Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ძალისის ნაქალაქარი
(ძვ.წ. II – ახ.წ. VIII სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ტაძარი, სასახლე, აფსიდიანი ნაგებობა, საცურაო აუზი და საზოგადოებრივი აბანო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

1971-77 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ძალისის მიდამოებში, დიონისეს ტაძარში აღმოჩნდა III საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა;

3. adgilmdebareoba

ძალისის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო-დასავლეთით 18 კმ-ში მდებარე სოფელ ძალისის აღმოსავლეთით, მუხრანის ველზე, მდინარე ნარეკვავის ორივე ნაპირზე.
ძეგლის მდებარეობის კოორდინატებია:
41°57'38.76"N; 44°37'3.33"E;

4. ruka




 

 

 

 

 

 

5. istoriuli mimoxilva

ძალისის ნაქალაქარი თარიღდება ძვ.წ. II-ახ.წ. VIII საუკუნეებით. მოსახლეობა პირველად მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ძალისის გორაზე (ფართ. 5-6 ჰა) დასახლებულა. ანტიკურ ხანაში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, გაზრდილი მოსახლეობის ნაწილი მდინარე ნარეკვავის მარცხენა ნაპირზე გადასულა საცხოვრებლად და, აქ, ვაკეზე დიდი დასახლება წარმოქმნილა, რომელიც, როგორც ჩანს არისტოკრატთა უბანს წარმოადგენდა. ნაქალაქარი 1971-82 წლებში გათხარა იაე ინსტიტუტის ნასტაკისის მცხეთის რაიონის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ბოხოჩაძე). 80-აინ წლების I ნახევარში სპეც. სამეცნ.-სარესტ. საწ. გაერთიანებამ ტაძარს გაუკეთა მინის პავილიონი (ავტორები: ა. სოლომნიშვილი, დ. დათუნაშვილი), გამაგრდა მოზაიკა. გათხრებით მოპოვებული მასალების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ: ქალაქმა ძვ.წ. II საუკუნიდან ახ.წ. VIII საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. განვითარების უმაღლეს დონეს ახ.წ. I-III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის ტერიტოტრიაზე ცხოვრება დროებით შეწყდა. VI-VII საუკუნეებში აქ უღიმღამო ცხოვრება კვლავ გაგრძელდა, ხოლო VIII 30-იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა მურვან ყრუს ლაშქრობის დროს.
2010-11 წლებში დასავლეთი მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) გადავადებული არქეოლოგიური გათხრების" ხელშეკრულების თანახმად BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსდა პროექტი "ძალისას არქეოლოგიური ძეგლის განვითარება".

ganaxlebuli pavilioni

მოწვეული იყო არქიტექტურული კომპანია "არტუბანიც", რომელმაც მოამზადა ძალისას არქეოლოგიური ძეგლის დაცვისა და განვითარების გეგმა. პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქიტექტორები, არქეოლოგები და კონსერვაციის სპეციალისტები. გაიწმინდა ძეგლი, მოხდა არქეოლოგური უბნების სკანირება თანამედროვე აპარატურით და ძეგლის ზუსტი ფიქსაცია.
2011 წელს განხორციელდა პროექტის მეორე ეტაპი. კომპანია "არტუბანის" მიერ მომზადებული გეგმის  შესაბამისსა და პროექტის მეორე ეტაპით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ღონისძიებად გამოიკვეთა ანტიკური ხანის ტაძრის ნაშთებისა და უნიკალური მოზაიკის დამცავი პავილიონისა და მისი გადახურვის განახლება. მოწესრიგდა ნაგებობის სადრენაჟო სისტემაც.
ძეგლის პერიმეტრის დაცვისა და დამთვალიერებელთა ნაკადის რეგულირებისათვის მომზადდა ახალი შემოსასვლელის გეგმა. მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო  მუზეუმი დროებით დახურულია დამთვალიერებელთათვის. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გათხრები გრძელდება.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;


