arqiteqturuli leqsikoni

დაბირი – სამსხვერპლო, საზორავი, სამკვეთლო; მსხვერპლის შესაწირი ადგილი.

დამრეცი თაღი – თაღი, რომლის ქუსლები სხვადასხვა დონეზეა განლაგებული.

დამრეცი კამარა – კამარის განივკვეთს დამრეცი თაღის მოხაზულობა აქვს.

დარბაზი – 1. ძვ. ტაძარი (VIII, XI სს.), სრა (XI საუკუნიდან), სასახლე (XV საუკუნიდან), `სამეფო დიდი სახლი~ (საბა). 2. სასახლის ის ვრცელი ოთახი `სადაც სახელმწიფო საქმეების გამო მეფის თანდასწრებითა და მონაწილეობით სხდომა იმართებოდა ხოლმე~ (ივ. ჯავ.) 3. ქართული საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომლის გადახურვა დედაბოძზე დაყრდნობილ გუმბათისებრ კონსტრუქციას წარმოადგენს (იხ. გვირგვინი). 4. საგანგებოდ მოწყობილი დიდი საკრებულო ოთახი, გათვალისწინებული კრებების, ლექციების, კონცერტების და მისთ. ჩასატარებლად. 5. ზალა, დიდი სასტუმრო ოთახი ბინაში.

დგარი – 1. რისამე საყრდნობი ძელი. 2. ფერმის, ნივნივების სისტემის და მისთ. ვერტიკალური ღერო.

დეამბულატორიუმი (ლათ) – გოთიკური ტაძრის აბსიდში, პატრონიკეს ირგვლივ, მოწყობილი გარშემოსავლელი.

დებარკადერი (ფრან.) – 1. რკინიგზის სადგურის პლატფორმა, სადაც მატარებელი ჩერდება. 2. გემის მოძრავი (მცურავი) სადგომი.

დედაბოძი – ჩვეულებრივ, ქვევითკენ დავიწროებული ხის ბოძი, რომელსაც ეყრდნობა ქართული საცხოვრებელი სახლის დარბაზის გადახურვა.

დეკორი (ფრან.) – დეკორაციული კაზმულობის ერთობლიობა, სისტემა.

დედნდროლოგია (ბერძ.) – ბოტანიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის ხე-ბუჩქოვან ჯიშებს.

დენტიკული (ლათ) – კბილანა, ქონგური; იონიური და კორინთული ორდერის კარნიზის ნაწილი, რომელიც გამოწეულ ოთხკუთხა პრიზმას წარმოადგენს.

დერეფანი – აივანი; საცხოვრებელი სახლის ერთ ან სამმხრივ ღია ნაწილი, სვეტებზე დაყრდნობილი გადახურვით. “ფარღია სახლი” (საბა).

დეფორმაცია (ლათ) – სხეულის (კონსტრუქციის) ფორმის და მოცულობის ცვლილება: კუმშვა, გაჭიმვა, გრეხა და ა. შ.

დეციმეტრი (ლათ) – სიგრძის საზომი ერთეული, მეტრის მეათედი ნაწილი.

დიბლიგი – ბუგელი, სათავსი; რკინის სალტე, რომელიც ხიმინჯს თავზე ჩამოეცმება.

დიკე – შემაღლებული ბაქანი მიზგითში

დილეგი (სპარს.) – 1. მიწის ქვეშ მოთავსებული საპყრობილე, საკანი. 2. ციხე-კოშკი, რომლის ქვედა ნაწილი გამოყენებული იყო საპყრობილედ.

დიორამა (ბერძ) – 1. მინის, ქსოვილის ორივე მხარეზე შესრულებული ქსოვილი. 2. სურათი, რომლის წინა პლანზე მოცულობითი გამოსახულებაა მოთავსებული.

დიპტეროსო (ბერძ.) – ანტიკური ტაძრის სახეობა, რომლის ძირითად მოცულობას გარს არტყია სვეტების ორი რიგი (ერთრიგიანი სვეტნარით გარშემორტყმული ტაძრის – პერიპტეროსისაგან განსხვავებით).

დირე – 1. საძირკვლის კოჭი, წყვეტილ საძირკვლებზე, კარკასის კოლონების შვერილებზე ან სპეციალურ სადგარებზე დაყრდნობილი ძელი, რომელიც იღებს კაპიტალური კედლის ნაწილის ან კარკასის შევსების დატვირთვას. 2. ზღურბლი, ბჭე, კარაბანი, კარაპინი, კარნაგელა; კარის ქვეშ, გადასასვლელზე, გადებული ძელი, კარის ჩარჩოს ქვედა ძელი.

დოდეკასტილი (ლათ) – ანტიკური ტაძრის სახეობა, რომლის მთავარ ფასადზე თორმეტი სვეტია.

დოკი (პოლ.) – ნაგებობა, სადაც წარმოებს გემების შეკეთება (ზოგჯერ აგება).

დოლაბი – 1. ერდო; ბანში მოწყობილი ღიობი, საიდანაც სინათლე შემოდის და კვამლი ადის. 2. ბუჯერი, განჯინათასნა; კედელში დატანებული უკარო კარადა. 3. წისქვილის ქვა.

დოლმენი (ფრან.) – პირველყოფილ-თემური საზოგადოების მეგალითური ნაგებობა – სამარხი, რომელიც წარმოადგენს თარაზული ფილით გადახურულ, ვერტიკალურად დაყენებულ რამდენიმე ქვის ლოდს ან ფილას.

დომინანტა (ლათ.) – ქალაქის, მოედნის, ქუჩის და ა.შ. განაშენიანობაში გაბატონებული ნაგებობა ან მისი ნაწილი (კოშკი, გუმბათი, ბელვედერე და სხვა).

დონჟონი (ფრან.) – გოდოლი; შუა საუკუნეების ციხე-დარბაზის მასიური კოშკი, რომელიც ფეოდალის საცხოვრებელსა და თავშესაფარს წარმოადგენდა.

დრენაჟი (ფრან.) – თხრილების, მილების და სხვა საშუალებათა სისტემა, ყამირის წყლების დონის დასაწევად.

დრომოსი (ბერძ) – ვიწრო გასასვლელი სამარხის საკანისკენ.

დურო – სალოდე; ციხე-სიმაგრის ზედა ნაწილის შვერილზე მოწყობილი ხვრეტი ქვის დასაშენად.


 

 

 

 

 

 

 


megobari saitebi

   

07.01.2012