Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

mamkodis monasteri
(IX s
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთისმშობლის სახელობის და წმ. გიორგის სახელობისეკლესიები; სამრეკლო, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობებისა და გალავნის ფრაგმენტები.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

მამკოდის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში. სოფელ მამკოდის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5 კილომეტრზე, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, მაღალ მთაზე.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ეკლესიები აგებულია IX საუკუნეში. მონასტრის წინამძღვრის, მამა გრიგოლის ცნობით, 1924 წელს ღვთისმშობლის ტაძარი კომუნისტებს აუფეთქებიათ და მას შეუწყვეტია ფუნქციონირება. დედაღვთისას ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა 2006 წელს და მას შემდეგ აღსდგა მსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია ამჟამადაც მიმდინარეობს. თავიდან აქ მამათა მონასტერი მოქმედებდა, ხოლო შემდგომ დედათა მონასტერი.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ტაძრის მოძღვრის, მამა სვიმონის ინფორმაციით, აქ ერთი ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელს ულოცია. გადმოცემის თანახმად, ძეგლის სახელწოდებაც დავითს უკავშირდება. ამბობენ, რომ ეს მიდამოები ხშირად ყოფილა მომხვდურის სამიზნე და ხალხი საზარლად აუოხრებიათ. როდესაც დავით აღმაშენებელმა ნახა აოხრებული სოფელი უთქვამს: ხალხის შეჭირვებამ გული დამიკოდაო.

7. arqiteqturuli aRwera

gegma da grZivi ganakveTi Crd-ken samxreT fasadi

ა) Mმამკოდის ღ ვ თ ი ს მ შ ო ბ ლ ი ს სახელობის ეკლესია ნაშენია ნატეხი ქვით. Aაგური გამოყენებულია მხოლოდ თაღების, გუმბათის ძირისა და ყელის კონსტრუქციაში. Eეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (10,8X7,1მ), შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. საკურთხევლის ღრმა აფსიდში ერთი სარკმელია. საკურთხეველი გასასვლელებით უკავშირდება მის ორივე მხარეს მდებარე სამკვეთელოსა და სადიაკვნეს, რომლებშიც აღმოსავლეთის მიმართულებით თითო სარკმელია გაჭრილი. ღვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომლის ყოველ წახნაგში სარკმელია გაჭრილი, საკურთხევლის მხრებსა და ორ თავისუფლად მდგომ მრგვალ ბოძს ეყრდნობა. დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში თითო განიერი ოთხკუთხა სარკმელია.
ფასადების ფრონტონებში მაღალ საფეხურზე შემდგარი დაკბილული რომბებია გამოყვანილი. Eეკლესიას ორრიგად დაწყობილი აგურის ლავგარდანი აქვს.

gegma, grZivi ganakveTi
ბ) წმ. გ ი ო რ გ ი ს სახელობის ეკლესია დარბაზულია ( 13,9X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. აღმოსავლეთით, ღრმა აფსიდში ერთი სწორკუთხა სარკმელია, ორივე მხრიდან სწორკუთხა ნიშებით. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი მაღალი თაღოვანი ნიშია, რომელთა შორის დაკიდებულ პილასტრებს ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. დასავლეთის კარს ზემოთ ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.
დასავლეთის ფასადზე მიშენებულია ს ა მ რ ე კ ლ ო, რომლის პირველი, სწორკუთხა (6,7X5,15მ) სართული ეკლესიის კარიბჭეს წარმოადგენს. სამრეკლოს დასავლეთით შეისრულთაღიანი შესასვლელი აქვს, რომლის თავზე ოთხკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლები ყრუა. Mმეორე სართულის სწორკუთხა ბაქანზე მოთავსებულია თაღებიანი რვაწახნაგა ფანჩატური, რომლის რვაწახნაგა სვეტები და მათი ბაზისები კარგად გათლილი ქვიშაქვითაა ნაწყობი. გუმბათი და პირამიდული სახურავი აგურითაა ნაგები. სახურავის ოთხ წახნაგზე აგურის წყობაში გამოყვანილია ტოლმკლავა ჯვრები. Eეკლესიის სამხრეთით შემორჩენილია სამრეკლოს აგურით ნაშენი ორი ბოძი. ერთ-ერთის ფილაზე ამოკვეთილია ეკლესიის მშენებლის სახელი “თედო” და აგების თარიღი- 1850წ. ეკლესიის დასავლეთით შემორჩენილია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით ნაგები გაურკვეველი დანიშნულების შენობის ნიშებიანი კედელი და ქვის გალავნის ფრაგმენტი.
ამჟამად მიმდინარეობს ამ ეკლესიის რესტავრაცია.


ori boZi
გ) ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით შემორჩენილია სამრეკლოს აგურით ნაგები ორი ბოძი. ერთ–ერთის ქვის ფილაზე ამოკვეთილია მშენებელის სახელი „თედო“ და აგების თარიღი 1850 წელი.

დ) ეკლესიის დასავლეთით შემორჩენილია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით ნაგები გაურკვეველი დანიშნულების შენობის ნიშებიანი კედელი და ქვის გალავნის ფრაგმენტები.

 

 

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

მამკოდის მონასტერი მცხეთა–თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ღვთისმშობლის ეკლესია მოქმედია, ხოლო წმ. გიორგის ეკლესიაში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – მიშა შავშაშვილი, ნინო ნაროზაული, ლიდა კაპანაძე, დავით მიქავა.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.tvali.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016