Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ზეგანი (ზაქი)
(X-ის II ნახევარი)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuili mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ზეგანის ეკლესია მდებარეობს თურქეთში, არტაანის პროვინციაში, ჩილდირის (ჩრდილი) (Çıldır) რაიონში, ისტორიულ ერუშეთში, ისტორიულ სოფელ ზეგანი (დირსეკაია) (Dirsekkaya) ჩრდილოეთით 5 კმ-ში.

 

4. ruka

5. istoriuili mimoxilva

არტაანის ვილაიეთის ჩრდილოეთი მხარე, ისტორიულად ერუშეთის მხარეა, სადაც ქრისტიანობის კერის გაჩენა, მცხეთასა და მანგლისთან ერთად, პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანისა და ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდის (324-337წწ.) სახელებსა და მოღვაწეობას უკავშირდება; ეპარქია აქ საქართველოში პირველი საეპისკოპოსოების ნუსხაში გვხვდება. ერუშეთის ეპარქია ძლიერი იყო არა მხოლოდ ისტორიითა და რელიქვიებით, არამედ ეპისკოპოსებითაც, რომელთა მოღვაწეობა დაკავშირებულია როგორც ქართველთა სამეფოს მმართველ წრეებთან და ისინი ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და პოლიტიკის წარმართვაში მონაწილეობდნენ. ამიტომაც ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომ სწორედ იმ ხანაში, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობა ნელ-ნელა ძლიერდებოდა და საეკლესიო აღმშენებლობის ხანა დადგა, ერუშეთის ეპარქიაში არაერთი მნიშვნელოვანი ეკლესია და ციხესიმაგრე აშენდა. მათ შორის, ალბათ, სიდიდითა და სილამაზით უპირველესი სწორედ ზეგანი, იგივე ზაქი. თავად ზეგანის (ზაქის) ეკლესიის შესახებ ცნობები ისტორიულ წყაროებში დაცული არ არის. ერთადერთ მინიშნებად შეიძლება მივიღოთ ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა, რომელიც ერუშეთის ეპარქიის მთავარ ეკლესიას აღწერს როგორც `გუნბათიანი, დიდ-შვენიერი, დაურღვეველი, არამედ ცალიერი~. სავარაუდოა, რომ ერუშეთის საეპისკოპოსო ტაძრის აღწერილობა ზეგანის ეკლესიას მიეკუთვნება. სოფელ ზაქის შესახებ, რომელიც არცერთ რუკაზე არ ჩანს დატანილი, ცნობები `გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარ~-სა და `ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში~ არის დაცული. სამეცნიერო ლიტერატურაში ზეგანი, ზაქი ექ. თაყაიშვილის 1907 წლის ექსპედიციის მონაცემებით შემოდის, რომელიც 1909 წელს გამოიცა მოსკოვში კრებულის _ Материалы по Археологии Кавказа, XII ტომში. ძეგლი აზომილ იქნა არქიტექტორ ს. კლდიაშვილის მიერ, ფოტოები ეკუთვნის ა. მამუჩაიშვილს. აღწერა და რეკონსტრუქცია ეფუძნება ახალ ანაზომებს, ექ. თაყაიშვილის 1907 წლის ექსპედიციის მასალებს, რომელთა ნაწილი გამოქვეყნდა, ხოლო გამოუქვეყნებელი კი კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ ექ. თაყაიშვილის არქივში არის (გრაფიკული მასალა შესრულებულია არქ. ნ. ბაგრატიონის მიერ). ტაძარი XX-ის II ნახ-ში ააფეთქეს და მისი მდგომარეობა სავალალოა. გადარჩენილია მხოლოდ სამხრეთი მკლავი და დასავლეთი მკლავის ცალკეული კედლები. ნანგრევებს შორის ყრია ჩრდილოეთი მკლავისა და გუმბათის ყელის ერთიანი ფრაგმენტები, ორნამენტული ფრიზებისა და სარკმლის თავსართის ქვები.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ზეგანის ტაძრის გაბარიტული ზომებია: 20 X 13.50 მ; სამხრეთი აფსიდის - 3.65 X 2.80 მ; კონქის სიმაღლეა 2.19 მ; დასავლეთი მკლავის სიგრძე 16.60 მ; კედლის სისქე 1.30 მ; გუმბათის ყელის სისქე 0.75 მ; შენობის გარე და შიდა პერანგი, კონსტრუქციული დეტალები მთლიანად კარგად გათლილი რუხი წითელი ქვის, სწორ რიგებად ჩალაგებული კვადრებითაა გამოყვანილი, კედლის სისქე ამოვსებულია ფლეთილი და რიყის ქვებით დუღაბზე.

