Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto foto foto

უფლისციხე

(გვიანდ. ბრინჯაო და ადრ. რკინის ხანა - XV ს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდეზოიანი და ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულ კოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და ა.შ. (ცალკეული ოთახებისა, დარბაზების და კომპლექსების სახელწოდებები პირობითია) და ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

უფლისციხის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 8 კმ-ზე მდებარე სოფელ ქვახვრელის ჩრდილოეთით, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე;

დღესდღეობით იგი წარმოადგენს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს.
მუზეუმი მუშაობს 10:00 - 19:00 საათამდე;
ტელ: 551 28 88 20
595 52 07 78
595 52 07 79

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნიდან გვხვდება. საყურადღებოა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა: ~აშურიანს ზეით არს უფლისციხე, კვერნაკის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკურის კიდესა, რომელიც აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან და იყო ქალაქი ჩინგისამდე, აწ არს შემუსვრილი. არამედ შენობა უცხო კლდისგან გამოკვეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისგანვე; გვირაბი ჩახვრეტილ-ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, დამ ას შინა კუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს. აქა… გამოსული იხილვების სპა-ლაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშქრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლისციხეს.~
უფლისციხისა და მისი გარეუბნების მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს არქეოლოგიურ გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, ვაზის სასხლავი დანები, რკინის სახნისი, კევრები, რიტუალური დანიშნულების ნივთები, ოქროს, ვერცხლის, რკინის, ძვლის, ქვის, თიხის სამკაულები, ქანდაკებები და სხვა ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე, მრავალფეროვნება და სინატიფე უფლისციხეს უძველესი დროის ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვამ ცენტრად წარმოადგენს.
ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე უფლისციხეს მიდამოების არსებული გამოქვაბულები ერთ-ერთ ძლიერ თემს გამოუყენებია საცხოვრებლად, გაუმართვს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია.
ადრინდელ რკინის ხანაში (ძვ.წ. X-VI სს) უფლისციხე შიდა წართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე (~უფლის~, ~ბელადის~ ციხე-ქალაქი).
უფლისციხის თემს თანდათან დაუმორჩილებია ირგვლივ მდებარე დაბების მოსახლეობა. ძვ. წ. VI-V სს. უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო.
ძვ. წ. II-I სს. უფლისციხე ტიპიური ელინისტური ქალაქია, თავისი ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო გარეუბნით, მეურნეობით, სოციალური იერით, აღებ-მიცემობით, ხელოსნური წარმოებით და ა.შ. იგი საკმაოდ დიდი რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ცენტრია და ფართოდაა ჩაბმული საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ახ. წ. I-III სს. კვლავაც მნიშვნელოვანი საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრია, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც.
საქართველოში ქრიატიანული რელიგიის სახელფწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-ან წლებში) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ფეოდალურ ხანაში იგი მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIII საუკუნიდან უფლისციხე ქართლის ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისგან გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი იყო.
IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. აქ გაბატონებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ უფლისციხემ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. მონღოლთა შემოსევების (XII ს.) პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა. XV საუკუნეში კი უფლისციხე საბოლოოდ დაეცა, ხოლო გვიანდელ ფეოდალურ ხანაში საბოლოოდ დაიცალა მოსახლეობისაგან. შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისაგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

ufliscixe
gengegma

უფლისციხე გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. ფართობი 9,5 ჰა. შედგება სამი უბნისაგან და შეიცავს ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისათვის (ციტადელისათვის) დამახასიათებელ კომპონენტებს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს, წყალსაწრეტი არხების ქსელს. კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდ ეზოიანი დავ-ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და ა.შ. (ცალკეული ოთახებისა, დარბაზების და კომპლექსების სახელწოდებები პირობითია).
ნაქალაქარში შემორჩენილია სხვადასხვა დროს კლდეში ნაკვეთი დარბაზები, სათავსები და ცალკეული ნაგებობები.

