Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

სხვილოს (ცხვილოს) ციხე-დარბაზის კომპლექსი
(X-XIII სს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, მთავარი კოშკი, კოშკი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, წყალსაცავი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

1973 წელს, ქართული მხატვრული ფილმის "შერეკილების" რამოდენიმე სცენის მოქმედება სხვილოს ციხეშია გადაღებული;

3. adgilmdebareoba

სხვილოს ციხე–დარბაზის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ქვემოჭალის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ–ში, მაღალი მთის კალთაზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი პირველად მატიანეში X საუკუნეშია მოხსენიებული. კახთა ერისთავს კვირიკეს ერთგულებად სხვებთან ერთად დასახელებული ჰყავს დაჩი და ივანე სხვილოსელნი. XIV საუკუნიდან ციხის ისტორია ზევდგინიძე-ამილახვართა გვარის აღზევებას უკავშირდება. XVII საუკუნეში აქ მათი რეზიდენციაა. XVII საუკუნიდან კი სხვილოს ციხე ისტორიულ წყაროებში ხშირად გვხვდება. 1629 წელს, შაჰ აბასის გარდაცვალების შემდეგ, თეიმურაზ I-მა სცადა სპარსეთის ბატონობისაგან თავის დაღწევა. საჭირო გახდა სხვილოს ციხეში გამაგრებული მეფე სიმონ II-ის თავიდან მოცილება. ამ განზრახვის შესრულება დაევალა ზურაბ ერისთავს. იგი შეიპარა ციხეში, მოჰკლა სიმონ II და მისი მოკვეთილი თავი მეფეს მიართვა.
როსტომმა, გამეფების შემდეგ (1632 წ.), მოინდომა თეიმურაზი-ის მომხრეების, კერძოდ იოთამ ამილახვრის, გადმობირება. რადგან საწადელს ნებით ვერ მიაღწია, განრისხებულმა მეფემ 1636 წელს ციხე იერიშით აიღო. ამ ბრძოლებში სხვილოს ციხე-დარბაზი ძალზე დაზიანდა.
სხვილოს ციხე-დარბაზმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა XVIII საუკუნეში ლეკების, ოსმალებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ გივი ამილახვრის ბრძოლების დროს. 1742 წელს ყიზილბაშების წინააღმდეგ შეთქმული ზემო ქართლელი თავადები გივი ამილახვრის მეთაურობით სხვილოს ციხეში გამაგრდნენ და აქედან შეუტიეს ქვემო ჭალაში დაბანაკებულ მტერს, რომელსაც იმამ-კული ჰანი სარდლობდა, და უკუაგდეს იგი. იმავე წელს სპარსელებმა ფატალი-ხანისა და ქერიმ-ხანის სარდლობით კვლავ გამოილაშქრნეს აჯანყებულთა წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა სხვილოს ციხე-დარბაზის მახლობლად, მთებში. ქართველებმა აქაც გაიმარჯვეს და ისევ სხვილოს ციხე-დარბაზში გამაგრდნენ. სპარსელებმა ქვემო ქართლში გივი ამილახვრის ყველა კუთვნილი ციხე აიღეს და სხვილოს ციხეს ალყა შემოარტყეს. ციხემ გაუძლო მტრის მრავალგზის შემოტევას. მტერი იძულებული გახდა ალყა მოეხსნა.
1905-1907 წლებში ციხე რევოლუციურად განწყობილი გლეხობის შეკრების ადგილად იქცა. XIX საუკუნეში სხვილოს ციხემ, როგორც საფორტიფიკაციო ნაგებობამ, დაკარგა თავისი დანიშნულება

