათავსებს, რომლებმაც დაუზიანებელი სახით მოაღწიეს შუა საუკუნეებამდე, ამ ხანაში მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია პრაქტიკულად აღარ განუცდია.
winwyaros midamoebis qvabTa kompleqsi. vizualuri ganSla.

winwyaros midamoebis qvabTa kompleqsi. saTavsTa
jgufis gegmebi.

winwyaros midamoebis qvabTa kompleqsi. Wrilebi.

რა შეიძლება ყოფილიყო ამ მოვლენის მიზეზი? ძნელი წარმოსადგენია, რომ შუა საუკუნეების სოფლების მოწყობისას, მშენებლებს ბრინჯაოს ხანის ვიწრო და არასწორი გეომეტრიული ფორმის სათავსები თავიანთი გეგმების განხორციელებისათვის იდეალურად მიეჩნიათ. ახალი მობინადრეები ქვაბოვანი სათავსების გეგმარებას თავისი ეპოქის სტილის მიხედვით რამდენადმე მაინც შეცვლიდნენ, რომ არა ერთი გარემოება: უძველესი ქვაბები მეტად მკვრივი გეოლოგიური აგებულების, ძირითადად ბაზალტის ქანებშია გამოკვეთილი. დრეული მეტალურგიული კულტურის მატარებელი ხალხებისთვის კარგად ცნობილი მეთოდით – ქანების გახურება-გაცივებით გაჩენილ ბზარებში ხის სოლების ჩაჭედებით და გამონგრევით (ამ სოლების ნაშთები ალაგ-ალაგ დღესაც შეინიშნება განსაკუთრებით მშრალ ქვაბებში). ბუნებრივია, განვითარებულ შუა საუკუნეებში ქვაბთა კვეთის ეს უაღრესად შრომატევადი მეთოდი დაკარგული თუ არა, არარენტაბელურად მიჩნეული მაინც იქნებოდა – ამ ხანის საქართველოში ხომ ქვაბების ადვილად დასამუშავებელ ქანებში კვეთა იყო საყოველთაოდ გავრცელებული, ბაზალტოვანი კლდეები კი ლითონის იარაღსაც მეტად ძნელად ემორჩილება. სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქვემო ქართლის ქვაბთა უძველესი კომპლექსების რესტავრატორები, თავიანთთვის სასურველი სივრცული გეგმარების მისაღწევად, პრაქტიკულად მხოლოდ ქვის კედლებით მანიპულირებდნენ, ახალი მოცულობების კვეთას კი მაქსიმალურად არიდებდნენ თავს.
ძველი ქვაბების რეკონსტრუქციის გარეშე გამოყენებაში დიდი როლი უნდა შეესრულებინა აგრეთვე უძველესი საცხოვრებელი კომპლექსებისა და მათ ბაზაზე ახლად ფორმირებული კლდის სოფლების ფუნქციურ თანხვედრას – ასეთ შემთხვევაში ხომ სათავსთა ადაპტირების საჭიროება ნაკლები იქნებოდა.
იმ დასკვნას, რომ აღნიშნული ქვაბებისთვის შუა საუკუნეების რეკონსტრუქციას მინიმალური კვალი დაუტყვია, გარდა არქიტექტურული ანალიზისა, მხარს უჭერს შემდეგი ფაქტიც: ქვაბ-სათავსთა უმრავლესობაში, შუა საუკუნეებში ინტენსიურად ათვისების მაჩვენებელი მძლავრი კულტურული ფენების აღების შემდეგ, ამ ეპოქის იატაკების მოტკეპნილობების ქვეშ, სათავსთა გეგმის იმავე პერიმეტრის ფარგლებში, გარკვეული რაოდენობით მაინც დასტურდება ხოლმე ბრინჯაოს ხანის ნივთიერი  მასალის ფრაგმენტები (შედარებით იშვიათად კი ცხოვრების პირველი ფაზების ხელუხლებლად შემორჩენილი კულტურული ფენებიც).
არქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ასეთ კომპლექსებში შუა საუკუნეებში განთავსებული სოფლები, ფუნქციურად დაახლოებით ისევე იყო დიფერენცირებული, როგორც უძველესი ტომების ქვაბოვანი დასახლებები 2-3 ათასწლეულის წინ.

naxiduris qvabTa II kompleqsi. vizualuri ganSla..

naxiduris qvabTa III kompleqsi. vizualuri ganSla.

naxiduris qvabTa I kompleqsi. saTavsTa jgufis gegmebi.

naxiduris qvabTa I kompleqsi. saTavsTa Wrilebi.

naxiduris qvabTa IV kompleqsi. saTavsTa jgufis gegmebi.

naxiduris qvabTa IV kompleqsi. saTavsTa jgufis
Wrilebi.

ქვედა იარუსებზე, პრაქტიკულად ქარაფების ძირში გამოკვეთილი მოზრდილი, კლდის სიღრმისკენ მარტივად წაგრძელებული გეგმის, ერთმანეთისგან იზოლირებული, სუსტად განათებული გამოქვაბულები შუა საუკუნეებშიც უთუოდ სამეურნეო დანიშნულების სათავსებს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ოათში მტკვრის შუა წელის კლდის სოფლებიდან ცნობილი ტიპის, კლდეში ნაკვეთი სპეციალური მოწყობილობები (ბაგები) შემორჩენილი არ არის, დაფიქსირებული არქეოლოგიური სურათის მიხედვით (მაგ., ბზანარევ მიწაში მიკვლეულ კერამიკულ მასალაში მოზრდილი, სქელკეციანი ჭურჭლის სიჭარბეა), თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მათი უმეტესობა შინაური პირუტყვის სადგომებად გამოიყენებოდა, ნაწილი კი, ალბათ, საქონლის საკვების ან სოფლის მეურნეობის პროდუქტების საცავებს წარმოადგენდა კომპლექსების ზედა იარუსები გაცილებით უფრო რთული გეგმარებითი სტრუქტურის ქვაბ-სათავსებისგან შედგება. აქ ძალზე ხშირად გვხვდება ერთმანეთთან შიგა გასასვლელებით ან კარით დაკავშირებული, გეომეტრიულთან მიახლოებული ფორმის, სარკმლისებრი ხვრელებით განათებული ქვაბების ერთობლიობები, რომლებსაც არცთუ იშვიათად დამხმარე სათავსები და ნიშა-ფართებიც გააჩნიათ დამატებით. ამ ტიპის ქვაბთა ჯგუფების ხუროთმოძღვრულმა და არქეოლოგიურმა კვლევამ დაგვანახა, რომ ისინი, როგორც ცხოვრების თავდაპირველ ეტაპზე, ისე განვითარებულ შუა საუკუნეებში, უშუალოდ საცხოვრებელი სათავსების მოვალეობას ასრულებდა. ამ საცხოვრებელ ქვაბთა ჯგუფებში აშკარად შეინიშნება დიფერენციაცია სხვადასხვა ფუნქციური ნიშნით (საძილე, საკუჭნაო, სამზადი).

naxiduris qvabTa II kompleqsi. saTavsTa jgufis gegmebi da Wrilebi.

Tavgurgalas qvabTa II kompleqsi. saTavsTa jgufis gegmebi da Wrilebi.

 

1 2



megobari saitebi

   

01.10.2014