samxreTis fasadi Wrili

ზეგანის, ზაქის ეკლესია წარმოადგენს ტრიკონქს პასტოფორიუმებით, რომლის დასავლეთი მკლავი საკმაოდ დაგრძელებულია. აქვე ჩაშენებული ყოფილა ხისბაქნიანი პატრონიკე. ეკლესიის ინტერიერში ნათლად იკითხება ჯვარი, რომლის სამი მკლავი ბოლოვდება აფსიდებით, მეოთხე კი – სწორკუთხაა. მიუხედავათ იმისა, რომ ბემები არ არის გამოყოფილი, აფსიდები ღრმაა. დასავლეთის სწორკუთხა მკლავის სიღრმე თითქმის სამჯერ აღემატება აფსიდების სიღრმეს. საკურთხევლის აფსიდის გვერდებზე პატარა სათავსებია, რომლებიც არარეგულარულად არის გადაწყვეტილი. ჩრდილოეთისა თითქმის ოთხკუთხედია გეგმაში, სამხრეთის რთული კონფიგურაციის აღმოსავლეთისაკენ გამავალი აფსიდით. პირველი სათავსი ალბათ სამკვეთლო იყო, მეორე – სადიაკვნე. ყოველ სათავსს თითო-თიოთო სარკმელი აქვს, შესასვლელები გვერდითა აფსიდებიდან. სადიაკვნეს შესასვლელის თავზე გამოსახულია ჯვარი, რომლის მკლავების შორის მოთავსებულია მტრედები. გუმბათი ეყრდნობა მკლავების კუთხეებს, სადაც პილასტრები წინ პილონებად კი არ გამოდის, არამედ საფეხურეობრივად უკან-უკან ლაგდება. გუმბათქვეშა კონსტრუქციას აფრა-ტრომპები წარმოადგენს. გუმბათის ყელს შეწყვილებულ პილასტრებზე დაფუძნებული თორმეტნაწილა არკატურა ამკობს. გუმბათის ნახევარსფეროს კი თორმეტი ლილვი, რომლებიც ცენტრში ერთდებიან, რაც ზეგანის შემკულობის ერთ-ერთი ორიგინალური ელემენტია. სამივე აფსიდს გეგმაში ოდნავ ნალისებრი

