Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

გაიჩაანთუბნის წმ. გიორგის ეკლესია
(XIX ს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

გაიჩაანთუბნის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლშის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით 34 კმ–ში მდებარე სოფელ გაიჩაანთუბანში, ბორცვზე.

 

4. ruka

bana

5. istoriuili mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

გაიჩაანთუბნის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია (ზომები მინაშენებიანად - 21 X 15 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი მოგრძო კვადრებით. გადმოცემით, ეკლესია აუშენებიათ ბერძენ ოსტატებს.  ეკლესია დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა და კონქი, მორღვეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების ზემო ნაწილები, დაშლილია ხის კანკელი (ფრაგმენტები აწყვია საკურთხევლის წინ); შემორჩენილია მინაშენების ნანგრევები. ეკლესიას ოთხი შესასვლელი აქვს - სამხრეთით, დასავლეთით და ორი ჩრდილოეთ კედლის განაპირა ნაწილებში (ორივე ამოშენებულია). სამხრეთის და დასავლეთის შესასვლელები შიგნიდან თაღოვანია, გარედან სწორკუთხოვანი.  დასავლეთის შესასვლელს გარედან დეკორატიული თაღი აგვირგვინებს. აფსიდის ღერძზე დიდი ზომის თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე - თითო სწორკუთხა ღრმა ნიში. აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით, რომლებზედაც დაბჯენილი იყო სატრიუმფო თაღი. დარბაზის გრძივ გლუვ კედლებს უშუალოდ ეყრდნობა კამარა. ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, კედლის მთელ სიგრძეზე კედლის სისქის შემცირებით შექმნილია საფეხური, რომელსაც ეყრდნობა სამხრეთის სწორკუთხა მინაშენის კამარა. მინაშენში, ეკლესიის შესასვლელის ღერძზე, განივი კედლებით გამოყოფილია განიერი სწორკუთხოვანი კარიბჭე, რომელიც წინიდან მთელ სიგანეზე იყო გახსნილი. კარიბჭე განივ კედლებში გაჭრილი თითო კარით უკავშირდებოდა მინაშენის დასავლეთ და აღმოსავლეთ სათავსებს. ეკლესიას ჩრდილოეთითაც აქვს სწორკუთხოვანი მინაშენი. ორივე მინაშენის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, ეკლესიის აფსიდის მხარეს კი, კედლის სისქეში დიდი თაღოვანი ნიში. ეკლესიას შემოვლებული აქვს გალავანი, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში აქვს.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

გაიჩაანთუბნის წმინდა გიორგის ეკლესიასამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ5, გამომცემლობა თბილისი, 1990წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016