Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

აბულეთის კომპლექსი
(გვიანდ. ბრინჯაო – ადრ. რკინის ხანა – IX ს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ორი ეკლესია,  გალავნი,  რამდენიმე  ნაგებობის  ნაშთი, ორი სათავსი,  თორმეტი ქვაყუთი  და ორი  ორმოსამარხი.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი  მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მის დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ ძეგვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, აბულეთის ბორცვზე, მდინარე ხეკორძულას მარჯვენა შენაკადის, ე.წ. ზარიძეების წყლის სათავესთან, ადგილ ნაბაღრებში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

წმ. გიორგის  სახელობის  ეკლესია   სპეციალურ ლიტერატურაში თარიღდება XI საუკუნით.
1977-81 წლებში ჩატარდა არქეოლოგიოური გათხრები და ბორცვის თხემზე და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდზე აღმოჩენილ იქნა 2  სათავსი, თორმეტი ქვაყუთი  და ორი  ორმოსამარხი. ისინი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრით, ადრინდელი, განვითარებული და გვიან ფეოდალური ხანით.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

taZris gegma

ა) წმ. გიორგის  სახელობის  ეკლესია  დგას ბორცვის თხემის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი დარბაზულია (18,5X10 მ), ძლიერ დაზიანებულია (შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3 მ). ნაგებია ტლანქად გათლილი ქვიშაქვის ბლოკებით. გარეთა საპირე ქვებს შორის არსებული სიცარიელეები ზოგან შევსებულია ანტიკური კრამიტის ნატეხებით. ეკლესიას ეტყობა, რომ მოგვიანებით შეუკეთებიათ (სამხრეთიკარის აღმოსავლეთ წირხლის ზედა ნაწილში შემორჩენილია ბრტყელი კვადრატული აგურის წყობა).

ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით. აფსიდის სამხრეთ მხართან  ნახევარწრიული ნიშაა. სამხრეთი კარის დასავლეთით, მიწის ზედაპირიდან 1,8 მეტრის სიმაღლეზე, კედლიდან გამოშვერილია კონსოლი (0,7X0,7 მ, სიგრძით 1მ), ხოლო კარის აღმოსავლეთით, კედელზე მთლიანი თლილი ქვის პილასტრია (1,5X0,6 მ), რომელსაც ბალიშისებრი კაპიტელი აქვს. პილასტრს დასავლეთ მხარეს მთელ სიმაღლეზე სამი პარალალური ვერტიკალური ლილვი დაუყვება (საფიქრებელია, რომ პილასტრის ქვა სხვა ნაგებობიდან არის გადმოტანილი, რადგან ჩრდილოეთი კედლის შესაბამისი პილასტრი სრულიად სხვანაირია). სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში სხვადასხვა სიმაღლეზე ორი ნახევარწრიული ნიშაა. თითოეული მათგანი მთლიან ქვაშია გამოკვეთილი.

svetis fragmentebi

ბ) წმ. გიორგის სახელობის მცირე ეკლესია, დარბაზულია (8,5X5 მ) , შესასვლელი სამხრეთიდანაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. შემორჩენილია ეკლესიის მხოლოდ მცირე ნანგრევები.
გ) მონასტრის ეზოში სხვა ნაგებობთა  ნაშთებიცაა, რომელთა გეგმადა დანიშნულება გაურკვეველია. აბულეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველ ნაგებობათა სხვა ფრაგმენტებიც, რომელთა ერთი ნაწილი ეკლესიების აგების დროს გამოუყენებიათ. საფიქრებელია, რომ ეს არქიტექტურული ფრაგმენტები ანტიკური ხანის ტაძრისაა, რომლის ადგილას ფეოდალურ ხანაში მონასტერი აუგიათ.
დ) მცირე ეკლესიის სამხრეთ კედელთან დევს ქვიშაქვის კანელურებიანი სვეტი (სიგრძე 1,8მ, დიამეტრი ქვევით 0,4 მ, ზევით 0,35 მ); დასავლეთის კედელთან აღმოჩნდა ბაზალტის სვეტის ქვედა ნაწილი, ბაზისი და სვეტისთავი. სვეტი (დიამეტრი 0,52 მ) გლუვია. მისი ქვედა ნაწილი გაფართოებულია 0,07 მ-ის სიმაღლის საფეხურისებრი ზოლით. სვეტის ძირში გაკეთებულია ღრმული. ბაზისის სხვადასხვა დიამეტრის ლილვების მონაცვლეობის შედგენილი პროფილირებული ზედა ნაწილი დგას კვადრატულ საფუძველზე. ბაზისის ზედაპირზე, ცენტრში ამოჭრილი ღრმული შეესაბამება სვეტის ღრმულს. სვეტისთავს, რომელიც ორი პარალელური გლუვი ცილინდრული ძელაკისაგან შედგება, ბრტყელი ოთხკუთხა აბაკი აქვს.    
ე) N1 სათავსი (3,5X2,35 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და ტალახით. შემორჩენილია კედლის (სისქე 0,8 მ) წყობის 3-4 რიგი. სათავსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელთან პურის საცხობი თონე (გარე დიამეტრი 0,75 მ, შიდა - 0,55 მ, კედლის სისქე 0,1 მ) იყო, ხოლო სამხრეთ-დასავლეთ კედელთან - კერა. N2 სათავსის (6X3,6 მ) კედლის წყობის 2-3 რიგია შემორჩენილი. სათავსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ჩაშენებული იყო ნავისებრი საწნახელი  (3X0,6 მ), რომელიც ფართო ღარით თაღარს უკავშირდებოდა. საწნახელი და თაღარი შეთეთრებულია კირხსნარით.
ვ) ქვაყუთები ბანურსახურავიანი სამარხებია, რომელთა კედლებად გამოყენებულია ქვიშაქვის ფილები. ყველა სამარხი ინჰუმაციური და კოლექტიურია. სამარხებში აღმოჩნდა მინის მძივები.
ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე აგრეთვე გაითხარა ძვ. წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრის, ადრინდელი, განვითარებული და გვიანდელი ფეოდალური ხანის  ნასახლარის  კულტურული ფენები.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

აბულეთის სამონასტრო კომპლექსი  მცხეთა–თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016