Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

qoroRos cecxlisjvris
kompleqsi
(X-XI ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, ზურგიანი კოშკი და საცხოვრებელი ნაგებობა.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ქოროღოს ცეცხლისჯვრის კომპლექსი  მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მთიულეთში,  ხადას ხეობაში, სოფელ ქოროღოს  სამხრეთ–დასავლეთით, 3–4–კმ–ზე, მაღალ მთაზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) ეკლესია  დარბაზულია (6,8X5 მ), განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სამხრეთიდან სწორკუთხა მინაშენი ეკვრის. ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვითა და მოყვითალო ფერის კირხსნარით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის დიდი ნაწილი და განივი კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის ღეძზე გაჭრილია ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელი, რომლის გარეთა ღიობი ზემოთკენ მკვეთრად ვიწროვდება და დასრულებულია ერთ ქვაში გამოკვეთილი, თითქმის წრის ფორმის თაღით. მეორე, შიგნით სწორკუთხა და გარედან თაღოვანი სარკმელი, დასავლეთ კედელშია. ორივე საკმლის რაფა საფეხურებიანია. გრძივ კედლებზე ორ–ორი დეკორატიული თაღია. კამარა ეყრდნობა შუა და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს. ინტერიერი შელესილია. კედლებზე შემორჩენილია XVI-XVII საუკუნეების  მოხატულობის  ფრაგმენტები. ეკლესიის ფასადები სადაა, აღმოსავლეთის სარკმლის თავზე გამოყვანილია ნახევარწრიული სადა წარბი.   
მინაშენი ეკლესიის თანადროულია და ეკლესიაზე ოდნავ უფრო გრძელია. შესასვლელი მას სამხრეთიდან, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ ჰქონდა. მოგვიანებით მინაშენის დასავლეთ ნაწილში (ეკლესიის შესასვლელის აღმოსავლეთ წირთხლის ხაზზე) ტიხარი ჩააშენეს და ვიწრო ტალანი მოაწყვეს. მონაშენში შესასვლელი ტალანიდანაა. აღმოსავლეთით შიგნით სწორკუთხა და გარედან თაღოვანი სარკმელია. სარკმლის სამხრეთით ერთი სწორკუთხა ნიშია. მსგავსი, მიჯრით განლაგებული ოთხი ნიშია სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის რელიეფური წარბი ამკობს. შესასვლელის არქიტრავის ქვაზე ბოლოებაზნექილი სადა ლილვით ცრუ ტიმპანია  მოსაზღვრული, რომელშიც ბოლოებგაშლილი ჯვარია ჩაკვეთილი. შემორჩენილია ეკლესიისა და მინაშენის თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტები. იგი ნახევარწრიული თაღების მწკრივითაა მორთული.

ganakveTi Crd_ken aRmosavleTi fasadi

ბ) ზურგიანი   კოშკი  (5,5X4 მ) ეკლესიის მინაშენს დასავლეთიდან ეკვრის. აგებულია X-XI საუკუნეებში. ექვსართულიანია (სიმაღლე 14 მ.) და ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია: მონგრეულია VI სართულის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია სართულშუა გადახურვები. კოშკის ქვედა ნაწილი ყრუა. შესასვლელი ტრაპეციის ფორმისაა, გაჭრილია აღმოსავლეთ სწორ კედელში, მიწიდან 3 მ. სიმაღლეზე. ამავე მხარეს II, III, IV  და V სართულებზე თითო ვიწრო სარკმელია. V სართულს ერთი სარკმელი სამხრეთითაც აქვს. ბოლო, VI სართული აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით ხისმოაჯირიანი ფართო თაღებით იყო გახსნილი. კოშკის სართულშუა გადახურვისთვის გამოყენებული იყო ქვის ფილები. სართულები ერთმანეთს ოთხკუთხა საძრომებით უკავშირდებოდა.
გ) საცხოვრებელი   ნაგებობა კოშკსა და მინაშენზე სამხრეთიდანაა მიდგმული (8,2X6,5მ). განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია. შემორჩენილია I სართული და II სართულის კედლების მცირე ნაწილი. სართულშუა გადახურვა ჩამოშლილია. შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის ჩრდილო კიდესთანაა. კარი არქიტრავითაა გადახურული, მასზე ცრუ ტიმპანია ამოკვეთილი. დასავლეთ კედელი ყრუა. სამხრეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, აღმოსავლეთისაში – ერთი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ქოროღოს ცეცხლისჯვრის კომპლექსი  წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2, 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016