Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Waqvinjis cixe

(IV-XVII ss
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ციტადელი, კოშკი და გვირაბი, პალატი და ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ჭაქვინჯის ციხე მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით მდებარე სოფელ  ჭაქვინჯის ცენტრში, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, მაღალ მთაზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ჭაქვინჯის ციხის აშენების თარიღი შეიძლება განისაზღვროს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით - IV-V საუკუნეებით. ციხის არქოლოგიური და არქიტექტურული ანალიზი ამაზე მიუთითებს.
ისტრიულ წყაროებში იგი XVII საუკუნიდან იხსენიება. ეს ცნობები ძალზე ცოტას გვაძლევს, რადგან ციხემ იარსება თხუთმეტი საუკუნე და ამ ხნის განმავლობაში მას ცხოვრების დიდი გზა ექნებოდა გავლილი.
შესამჩნევი რეკონსტრუქცია განიცადა ციხემ XII-XIV საუკუნეებში. ძლიერი მტრის დარტყმებმა ციხე მეტად დააზიანა.
მომდევნო საუკუნეებში მტრის შემოსევები ხშირდება, რაც იწვევს ციხის დაზიანებასაც. დიდი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს XVI საუკუნიდან.

ბოლო პერიოდის ციხის ისტორია დაკავშირებულია დადიანებთან. სამეგრელოს მთავარი დადიანის რეზიდენცია ზუგდიდში იყო, მაგრამ უმცროსი შტოს წარმომადგენლები ცხოვრობდნენ სხვადასხვა ადგილებში. ერთი ასეთი იყო ჭაქვინჯი.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ჭაქვინჯის ციხისთვის მაღალ მთებში ადგილი ისე მოხერხებულადაა შერჩეული, რომ იქ მჯდომი ძალიან დიდ მანძილზე ზვერავდა. შორს, ქვემოთ კოლხეთის დაცემული დაბლობი მოჩანს მზიან ამინდში, საღამოჟამს, ზღვაც კი აირეკლება.
ციხის ქვემოთ ფერდობი ნელ-ნელა ეშვება მდინარე ჭანისწყლისაკენ. ციხეზე გზა ამჟამად სამხრეთიდან ადის, მაგრამ ძველად იგი ციტადელს დასავლეთიდან ადგებოდა. იქვე იყო მცირე კარი, ხოლო ქვედა ციხის ეზოში ჭიშკარი უფრო ზემოთ, წყაროს მიდამოებში უნდა ყოფილიყო.
ციხე ძლიერ დაზიანებულია. ნანგრევებში არამცთუ თავდაპირველი სახის დადგენა, არამედ ზოგჯერ კედლების მიმართულების გარკვევაც შეუძლებელია.
1968-69 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ციხე ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან - ერთია ციტადელი და მეორე მასთან დაკავშირებული ქვედა ციხე დიდი ფართობით. ციტადელი მაღლობზე დგას, ხოლო მასზე მობმული ციხის დიდი ეზო მდებარეობს ჩრდილოეთით, რთულ რელიეფზე, მეორე ნაწილიდან თითქმის აღდგა გალავნის მოხაზულობა, ხოლო ფაქტიურად დარჩენილია ბოლო კოშკის ნაშთი, ჩრდილო განაპირას და ჩრდილო-აღმოსავლეთით, საიდანაც გამოდიოდა გვირაბი. აქვე უნდა აღინინიშნოს, რომ ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთში მდებარე წყარო ჩართული იყო გალავანში.
ციხის განხილვამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აქ ძირითადად სამი ქრონოლოგიური ფენაა - ადრეშუასაუკუნეებისა, განვითარებული შუასაუკუნეებისა და გვიანშუასაუკუნეებისა.