7. arqiteqturuli aRwera

taZar-sasaxlis kompleqsis gegma

taZar-sasaxlis kompleqsis gegma. xedi aRmosavleTidan

ნაქალაქარზე გაითხარა ტაძარ-სასახლის (ტაძარი, სასახლე, აბანო) და აბანოს კომპლექსები. აბანოები ნაშენია რიყის ქვითა და დუღაბით, ყველა სხვა ნაგებობა – ალიზის აგურით. ტაძარ-სასახლეების კედლები შიგნიდან გაჯით, ზოგჯერ კი სუფთა კირხსნარითაა შელესილი. ყველა ნაგებობა გადახურული ყოფილა კრამიტით, დიდი რაოდენობით აღმოჩნდა კერამიკული მასალა, სარკმლის მინის და მინის ჭურჭლის ნატეხები, ლითონის ნივთები და ა.შ. მოპოვებული მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, მცხეთის მუზეუმსა და ნასტაკისის ექსპედიციის ბაზაზე.
ა) ტაძარი გეგმით სწორკუთხაა. შედგება დარბაზისა და რამდენიმე დიდი სენაკისაგან. დარბაზს საზეიმო შესასვლელი სამხრეთით ჰქონდა. ზღურბლის წინ ეზოს მხარეს ტუფისა და ქვიშაქვის გათლილი ქვებით მოგებული მოედანია (4,9X2,75 მ). დარბაზის (ფართი 48,6 კვ.მ.) იატაკის მოზაიკა (თარიღდება ახ. წ. II საუკუნით) თორმეტი ფერის კენჭებისაგან არის შედგენილი. კედლების გასწვრივ იატაკს შემოვლებული აქვს შედარებით მსხვილი კენჭების მოზაიკური არშია (სიგ. 0,45-0,7 მ). მოზაიკის შუა ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს არშია, ფართო ტოლფერდიან ჯვარს წააგავს. ჰორიზონტალური მკლავის ცენტრალურ ნაწილში სიუჟეტური კომპოზიციაა: გამოსახულია დიონისე და არიადნე. მოზაიკა კიდევ მრავალი გამოსახულებისაგან შედგება და მთელ დარაბაზის იატაკს იკავებს. მოზაიკაზე წარმოდგენილი გამოსახულებებისა და თვით ნაგებობის ხასიათით შეიძლება ვივარაუდოდ, რომ საქმე გვაქვს ანტიკურ სამყაროში გავრცელებულ ე.წ. `დიონისეს სახლთან~. მოზაიკის ნაკვთების იკონოგრაფია, ორნამენტაციის რეპერტუარი და სტილი თარიღდება მას ახ.წ. III საუკუნის პირველი ნახევრით და აკავშირებენ მოზაიკური ხელოვნების ანტიოქიის სკოლასთან.

mozaika mozaika
mozaika mozaika

ბ) სასახლე ყველაზე დიდ ნაგებობას წარმოადგენს. მისი ფართობი 2500 კვ. მეტრს აღწევს და შედგება ოცდაათამდე სხვადასხვა სიდიდის ოთახისა და დარბაზისაგან, რომელთა ცენტრში გამოიყოფა ღია ეზო – ატრიუმი. ატრიუმის ცენტრში მოთავსებული იყო ბორდიურით შემოვლებული შადრევნის ოთხკუთხა აუზი, რომლის კუთხეებში მდგარა სვეტები. ატრიუმის დასავლეთით, თითქოს, ვლინდება ასევე გათლილი ქვებით ნაგები ტაძარი, სადაც აღმართული უნდა ყოფილიყო ღვთაება. ოთხივე მხრიდან კედლებით შემოზღუდული ატრიუმის ფართობია 8,35X8,35 მ. სასახლის ჩრდილო-დასავლეთის მხარეს განლაგებული ყოფილა საძილე ოთახები, ორგანყოფილებიანი საკუთარი საპირფარეშოთი, საკუთარი წყალსადენითა და კანალიზაციით. ღია ეზოს ჩრდილოეთის ნაწილში დარბაზებია განლაგებული, სამხრეთის მხარეს კი სხვადასხვა სიდიდის ოთახები და წინკარია. სასახლის საძირკველი რიყის ქვისაა, მასზე ერთ წყებად დაწყობილია ქვის თლილი ფილები, შემდეგ კი კედლები ამოყვანილია ალიზის აგურით. ინტერიერში კედლები შელესილი ყოფილა და მოხატულიც. აუცილებლად განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სასახლის ცენტრალური გათბობის სისტემა. იგი ღია ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თითქმის ცენტრშია განლაგებული. ცენტრალური გათბობა ჰიპოკაუსტის სისტემისაა. იგი წარმოადგენს კედლებით შემოზღუდულ ოთახს, რომელშიც განლაგებული იყო კალორიფერები, აქედან ცხელი ჰაერი მოედინებოდა კედლებში სიცარიელეში – არხებში.

