Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Jinvalis (nasoflari) mRvimes
eklesia
(ganviT. Sua ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია მდებარეობდა საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 11 კმ–ში, წყალსაცავით დატბორილ ტერიტორიაზე მდებარე ნასოფლარ ჟინვალის სამხრეთ–აღმოსავლეთით, 0,5კმ–ზე. მდ. არაგვის მარცხენა ნაპირას, ფერდობზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

განადგურდა ჟინვალჰესის კაშხლის მშენებლობის დროს. 1975–79 წწ. გათხარა გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (რაზმის ხელმძღვანელი ც. ლომიძე). ნასოფლარზე შემორჩენილი იყო ეკლესიის, ზურგიანი კოშკის, საცხოვრებელი კომპლექსის და ოთხკუთხა ნაგებობის ნანგრევები.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ა) ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია (8,4X4,6 მ) მდებარეობდა ნასოფლარ მღვიმეს განაპირას, ჩრდილო–აღმოავლეთით. განეკუთვნებოდა VIII-IX საუკუნეებს. ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ნაგები ქვით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა მოწყობილი. აღმოსავლეთით ორი საფეხურით შემაღლებული, ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის წირთხლები და თაღი შირიმის ნათალი ქვებით იყო გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებული იყო კუბური ტრაპეზი.  საკურთხევლის წინ იდგა ნატეხი ქვით ნაგები კუბური ფორმის კვარცხლბეკი ჯვრის ჩასასმელი სწორკუთხა ღრმულით.  ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა, რომლის შესასვლელი ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი. მეორე მინაშენი (მთლიანად იყო დანგრეული) ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. იგი ეკლესიისათვის გვიანდელ შუა საუკუნეებში მიუშენებიათ.

ბ) ეკლესიაში გათხრილია ერთ სამარხი, ხოლო მის გარშემო, 33 ქვისსამარხი, ამოშენებულკედლებიანი სამარხი და აკლდამა. აღმოჩნდა XI-XIII საუკუნეების მინის მძივები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები, რკინის სამაჯურები, სარდიონის მძივები და სხვ.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია, თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ2. 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016