 ა) ციტადელის ტერიტორიის მთლიანი გათხრის შემდეგ სამშენებლო ფენები გაიმიჯნა. ციტადელი განლაგებულია გრძელ, ელიფსურ გორაზე. მშენებლებს კარგად გაუთვლიათ რელიეფის თავისებურება. ძნელად მისადგომ მხარეებზე გალავნებით დაკმაყოფილებულან, ხოლო ჩრდილოეთით, სადაც ადვილი მისადგომებია, გალავანში სამი კოშკი ჩაურთავთ. ყველაფერი ეს შეიძლება დათარიღდეს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით - IV-V საუკუნეებით. ამ ფენამ საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ იცვალა სახე, მხოლოდ ძირითადის შენარჩუნებით.
შესამჩნევი რეკონსტრუქცია განიცადა ციხემ XII-XIV საუკუნეებში. ძლიერი მტრის დარტყმებმა ციხე მეტად დააზიანა. აშენდა ციტადელის აღმოსავლეთის ბოლოში ერთი კოშკი, ხოლო ჩრდილოეთის შუა კოშკი ხელახლა იქნა აგებული. იმავე ხაზზე მდებარე განაპირა კოშკები შესამჩნევად გადაკეთდა.
მომდევნო საუკუნეებში მტრის შემოსევები ხშირდება, რაც იწვევს ციხის დაზიანებასაც. დიდი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს XVI საუკუნიდან.
ამ ეპოქის სარესტავრაციო და დამატებითი სამუშაოები თითქმის ყველგან ჩანს. განსაკუთრებით ეს ემჩნევა სამხრეთით, გალავნის ხაზს, XVI-XVII საუკუნეებშია დამატებული სათოფეებიანი ფენა.
ციხის ქვედა, ჩრდილოეთის მონაკვეთი, საკმაოდ რთული და დიდი ფართობისა ყოფილა. სამწუხაროდ, თითქმის მოსპობის გამო, მის შესახებ ბევრი ვერაფერი ითქმის. ცხადია, რომ იგი განკუთვნილი იყო გარნიზონის სამოქმედოდ.
ბ) ციხის ქვედა ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთში მდგარი კოშკი აგებულია გვირაბთან ერთად, საიდანაც გვირაბი ადის ციტადელის კარამდე. აქედან მალულად იმოძრავებდნენ მეომრები და გარემოცვის შემთხვევაში, კოშკიდან გამოსულები, მოულოდნელად მტერს თავს დაესხმოდნენ. ეს ხერხი ახალი არ არის, იგი ხშირად გვხვდება ანტიკურ და შუა საუკუნეების ციხეებში. თავისთავად კოშკი და გვირაბი აგებული ჩანს XV და XVI საუკუნეებში.
გათხრებმა ციტადელის ეზოში გამოავლინა პალატი და ეკლესია. არის რამდენიმე ნაგებობის ნაშთი, მაგრამ მათი გეგმის აღდგენა შეუძლებელია. ქვევრებიც ბლომად იყო ეზოში.
გ) პალატი სამხრეთის გალავანთანაა. მისგან დარჩენილია ერთი მეტრის სიმაღლის კედლები. მას შესასვლელი ჩრდილოეთის კედლის ცენტრში ჰქონია. პალატის გეგმა გრძელი ოთხკუთხედია. მის ცენტრში ორი სვეტი დგას. ეტყობა, მათზე გადადიოდა თაღები, რომლებიც კამარებს იმაგრებდნენ. პირველი სართული დამხმარე უნდა ყოფილიყო. მეორე სართული საცხოვრებლად იქნებოდა განკუთვნილი. საერთო მონაცემებით პალატი IX-X საუკუნეებით თარიღდება.
დ) ეკლესია - ციტადელის აღმოსავლეთის მონაკვეთში, გარნიზონისა და შიგ მცხოვრებთათვის დარბაზული ეკლესია აუგიათ. იგი გარედან თლილი ქვის კვადრებით ყოფილა შემოსილი. სამხრეთის ფასადზე დეკორატიული თაღებიცაა გამოყენებული. ეკლესია XII-XIV საუკუნეთა მიჯნით თარიღდება.

ჭაქვინჯი შუა საუკუნეების ერთ-ერთი საიმედო ციხე იყო. იგი მრავალი საუკუნე ემსახურებოდა სამშობლოს დაცვას.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ჭაქვინჯის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ჭაქვინჯის ციხეში მდებარე ეკლესია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

პ. ზაქარაია, თ. კაპანაძე - „ციხეგოჯი-არქეოპოლისი-ნოქალაქევის ხუროთმოძღვრება“, 1991წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016