dasavleTis fasadi

მოხაზულობა აქვთ, ხოლო კონქებისა და დასავლეთი მკლავის მომსაზღვრელი თაღები ოდნავ შეისრული ფორმისაა. მცირე ზომის პასტოფორიუმებში შესასვლელები გვერდითი აფსიდების აღმოსავლეთ კედლებშია გაჭრილი. აფსიდი ერთი დამატებითი თაღით არის დაგრძელებული. `ტრიკონქი~ და დასავლეთი მკლავი ერთმანეთისაგან დამატებით საფეხურად აღმართული პილასტრებით გამოიმიჯნება. სწორკუთხა მკლავი განივ კედლებზე დადებული სამსაფეხურიანი პილასტრ-თაღების მეშვეობით ორ ნაწილად იყოფა, რომელთაგან დასავლეთისა უფრო მოკლეა. დასავლეთის მკლავს სამხრეთ-დასავლეთით ვიწრო და გრძელი გალერეა-გარშემოსავლელი ერტყმის, რომლის სამხრეთი მონაკვეთი აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება. ტაძარში შესასვლელი ორივე კარი დასავლეთ მკლავშია გაჭრილი (დასავლეთ კედელში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში). ტაძარში მოხვედრა მხოლოდ გალერეა-გარშემოსასვლელის გავლითაა შესაძლებელი. ინტერიერი რვა სარკმლით ნათდება, მათგან თითო-თითო მკლავებშია გაჭრილი, ოთხი კი გუმბათის ყელში. გუმბათის აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლები მოგრძოა, სამხრეთისა და ჩრდილოეთისა კი წრიული. გუმბათის სფეროს ძირში გაჭრილია კიდევ ერთი, მცირე ზომის წრიული სარკმელი. პასტოფორიუმები ნათდება თითო სარკმლით აღმოსავლეთ მხარეს, ხოლო სამხრეთ პასტოფორიუმს სამხრეთით კიდევ ერთი მცირე ზომის წრიული სარკმელი აქვს. იატაკი გათლილი ქვის უნდა ყოფილიყო, სოლეა კი ერთი საფეხურით ამაღლებული.
ჯვარ-გუმბათოვნება, რომელიც ნათლად იკითხება გეგმაზე და ინტერიერშიც, გარე მასებში მკვეთრად არის გამოვლენილი. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთითა და დასავლეთით ტაძარს გალერეა ეკვრის, მოცულობათა სიმაღლე, მასათა განლაგება და გადახურვა თვალნათლივ საერთო სურათს ქმნის. სამი აფსიდისა და დასავლეთი მკლავის შესაბამისად გუმბათის გარშემო ჯვრის ოთხი მკლავია. სამი მკლავი ორქანობა გადახურვის ქვეშაა მოქცეული და ფრონტონებით გვირგვინდება, აღმოსავლეთისა კი გარეთ ხუთწახნაგაა და შვერილი. პასტოფორიუმები გვერდით აფსიდებთან არის შესისხლხორცებული, მაგრამ მათზე გაცილებით დაბალია და აღმოსავლეთით დაფერდებული სახურავით გადაიხურება, რაც აღმოსავლეთი ფასადის მოწყობის ორგინალურ კომპოზიციას ქმნის. აღმოსავლეთით კედლის ზედმეტი მასისაგან განთავისუფლების მიზნით აფსიდებს შორის სამკუთხა ნიშებია, დაგვირგვინებული სხვადასხვაგვარად მორთული მარაოსებრი კონქებით. ნიშები იმავდროულად ფასადის დეკორატიულ დანაწევრებას ქმნის.

foto foto foto

1902 წლის ფოტოზე მკრთალად ჩანს რომ წახნაგის წიბოები ბურთულებით დაგვირგვინებული ლილვებით იყო აღნიშნული. მხატვრულ-დეკორატიული თვალსაზრისით ყველაზე მეტად გუმბათი არის დატვირთული. მრგვალ ყელს ზევით და ქვევით წნული კარნიზები ერტყმის, მათ შუა ნალისებრი უწყვეტი თექვსმეტნაწილა თაღნარია, რომელიც მონაცვლეობით ეყრდნობა შეწყვილებულ ლილვებსა და კრონშტეინებს. გუმბათი წაწვეტებულკუთხეებიანი ლორფინებითაა გადახურული.
დეკორატიულობის თვალსაზრისით საკმაოდ აქცენტირებული იყო აღმოსავლეთი და, განსაკუთრებით, სამხრეთი მხარეები. მთელი დატვირთვა, ყველა ფიგურული და ორნამენტული რელიეფი სწორედ აქ მოდიოდა. ნაგებობის აღწერა-რეკონსტრუქცია გვიჩვენებს, რომ ზეგანის ეკლესია იყო სრულიად გამორჩეული, ორიგინალური ნაწარმოები, ახლის შექმნის სურვილით შეპყრობილი ოსტატის ნახელავი.
სტილისტური და ხუროთმოძღვრული თავისებურებების მიხედვით მკვლევარები ზეგანის ტაძარს X საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებენ.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ზეგანი (ზაქის) ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი - "ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია"., 2000წ.
2. პ. ზაქარაია - "Зодчество Тао-Кларджети", 1990წ.
3. ვ. ბერიძე - "Архитектура Тао-Кларджети", 1981წ.
4. გამოყენებული ბმულები:
http://www.virtualtao-klarjeti.com

10. marSruti

დადგინდება

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://www.virtualtao-klarjeti.com/monuments2.aspx?iid=23

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016