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

სხვილოს ციხე-დარბაზის საშენ მასალად ძირითადათ გამოყენებულია რიყის ქვა.
ა)გალავანი - სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსს შემოვლებული აქვს მაღალი (10-14 მ), სქელკედლიანი (2 მ), ქონგურებიანი გალავანი (18,4X37,3 მ), რომელზეც გარედან შვიდი ბურჯია მიშენებული. გალავნის კედლები ქვემოთ ყრუა, ზემოთ, ხის საბრძოლო ბილიკის დონეზე, სათვალთვალოები, სათოფურები, სალოდეები და მეომრების სადგომი ბაქნებია.
ბ) მთავარი კოშკი (8,4X8,9 მ) დგას გალავნის ჩრდილოეთ მხარეს. იგი ხუთსართულიანია. ერთადერთი შესასვლელი პირველ სართულზეა, მიწის დონიდან 6 მეტრზე. მეოთხე სართული გადახურული ყოფილა კედლების შემკვრელი ქვის კამარით, დანარჩენ სართულებს ხის გადახურვა ჰქონია. კოშკის კედლებში (სისქე 2 მ) ყველა სართულზე რამდენიმე სათოფურია. მეხუთე სართულზე ფართო გასასვლელია ხის შვერილ აივანზე, რომელიც ეზოს გადაჰყურებს.

koSki

გ) კოშკი - გალავანის სამხრეთ მხარეს დგას შედარებით პატარა კოშკი (7X6,8 მ). მისი ქვედა ნაწილი ყრუა. შესასვლელი ეზოდანაა, მიწიდან 2 მეტრზე. პირველი და მეორე სართულები გადახურულია კამარით, ხოლო ზედა სამ სართულს ხის გადახურვა ჰქონია. მეორე სართულის ყოველ კედელში სარკმელია. ზედა სართულებზე სარკმელს გარდა სათოფურებიცაა. ამ მეორე და მეხუთე სართულებზე თითო კარია, რომლებიც ხის აივანზე (დანგრეულია) გადიოდა. აივნები ეზოს გადაჰყურებდა.
დ) ეკლესია ორსართულიანი ნაგებობაა (7,5X5,1 მ), დგას ციხის ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში. თავდაპირველად იგი ერთსართულიანი ყოფილა. მოგვიანებით ზედ დაუშენებიათ მეორე ეკლესია. ორივე ეკლესია რამდენჯერმეა გადაკეთებული. ქვედა, წმინდა გიორგის ეკლესია, დარბაზულია, ნაგებია მოცისფრო ნატეხი ქვით. დასავლეთ ფასადის ასომთავრული წარწერის თანახმად ეკლესია აუგიათ ზევდგენიძეებს ალექსანდრე I მეფობის (1412-42 წწ.) დროს. ეკლესიას ნახევარწრიული აფსიდი ჰქონდა. ზედა, წმინდა თევდორეს ეკლესიაც დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით. აფსიდი ტრაპეციის ფორმისა ჰქონია.
ე) საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები - ციხის შიდა, დიდი ეზოს დასავლეთ ნაწილში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებია, ხის კოჭების შემორჩენილი ბუდეების მიხედვით სახლი სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. ასეთი სამსართულიანი ნაგებობები იყო ეზოს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ მონაკვეთებშიც. სამეურნეო შენობები – ბეღლები (4,1X7,3 მ) კამარითაა გადახურული. შესასვლელები მიწიდან 5-6 მეტრზეა. დიდი ეზოს ცენტრში შემორჩენილია ოთხივე მხარეს მოქმედი ბუხარი. სავარაუდოა, ამ ადგილზე ორ- ან სამ სართულიანი სასახლის ტიპის ნაგებობა იდგა.
ვ) წყალსაცავი - კამარით გადახურული წყალსაცავი (3,5X7,4 მ) მდებარეობს სხვილოს ციხე-დარბაზის დასავლეთ კედელთან. ჩრდილოეთიდან მისკენ კერამიკული წყალსადენი იყო გამოყვანილი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

სხვილოს ციხე–დარბაზის კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი - ლიდა კაპანაძე

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://dzeglebi.com

http://www.novators.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016