Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ღოუბნის "ორმოცნი"
(XVI – XVII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ორმოცის მოწამის სახელობის ეკლესია და კოშკი.


2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეს ძეგლი ინტერესს იწვევს როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის – გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის – კუპელჰალეს ნიმუში.


3. adgilmdebareoba

ღოუბნის „ორმოცნი“ მდებარეობს საქართველოში,  ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 30 კმ–ში მდებარე სოფელ ღოუბნის ჩრდილოეთით 3 კმ-ის მანძილზე, ტყეში.


4. ruka













5. istoriuli mimoxilva

ეკლესია, სავარაუდოდ ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელზეა აშენებული. ამ სახელწოდების ეკლესია საქართველოში იშვიათია, მაგრამ მაინც არის. სხვა ცნობები ამ ძეგლის შესახებ არ მოგვეპოვება.
რამდენიმე წლის წინ სოფლის მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა. აგურის ფასადების ჩამოშლილი კუთხეები, აგრეთვე კოშკის მესამე სართული აგურითვე ააშენეს და ორივე თუნუქით გადახურეს.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ძეგლის სახელწოდების შესახებ ადგილობრივ ასეთი თქმულება დარჩენილა: ორმოცმა ძმამ ააშენა ორმოც დღეშიო.


7. arqiteqturuli aRwera

dasavleTis xedi samxreT-dasavleT xedi
gegma

ა) ღოუბნის „ორმოცნის“ ეკლესიის გეგმარება (ზომები – 7.00X3.80 მ) კუპელჰალეს ტიპიური ნიშებით ხასიათდება. საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდს ორივე მხარეს გეგმაში სწორკუთხა პასტფორიუმები აქვს. საკურთხეველი კარით უკავშირდება მხოლოდ სამკვეთლოს, ცენტრალურ სივრცეში ორივე გვერდითა სათავსი გასასვლელით გამოდის. გუმბათი ეყრდნობა მხოლოდ სამკვეთლოს, ცენტრალურ სივრცეში ორივე გვერდითა სათავსი გასასვლელით გამოდის. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და გრძივი კედლებიდან გამოსულ შვერილთა ერთ წყვილს. ეს შვერილები საკმაოდ მძლავრადაა წინ წამოწეული. ამის გამო, გრძივი კედლების გაყოლებაზე არსებული უბეები საკმაოდ ღრმაა. შესასვლელი ორია – ერთი დასავლეთით, მეორე სამხრეთით, რომელიც ამ მხარეს მიშენებული კარიბჭე-სამრეკლოდან გადის. სამხრეთი კარი მკლავის ცენტრალურ ღერძსაა აცდენილი – ის შვერილისაკენ, კუთხისკენაა ჩაცურებული. ჩრდილოეთ და დასავლეთ მკლავებში სარკმლები ცენტრალურ ღერძზე იჭრება. საკურთხევლის აფსიდშიც ერთი სარკმელია, თითო-თითოც პასტოფორიუმების აღმოსავლეთ კედელშია გაჭრილი. გუმბათის ყელში კი რვა სარკმელია. ღოუბნის შიდა კედლები სადაა, პლასტიკურად დამუშავებული. გუმბათქვეშა თაღებიცა და დასავლეთ კუთხის უბეებიც შეისრულია.
თანამედროვე მაშენებლებს დასავლეთი ფასადი ერთიანი, ორფერდა გადახურვით აღუდგენიათ, ხოლო აღმოსავლეთი სხვაგვარად – ცენტრში აღმართული ჯვრის მკლავით. თუმცა, გარე მასები და გადახურვათა სისტემის თავდაპირველი აგებულება ზუსტად ვერ დგინდება. აშკარაა, რომ ჯვრის სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები გამოყოფილი იყო, მაგრამ აღმოსავლეთითა და დასავლეთის გადახურვის ხასიათზე მსჯელობა ძნელია.

Wrili

ეკლესიას დასავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს მინაშენები ჰქონდა, ახლა მათი ნანგრევებიღაა დარჩენილი.
ეკლესიის ფასადები დეკორატიულად თითქმის სრულიად არ არის გაფორმებული. დეკორატიული დამუშავების მთელი ყურადღება გუმბათზეა გადატანილი, რომელიც ძირში წრიულია, ზემოთ კი – რვაწახნაგა. ის ლეკალური აგურის ლილვებით შედგენილი ნახევარწრიული თაღებით არის გაფორმებული, ხოლო სარკმლებს გარშემო სიბრტყის ჩაღრმავებით მიღებული „საპირეები“ აქვს შემოვლებული. გუმბათის ყელის თითოეულ წიბოსაც ლილვი ასდევს, ხოლო მისი მაღალი, წახნაგოვანი კონუსი აგურით იყო გამოყვანილი. ახლა თუნუქითაა გადახურული.
ბ) რამდენიმე წლის წინ სოფლის მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა. აგურის ფასადების ჩამოშლილი კუთხეები, აგრეთვე კოშკის მესამე სართული აგურითვე ააშენეს და ორივე თუნუქით გადახურეს.
ეკლესიის სამხრეთ ფასადთან სწორკუთხა, მასიური კოშკია. იგი შედარებით მოგვიანო ხანის ნაგებობაა. კოშკის კიბის საფეხურად გამოუყენებიათ 1722 წლის საფლავის ქვა.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ღოუბნის ორმოცნი მოწამის სახელობის ეკლესია მანგლისისა და წალკის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi

1. ვ. ბერიძე – "XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებ", 1994წ.
2. ნ. გენგიური – "კუპელჰალე", 2005წ.
3. ფოტოების ავტორი – გიორგი კიღურაძე

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016