   
   

ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები გამოირჩევა დიდი ზომებით, გეგმარების და არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით, მორთულობის მაღალმხატვრული შესრულებით. კლდე რკინის იარაღით არის ნაკვეთი. ანტიკური ხანის ოსტატები კლდის ზედაპირს განსაკუთრებული გულმოდგინებით ამუშავებდნენ და ამიტომაც მას იარაღის კვალი არ ეტყობა. ფეოდალური ხანის დარბაზები შედარებით დაუდევრად არის გამოკვეთილი. მათ აშკარად ეტყობათ დამუშავებისა და საკვეთი იარაღის კვალი.
უფლისციხეში, გარდა კლდეში ნაკვეთი დარბაზებისა, შემორჩენილია ჩვეულებრივი წესით ნაშენ ნაგებობათა ნაშთები. ანტიკური ხანის შენობები ნაგებია კარგად გათლილი და დამუშავებული კირქვის მოზრდილი კვადრებით. წყობა მშრალია. კვადრები ერთმანეთთან დაკავშირებულია მერცხლის კუდის ფორმის ფოსოებში ჩასმული ლითონის სოლებით. ფეოდალურ ხანაში ნაგებობების უმეტესობა ნატეხი ქვით არის ნაგები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილია ალიზის და აგურის შენობებიც.
კლდოვან ფერდობზე მდებარე ქალაქს სამხრეთიდან და დასავლეთიდან იცავდა მაღალი ციცაბო ქარაფი, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან – კლდეში ამოკაფული თხრილი. თხრილი მიღებულია ბუნებრივი ღრმულების ხელოვნურად გაფართოების შედეგად. მისი ნაპირები ძლიერ დამრეცია, თხრილის შიდა კიდეს დასდევს მაღალი და განიერი (სიგანე 3-4 მ) ზღუდე, რაშიდაც მრავალსართულიანი კრამიტით გადახურული კოშკია ჩაშენებული. ზღუდეც და კოშკიც ძლიერ დაზიანებულია.
ქალაქს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. მათგან ჩრდილოეთით მდებარე მთავარი შესასვლელი ანუ ~დიდი კლდეკარი~ (~კლდი ორღობე~) წარმოადგენს კლდეში ამოკაფულ თავგახსნილ გვირაბს (სიგრძე 150მ, საგანე 2,5მ, სიმაღლე ზოგან 10 მ-დე). თარიღდება ძვ. წ. IV-III საუკუნეებით. აქ გადიოდა ის უძველესი სავაჭრო-სატრანსპორტო გზა, რომელიც შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ნაქალაქარში გზას მთელ სიგრძეზე ახლაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი.

   

ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს უფლისციხის ~მცირე კლდეკარი~. იგი მთლიანად კლდეშია ჩაკვეთილი (სიგრძე 60მ, სიგანე – 1,5მ) და წარმოადგენს შიდა ქალაქის ძირითად შესასვლელს. ქალაქს ჰქონდა საიდუმლო შესასვლელიც – სამხრეთით მდებარე გვირაბი (დიამ. 3მ), რომელიც მტკვრის ნაპირზე გადის. ალყის დროს ქალაქი აქედან მარაგდებოდა წყლით.
“მცირე კლდეკარის~ ბოლოს იწყება უფლისციხის მთავარი ქუჩა. იგი ჩრდილოეთისკენ მიემართება და ქალაქის ცენტრში მდებარე მოედანს უერთდება. ამ მაგისტრალიდან გვერდებზე გადის უფრო ვიწრო ქუჩები, რომელთა გაყოლებით სხვადასხვა დანიშნულების მრავალი ხუროთმოძღვრული კომპლექსი, დარბაზი და ნაგებობაა შემორჩენილი. მთავარი ქუჩის ზედა მონაკვეთი მიჰყვება ღრმა ხევს, რომელიც საცხოვრებლად იყო გამოყენებული. ხევში, 10 მეტრის სიღრმეზე, აღმოჩნდა სახელოსნოს ნაშთები და არქეოლოგიური განძი. ხევის კიდეზე ქუჩას გასდევს კლდეში ამოღარული წყალსაწრეტი არხი. ხევი და მთავარი ქუჩა ქალაქს ყოფს ორ არათანაბრ ნაწილად, რომელთაგანაც დასვლეთისა უფრო დიდია და უფრო მნიშვნელოვანიც.
ქალაქის გეგმა განპირობებულია რთული რელიეფით. კლდე, სადაც ანსამბლია გამოკვეთილი, დასავლეთისაკენ ამაღლებულია, სამხრეთით ვერტიკალურად ჩაჭრილია მტკვრის ნაპირამდე. უფლისციხის კლდეში ნაკვეთი საცხოვრებელი და საზოგადო დანიშნულების სათავსები ტერასებად არის განლაგებული. ტერასა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ეშვება. თითოეული მათგანის წინ ხელოვნურად მოსწორებული ქუჩა ან მოედანია. ანტიკური ხანის ყველა დარბაზი ერთსართულიანია. ფეოდალური ხანის ნაგებობებში ეს პრინციპი დარღვეულია. ამიტომაც ამ პერიოდში სართულებად გამოკვეთილი ქვაბულების მეტი ნაწილი ჩამონგრეულია.

ufliswulis eklesia

უფლისციხის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები ერთმანეთთან დაკავშირებულია გზა-ბილიკებით. მათ მკაფიო დაგეგმარება აქვთ. დარბაზების წინ ეზო-მოედნებია. დარბაზები განლაგებულია ეზოს ორ ან სამ მხარეს. ეზოში გამოდის კამაროვანი ან არქიტრავიანი პორტიკი, რომელიც აერთიანებს არქიტექტურულად მასთან დაკავშირებულ და მასზე დაქვემდებარებულ შედარებით მცირე ზომის ქვაბულებს. კომპლექსების უმეტესობას აქვს საკუთარი სამეურნეო დანიშნულების სათავსები.
დარბაზები გამოკვეთილია ჩვეულებრივი, ზედაპირული სამშენებლო წესების დაცვით და არქიტექტურულად სათანადოდ გააზრებული ინტერიერი და ფასადებიც აქვთ. კლდის დარბაზების მორთულობაში ვხვდებით როგორც ქვის არქიტექტურისათვის დამახასიათებელ დეკორს, ასვე ხის ნაგებობათა ელემენტების იმიტაციასაც.
კლდეში ნაკვეთ ქალაქში მდებარეობით, ნაგებობათა სიდიდით, არქიტექტურის საზეიმო ხასიათით გამოირჩევა შიდა ქალაქის შუა უბანი. ქვემო, სამხრეთის და ზემო, ჩრდილოეთის, უბნები ბევრად მცირეა და, როგორც ჩანს, უფრო სამეურნეო დანიშნულებისაა.
საფიქრებელია, რომ ციტადელის გარეთ, მის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთის მხარეს, ზღუდისა და თხრილის გადაღმა, კლდეში გამოკვეთილ მოზრდილ ტერასებზე აგებული იყო ქვისა და ხის სახლები, სადაც შუა უბნის მცველები და მსახურები ცხოვრობდნენ.
შუა უბანს უჭირავს ქალაქის უმეტესი და უმაღლესი ნაწილი. უბანს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს მის ცენტრში გამავალი მთავარი ქუჩა. მთავარი ქუჩიდან დასავლეთის მაღალ ნაპირამდე, ბაქნებზე და განივ ქუჩებზე ტერასულად განლაგებულია ნაგებობები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება კიბეებით. სწორედ ესენია ყველაზე მნიშვნელოვანი კლდეში ნაკვეთი ნაგებობები. თითოეული მათგანი შორიდან ჩანს და ერთიან შთამბეჭდავ ანსამბლს ქმნის.