Zalisis naqalaqari

გ) აფსიდიანი ნაგებობა – მოთავსებული სასახლის სამხრეთით და, როგორც ჩანს, უფრო მოგვიანებითაა აშენებული. შენობის ფართობია 703 კვ.მ. მისი კედლების სისქე სხვადასხვაა. შენობაში ანფილადურადაა განლაგებული სამი დარბაზი და ოთახები მათ შორის. სამივე დარბაზი სამხრეთის მხარეს აფსიდით ბოლოვდება, მათგან ორი ნახევარწრიულია. ცენტრალური მთავარი დარბაზის აფსიდი სამწახნაგოვანია. აფსიდიანი დარბაზების კედლებში შექმნილია ვიწრო გამჭოლი თაღები, საფიქრებელია ცენტრალური გათბობის არხებისათვის. ყველა მონაცემით აქ გვაქვს ადმინისტრაციული შენობა, სადაც დარბაზები წარმოადგენენ კურიებს – სხდომათა დარბაზებს, ხოლო მცირე ოთახები აღრიცხვისა და საქმის წარმოებისათვის იყო განკუთვნილი. სამშენებლო მასალად აქაც გამოყენებულია რიყის ქვა, ალიზის აგური, კირის დუღაბი, სახურავ მასალად – კრამიტი.

abano

დ) ძალისის სასახლის აბანო სასახლის გვერდით მდებარეობს, რომაული ტიპისაა და სამი – ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებებისაგან შედგება. სამივე განყოფილება ერნაირი სიდიდისაა და ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს აქვთ ნახევარწრიული აფსიდები. თითოეული აბანოს სიგრძეა 5 მ, ხოლო სიგანე – 2,5 მ. აბანოს ქვის კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია. ცხელი და თბილი აბანოების ქვეშ მოწყობილია ჰიპოკაუსტების სისტემის გათბობა, რომლის სვეტებისათვის გამოყენებულია ბრტყელი, კვადრატული და მრგვალი აგური. ცივ აბანოში დაგებული ყოფილა მოზაიკური იატაკი. მოზაიკას შემოვლებული აქვს არშია მცენარეული ორნამენტით, ხოლო არშიის შიგნით გამოსახულია ზღვის ფაუნა. მოზაიკა თბილ აბანოშიც ყოფილა, რაც იშვიათია. აბანოებს ემიჯნება გასახდელი – იპოდიტერიუმი, რომელიც გეგმაში სწორკუთხაა (4,9X4,7 მ). აქ უკვე მთელი იატაკი დაფარულია სიმეტრიული გეომეტრიული ნაკვთებით.

