Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

xerxemis cixe
(ganviT feod. xana)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ოთკუთხა კოშკი, დარბაზული ნაგებობა, ეკლესია, დასავლეთის კოშკი და ახლო–მახლო მდებარე ნაგებობები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ხერხემის ციხე მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმნიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით 5 კმ–ში.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ხერხემის ციხის და სოფლის მფლობელი უნდა ყოფილიყო აზნაური ხერხემელი, რომლის შთამომავლობა ხერხემელისძეთა თავადურ საგვარეულოდ ჩამოყალიბდა სამცხეში. აღნიშნული საგვარეულო იხსენიება `ქართლის ცხოვრებაში~: დაახლოებით 1306 წელს თურქები ტაოს შემოესივნენ. ჟამთააღმწერლის სიტყვით, `ვაშლოვანით წარსულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიაგალისხევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ხერხემელისძეთა აზნაურთაგან~. როგორც ჩანს, ხერხემლისძეთა მეთაურობით, ქართველებს აქ დიდი შემოსევის ერთ-ერთი ომი მოუგიათ.
1516 წლის მცხეთის საპატრიარქოს სამცხეში საქონებელსა და სამწყსოს სიაში, ხერხემლისძეთა მამული სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესიით, უკვე თაქთირსძეთა გვარს ეჭირა. სავარაუდოდ აქ სამცხის სოფელი ხერხემი, ციხე და მისი მიდამოები იგულისხმება. ხერხემლისძენი ამის შემდეგ აღარ იხსენიებიან.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ხერხემი მესხურში ხერხემალს ნიშნავს და ადგილზე მნახველიც რწმუნდება სახელდების სიზუსტეში: კლდოვანი ქედის ვიწრო ხერხემალი მთლიანად უკავია ციხე-გალავანს, დამხრობილს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ორი მოზრდილი კოშკი გალავნის თავსა და ბოლოში, ციხის ორ შემოსასვლელს დარაჯობს. მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთისაა, სადაც კარგად შერჩენილა თაღი და კედლებში ხვრელები კარის საკეტი ურდულებისათვის.
ა) კარის მარჯვნივ ოთხკუთხა კოშკია, ფართობით 10X12 მ. მისი კედლები დაახლოებით 15 მეტრის სიმაღლისაა და 4-5 სართულიანი უნდა ყოფილიყო. სართულებს შორის კედლებს კარგად ეტყობა ბუდეები გადახურვის ძელებისათვის. კოშკი ნაგებია მცირე ზომის, თანაბარ ქვათა მწკრივებით, შეინიშნება სხვადასხვა პერიოდის წყობა. კოშკის კუთხეები გარედან მომრგვალებულია.
ბ) გალავნის ზედა კოშკამდე შიდა ეზოში, სამხრეთის კედელთან კიდევ ერთი ნაგებობის კვალია, ჩრდილოეთით კი – ეკლესიის ნანგრევი. მისი სამხრეთის კედლის ნანგრევის განსხვავებული ჯიშის გათლილი ქვებით ყოფილა მოპირკეთებული. ამათგან სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში ოთხი ლოდიღაა შერჩენილი, დანარჩენი გაზიდულია. ამ დარბაზულ ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს და ერთი სამზერი – ჩრდილოეთ კედელში.
გ) სავარაუდოდ, გალავნის სამზერიან კედელს მერე მიადგეს ეკლესია. შემორჩენილია საკურთხევლის და ეკლესიის შუათაღის ნასტი. არავითარი ჩუქურთმა ამ ნაგებობას არ ახლავს, ის შეიძლება XIV-XV საუკუნეებით თარიღდებოდეს.
დ) ციხეში ყველაზე უკეთაა შემორჩენილი დასავლეთის კოშკი, რომელსაც გაბატონებული მდებარეობა აქვს. ესაა გარედან მომრგვალებული, ეზოსაკენ კი ბრტყელი კედლით მოქცეული ოთხსართულიანი შენობა. მისი შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, ბრტყელი კედლის მეორე სართულზე, ჩანს, მისადგმელი კიბით. კოშკის ქვედა სართულის ფართია 4X5 მეტრზე; მესამე და მეოთხე სართულშორისი ცილინდრული გადახურვა, გათლილი ქვებისაგან შემდგარ ერთ თაღს უჭირავს. კედლებში მაღალი საისრე ნიშებია დატოვებული მშვილდის ჩასადგმელად, რომლებიც კედლის სიღრმეში ვიწროვდება. ისინი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ამომავალ ბილიკებს დაჰყურებს. დასავლეთის მხრიდან გალავანს მეორე შემოსასვლელი აქვს. კოშკის მეოთხე, საბრძოლო სართულს, ჩრდილოეთის მხარეს სალოდეების ნაშთიც შერჩენია. ამ ნაგებობას უკეთ ეტყობა ძველი წყობა: გარედან – მცირე, თანაბარი ზომის ქვათა რეგულარული მწკრივები კირხსნარზე; ამავე დროს ეს მოგრძო ლოდები კედლის სიღრმეში პერპენდიკულარულადაა ნაწყობი. ციხის ეს ძველი ფენა VIII-IX საუკუნისა შეიძლება იყოს.
ე) ხერხემლისწყლის მეორე – მარჯვენა ნაპირზე კლდეზე კედლები მოჩანს, წყობა ციხის თანადროულია და სავარაუდოდ მისსივე სისტემის ამ გზათა მოდარაჯე ერთ-ერთი კოშკი იყო.
ხერხემისწყლის აყოლებით, ციხის მოპირდაპირე ქედზე გამოქვაბული მოჩანს. აქ ორი-სამი მეტრის სიმაღლის კედელია ამოშენებული, საერთო იერით მოგვიანო პერიოდისა. სიახლოვის გამო, შესაძლებელია ისიც ხერხემის ციხეს უკავშირდებოდა.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ხერხემის ციხეში მდებარე  ეკლესია ახალციხისა და  ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

დევი ბერძენიშვილი – “ნარკვევები”, 2005წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016