Kkesonebiani darbazi
grZivi ganakveTi

პირველ, განივ ქუჩაზე, სადა ოთახების მწკრივია, რომელსაც მოსდევს შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი. ქუჩის ბოლოში კესონებიანი დარბაზის კომპლექსია. პირველი ქუჩის კუთხესა და მთავარ ქუჩას შორის ორი მცირე სადა ოთახი და დიდი საცხოვრებელი სახლია. სახლის ეზოს სიღრმეში, ქუჩის პირდაპირ კამარით გახსნილი დარბაზია, დარბაზის უკან – დახურული ოთახი. ეზოს ორივე მხარეს კი ორ-ორი ოთახია. ამ სახლის გვერდზე შემორჩენილია დიდი დარბაზის იატაკი და ორი კედელი. დარბაზის ზემოთ, კლდის სიბრტყეში, მცირე, გამოქვაბულივით გახსნილი ოთახია. ორსვეტიანი დარბაზი შუა უბნის მთელ სიგანეზე ხელოვნურად მოსწორებული დიდი ბაქანია, რაზეც აღმართულია ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების რთული კომპლექსი. დარბაზებს შორის მთავარი ქუჩისკენ ფართოდ გაშლილი სამკუთხა ეზოა. ბაქნის დასავლეთით, ქარაფის პირას, ჩაქცეული დარბაზის დიდი თაღია შემორჩენილი. ბაქნის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე დარბაზის კედლის ძირი და ქუჩაა. ბაქნის სამხრეთ ნაპირიდან სანახაობათა კომპლექსის ფრონტონამდე, აქედან კი ღია დარბაზის ეზომდე, გაჭრილია კიბეებიანი მოკლე კლდეკარი. ღია დარბაზის ბანი სატაძრო დიდი ბაქნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეა. ოთხსვეტიანი დარბაზის ბანის დონეზე, ხელოვნურად მოსწორებულ ბაქანზე, ერთსვეტიანი დარბაზი და ალიზის მოხატულოთახიანი სახლია, ქარაფის პირას კი – XIII-XIV საუკუნეების ეკლესიები. ბაქნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მთავარი ქუჩიდან ამოსასვლელი კიბეა. აქ დგას კოხტა სახლი. მის გვერდიდ ოთხკუთხა ბაქანია, რომელზეც ირგვლივ ამოკვეთილია ხის სვეტების ჩასადგმელი ფოსოები.

wiTeli oTaxis
kompleqsi

მთავარი ქუჩის ბოლოში მდებარეობს მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი. ქუჩა კი თითქოს შედის მის თავში მდებარე დიდი ნაგებობის წინა, ღია დარბაზში. დიდი ნაგებობის მეზობლად, ქუჩის პირას მდებარეობს წითელი ოთახის კომპლექსი.