ე) ძალისის საცურაო აუზი არის საქართველოსათვის სრულიად უნიკალური ნაგებობა. იგი გეგმაში სწორკუთხაა და ოთხივე მხარეს, კედლების ცენტრში აქვს ნახევარწრიული აფსიდები. აუზის სიგრძეა 33,4 მ, აფსიდებითურთ კი 39,6 მ, სიგანე – 11,5 მ. აუზის კედლები (სისქით 0,7-1,0 მ) ამოშენებულია მიწაში რიყის ქვით კირხსნარზე და მოპირკეთებულია მშვენივრად გათლილი ქვის ფილებით. მოპირკეთებისა და რიყის ქვით აგებულ კედლებს შორის 10 სმ. სისქის ჰიდრავლიკური ხსნარის იზოლაციაა გაკეთებული. აუზის ჩრდილოეთ ნაწილში, რომლითაც იგი უკავშირდება აბანოს, მოწყობილია ცხრასაფეხურიანი კიბე. აუზში აგებულია ქვის მერხები – დასასვენებლად, მოწყობილია ტრაპი, რომელიც უერთდება გათლილი ქვით ნაგებ კანალიზაციის კოლექტორს. ტრაპისაკენ დამრეც იატაკს ჰქონდა ჰიდრავლიკური ხსნარის საფენი. საცურაო აუზი წყლით ივსებოდა დასავლეთის მხრიდან ორი მილსადენის საშუალებით. საცურაო აუზი დაკავშირებულია აბანოსთან და აგებული უნდა იყოს ახ. წ. II საუკუნეში ან III საუკუნის დასაწყისში.

abanos kompleqsi

abano

ვ) ძალისის საზოგადოებრივი აბანო. კომპლექსის ცენტრში მოთავსებულია ღია ეზო – ატრიუმი (7,75X6,95 მ). აქ შემორჩენილია ერთმანეთთან დაკავშირებული, ტუფის დიდი ფილებით დაგებული იატაკი, რომლის ცენტრში მოთავსებულია აუზი შადრევნით. ატრიუმს დასავლეთიდან ეკვრის მცირე აფსიდიანი სენაკი. მისი იატაკიც შესანიშნავად გათლილი და მორგებული ტუფის დიდი ფილებისაგანაა. ამ სენაკს ატრიუმთან აკავშირებს ორ სვეტს შორის მოთავსებული კარი. დასავლეთით იწყება აბანოს ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებები. მათ სამხრეთის მხრიდან ახლავს კარგად გამოხაზული აფსიდები. თბილი და ცხელი აბანოს ქვეშ მოწყობილია ჰიპოკაუსტების სისტემა. ატრიუმის აღმოსავლეთით მოთავსებული იყო გასახდელი, რომლის ქვეშ მთლიანად არის შემონახული ჰიპოკაუსტის სვეტები. აბანოს კედლებში ვერტიკალურად ჩაყოლებულია კერამიკული მილები, რომლებიც დაფარულია კერამიკული ფილებით. ამ ფილებსა და კედელს შორის რჩება 3-4 მმ მანძილი- სივრცე, რომელშიც მოედინებოდა ცხელი ჰაერი ოთახების გასათბობად. აღსანიშნავია, რომ კერამიკულ მილსადენთან ერთად ძალისში დამოწმებულია ტყვიის მილებისაგან შედგენილი წყალსადენიც. აბანო თარიღდება II-IV საუკუნით.

ნაქალაქარის ტერიტორიაზე 1971-82 წწ. წარმოებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ აქ საკმაოდ ძლიერი დასახლება არსებობდა ძვ.წ. I საუკუნეში. ამ დროის ნაგებობათა ნაშთები მოქცეულია ტაძარ-სასახლისა და აბანოს კომპლექსის ქვეშ.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ძალისის ნაქალაქარი წარმოადგენს მუზეუმ-ნაკრძალს და იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi

1. გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი – "ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია". 2000წ.
2. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
3. ფოტოების ავტორი - ლიდა კაპანაძე და ზაზა ქარდავა;


10. marSruti

დადგინდება;

 

11. bmulebi

http://museum.ge

http://saunje.ge

http://dzeglebi.com

http://saunje.ge/ბიბლიოგრაფია

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016