Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

goris RvTismSoblis sakaTedro
taZari
(1806-1810 ww
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გორში, ლომოურის ქუჩა 7-ში.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

1920 წელს მიწისძვრამ შენობა დააზიანა. ინტერიერი მოხატეს XIX საუკუნის II ნახევარში. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა.1950 წელს ინტერიერის კედლები შეათეთრეს, რამაც დაფარა მხატვრობა. 1990-იან წლებში ნაგებობა გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 2003 წელს, ტაძარში ჩატარდა სამუშაოები,  ჩამოიფხიკა ფრესკები, მოინგრა ინტერიერის რამდენიმე დეტალი, რის შედეგადაც, განადგურდა გორის ეკლესიის ღვთისმშობლის ცნობილი კათოლიკური ფრესკაც.
ინფორმაციის წყარო: http://www.radiotavisupleba.ge

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (24X15,6 მ, სიმ. 25 მ), ნაგებია აგურით. შიგნიდან და გარედანაც შელესილია.  ეკლესიას მაღალი, განიერი და სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთით აქვს. შენობის გეგმა ჩაწერილი ჯვარია, რომლის მკლავები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა წაგრძელებული. აღმოსავლეთ მკლავი დასრულებულია ღრმა ნახევარწრიული აფსიდით, დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. მკლავების გადაკვეთის ადგილას, თავისუფლად მდგარ ორ ბურჯზე და აფსიდის კუთხის პილასტრებზე გადაყვანილ ორსაფეხურიან ნახევარწრიულ თაღებზე დამყარებულია 12 - სარკმლიანი გუმბათი. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. აფსიდის მარცხნივ და მარჯვნივ მოთავსებულია სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც ბემაში გაჭრილი თითო გასასვლელით უკავშირდებიან აფსიდს, ხოლო  დასავლეთით გაჭრილი თითო კარით - შენობის დანარჩენ ნაწილს. სამკვეთლოსა და სადიაკვნის თავზე მოთავსებულია თითო ნახევარწრიული თაღით გახსნილი პატრონიკე. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია აფსიდის კონქის ზედა სივრცეში მოწყობილი გადასასვლელით, რომელში მოხვედრაც სადიკვნის ჩრდილო კედელში დატანებული კიბით და ზედა ნაწილში გაჭრილი კარით შეიძლება. დასავლეთ მკლავის გვერდითი სათავსები ორი წყვილი ნახევარწრიული თაღითაა გახსნილი. ამ სათავსების გადახურვისა და სახურავს შორის სამალავებია. შენობას, დასავლეთ ნაწილში, მთელ სიგრძეზე, მეორე იარუსის დონეზე, მიჰყვება  ღია პატრონიკე. ეკლესიის შესასვლელის ორივე მხარეს, კედელში დატანებულია პატრონიკეზე ასასვლელი კიბეები. შესასვლელის თავზე გაჭრილია სარკმელი. თითო განიერი და მაღალი, შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელი  სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებშიცაა. ორ-ორი, შედარებით მცირე თაღოვანი სარკმლების დასავლეთის მკლავის გვერდით სათავსებშია. სამკვეთლოს და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აქვს სარკმლები, პატრონიკეებს - ჩრდილოეთით და სამხრეთით. ყველა სარკმელი გარეთ ვიწროვდება.
კათოლიკურ ეკლესიას გარეგან ფორმებში, მასებსა და სახურავთა სისტემაში გამოვლენილია შიდა მოცულობები. ცენტრში აღმართული გუმბათის ქვეშ ორფერდა-სახურავიანი ჯვრის მკლავებია. დასავლეთ მკლავის გასწვრივ, ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავებს შორის მოქცეულ სათავსებს ოდნავ დაბალი ცალფერდა სახურავი აქვთ. აფსიდის, სამკვეთლოსა და სადიაკვნის სახურავები კონუსისებრია. აფსიდის ორივე მხარეს, პატრონიკეების გადახურვებზე სამრეკლოებია აგებული.
აფსიდი და გვერდის სათავსები ტაძრის გარეგან მოხაზულობაში სამი არასრული ნახევარწრიული მრუდითაა გამოშვერილი. მათ შორის შუა, უფრო განიერი და მაღალი, საკურთხევლის აფსიდისაა. მის ცენტრში ორსაფეხურიან ცოკოლზე დგას პორტიკი, რომლის პროფილირებულკაპიტელებიან მრგვალ სვეტებს ეყრდნობა რთული ლავგარდნით შემკული არქიტრავი.
გუმბათის ყელი მდიდრულადაა მორთული - 12 მოჩარჩოებულ თაღოვან ფანჯარას შორის, შეწყვილებული ნახევარსვეტების კონაზე გადაყვანილია დეკორატიული თაღები. სვეტებს სწორკუთხა ბაზისები აქვთ. არეები ფანჯრებსა და დეკორატიულ თაღებს შორის შევსებულია რელიეფური წრეებით. დეკორატიული თაღების თავზე სიბრტყეთა  მონაცვლეობით შექმნილია ფრიზის ზოლი. ფრიზისა და ლავგარდანს შორის ადგილი წრიული ვარდულებით არის შემკული. გუმბათის ყელს აგვირგვინებს კბილანებიანი რთულპროფილიანი ლავგარდანი. რთულპროფილიანი ლავგარდნითაა დასრულებული ეკლესიის ყველა ფასადი.
ეკლესია გადახურულია მოთუთიებული თუნუქით. ინტერიერი მოხატულია XIX საუკუნის II ნახევარში. 1950 წელს ინტერიერის კედლები შეუთეთრებიათ, რამაც დაფარა მხატვრობა.

სამრეკლოები  რვაწახნაგაა. თითოეულს ოთხ-ოთხი თაღი აქვს. თაღებს შორის მოქცეულ სიბრტყეზე კაპიტელებიანი შეწყვილებული სვეტებია, მათ ზემოთ - რთულპროფილიანი ლავგარდანი. სამრეკლოები დასრულებულია ნახევარსფერული გუმბათებით.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. შიგნით მდებარეობს საეპისკოპოსო რეზიდენცია. ტაძარი მოქმედია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://dzeglebi.com

http://www.radiotavisupleba.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016