დიდი ეზოს ჩრდილოეთ მხარეს ორი ოთახია, მათ წინ – ღია დარბაზები. სამხრეთ მხარეს კი დგას ქრისტიანული ეკლესია, რომლის ქვეშ ჩანს კლდეში ნაკვეთი ძველი ნაგებობის ნაწილები. ზემოდან მეორე ტერასაზე გრძელი ნაგებობაა, რომელსაც ფასადის ცენტრში დიდი ბურჯი აქვს. ამ ტერასიდან იწყება ღრმად ჩაჭრილი ღელის (სიღრმე 10,2 მ) ვიწრო სათავე. ღელე თანდათან განივრდება, აღმოსავლეთით უხვევს, ზღუდის ქვეშ გადის და ფერდობზე იშლება. ღელეს ნაპირის გაყოლებით მთავარი ქუჩაა. გათხრამდე ღელეს ადგილას იყო ბორცვი. ღელე ამოვსებულია ფეოდალური ხანის მშენებლობის რამდენიმე პერიოდის ნანგრევებით. ღელეს ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩნდა ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზის იატაკის ნაწილი და კედლები. დარბაზი მთლიანად კლდეში არ უნდა იყოს ნაკვეთი. გადახურვისათვის და ნაწილობრივ კედლებისათვისაც სხვა მასალაც უნდა იყოს გამოყენებული. იატაკში ამოჭრილი ბუდეები და ხის ნარჩენები მოწმობენ, რომ დარბაზს ხის გადახურვა ჰქონდა, ხოლო თხრილში და, საერთოდ, შიდა ქალაქში ნაპოვნი ანტიკური კრამიტის ნატეხები გვაფიქრებინებს, რომ სახურავი კრამიტისა იყო. დარბაზის გადახურვა მთავარ ქუჩამდე აღწევდა. სავარაუდოა, რომ აქ იყო სასახლის რთული კომპლექსი, რომელშიც, ამ დარბაზის გარდა, შედიოდა მისი მომიჯნავე, მთლიანად კლდეში ნაკვეთი ნაგებობები: საკულტო ტაძარი - მაყვლიანი და გრძელი სახლი.
შუა უბნის ფერდობზე, ღელედან ზღუდის კედლამდე, კიდევ რამდენიმე ნაგებობის ნაწილებია შემორჩენილი. ნაგებობებს კლდის ცოკოლები ჰქონდათ, კედლები კი სხვა მასალისა იყო. შუა უბნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს ამ უბნის კარიბჭე. განიერი პანდუსი კლდის ძირიდან ამოდის შუა უბნის ქვემო ბაქანზე. ფეოდალურ ხანაში აქ სახლები ჩაუშენებიათ, რასაც დაუზიანებია პანდუსი. კარიბჭისკენ მიემართება განიერი, მოაჯირით შემოსაზღვრული გზა, რომელიც თხრილის გაღმა კლდეშია ამოკვეთილი.
ციტადელის ტერიტორიაზე კლდეში ამოჭრილია არხების ხშირი ქსელი. გათხრების დროს ნაპოვნია ანტიკური კერამიკული მილები, ხოლო უფლისციხიდან 4 კმ-ზე, კვერნაქის ქედის ფერდობზე, ~ავაზნების~ წყაროსთან – სათავე. ყოველივე ეს ადასტურებს წყალსადენის არსებობას. ეზოებში ამოკვეთილი მცირე ღრმულები ქანობისაკენ გაჭრილი არხით, აგრეთვე კლდეკარში და მთავარ კარიბჭეში ამოჭრილი ღრმა არხები მოწმობს წყალსაწრეტი სისტემის არსებობასაც. ორივე ქსელი უმთავრესად გაყვანილი იყო ქუჩებში. სავარაუდოა, რომ არხს თლილი ქვის ფილა ეფარა და ქუჩის ზედაპირი არ იყო დარღვეული. შუა უბანი ქვემო უბნიდან გამოყოფილია მთავარი კარიბჭის კედლით და დაბალი კლდით.
ქვემო უბნის აღმოსავლეთ ნაწილის მთელ სიგანეზე, შიდა ქალაქის ყველაზე დაბალ ადგილას, ხელოვნურად მოსწორებული, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან კლდით შემოსაზღვრული მოედანია. მოედანზე მდინარე კლდის ნაპირიდან ამოდის ვიწრო კლდეკარი, რომელიც კლდეში ღრმად არის ჩაჭრილი. მოედნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, შუა უბანთან შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ნაგებობების ქვედა ნაწილები. სავარაუდოა, რომ აქ თავდაპირველად კლდეში ამოკვეთილი იყო მხოლოდ ცოკოლები, კედლები კი სხვა მასალით იყო აშენებული. ქვემო უბანში მხოლოდ სამი, კლდეში გამოკვეთილი ნაგებობაა. ფერდობის ზედაპირიდან ჩაღრმავებული უბნის დასავლეთ მონაკვეთში, ქარაფის პირას, ეზოიანი სახლია. სახლის ბანის დონეზე ამოჭრილია შუა უბანთან დამაკავშირებელი მეორე გასასვლელი. უბნის ჩრდილოეთ მონაკვეთში მოედნის პირას, გაჭრილია ქუჩა, რომელიც დასავლეთისკენ მიემართება. ქუჩის ორივე მხარეს, 1 მ სიმაღლეზე ჩამწკრივებულია მცირე, დაბალი სათავსები, რომლებიც გადახურული ყოფილა კამარებით, არა ჰქონიათ წინა კედელი, ისინი დახლების შთაბეჭდილებას ახდენენ. უბნის სამხრეთ მონაკვეთში დიდი დარბაზია, მას ფაქიზად თლილი კიბე აქვს. ამ დარბაზიდან იწყება მდინარე მტკვარზე ჩასასვლელი გვირაბი.
ზემო უბანი შუა უბანზე განიერია. იგი საცხოვრებლად ყოფილა კანკუთვნილი. უბნის დასავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები.

ანტიკური ხანის ყველა ღია დარბაზი ხის კოჭოვანი კონსტრუქციით გაყოფილია ორ სართულად. ქვედა ნაწილი გადაკეთებულია მთავარ ოთახად. მისი ფართობი გაზრდილია ქვის კედლებით. ამ ოთახის ბანზე, ღია დარბაზის სივრცეში მოწყობლია ლოჯია, მის წინ კი აივანი. ოთახების გაფართოების მიზნით უხეშად არის ჩაჭრილი კლდეში ნაკვეთი საზეიმო არქიტექტურა. კედლები დამახინჯებულია უსწორი თახჩებით, ბუხრებითა და ხვრელებით. იატაკში მრავალი სამეურნეო, საწარმოო და სამშენებლო ორმო, ბუდე და თონე-კერაა ამოჭრილი. მთავარი ოთახის წინ დამხმარე სათავსების ასაშენებლად გამოყენებულია კლდე. ქვევით, ველზე, კლდეში ამოკვეთილია საწნახლები და სამეურნეო სათავსები.
უფრო გვიანდელი სამშენებლო ფენები შიდა ქალაქის მთელ ტერიტორიაზე არ ვრცელდება და მათ შემთხვევითი არაორგანიზებული ხასიათი აქვთ
.

ufliswulis eklesia

უფლისწულის ეკლესია მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბანში, ამაღლებულ კლდის მასივზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. აშენებულია წარმართული ტაძრის ადგილზე, რასაც მოწმობს ეკლესიის დასავლეთის ფასადის ქვეშ შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ანტიკური დროის ნაგებობის ნაშთები, სამხრეთ ფასადის კლდის ცოკოლი და მის აღმ. ბოლოში, შესასვლელთან, გაცვეთილი იატაკი. ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა (18,5X13,8 მ), ნაგებია აგურით. შენობა მრავალჯერ არის გადაკეთებული. ეკლესიის შესასვლელი ამჟამად სამხრეთ კედლის ცენტრში არსებულ ნიშშია. შენობის ყველა ფასადი შელესილია თეთრად. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონში აგურით შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. სახურავი ღარისებრი კრამიტისაა. მათ შორის რამდენიმე მწვანედ და ფირუზისფრად არის მოჭიქული. ეკლესიას სამი მხრიდან ეკვრის დაბალი აგურით ნაგები მინაშენები.

 

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

უფლისციხის ტაძარი იმყოფება რუის-ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაში და იგი მოქმედია.
უფლისციხის კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და დღესდღეობით იგი წარმოადგენს ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.georgianmuseums.ge

http://www.saunje.ge

https://www.facebook.com/ufliscixe/

http://novators.ge


 

 


megobari saitebi

   

27.08.2016