Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

veres RvTismSoblis eklesia
(VI, X-XI ss)


1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ გარდატენიდან 5,5 კმ–ის დაშორებით მდინარე ვერეს ხეობის მარცხენა ნაპირზე, ტყეში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია  თარიღდება VI  საუკუნით, გადაკეთებულია  XI  საუკუნეში. შენობა სამნავიანი ბაზილიკაა (10,7 X 7,5მ)  შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია წითელი და რუხი ფერის ქვით, გამოყენებულია შირიმის ქვაც. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია:  ჩამონგრეულია კამაროვანი გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები. მთლიანად მიწაშია ჩაფლული სამხრეთის ეგვტერი და დასავლეთის კარიბჭე. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს - ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდში და დასვლეთ კედელში თითო სარკმელია, გრძივ კედლებში - ორ-ორი. თითო სარკმელი  სადიაკვნისა და სამკვეთლოს აფსიდებშიცაა. მაღალი შუა ნავი ბემითა და ნახევრადოვალური აფსიდით მთავრდება. აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ შესასვლელები  გვერდის ნავებიდან აქვთ. შუა ნავი გვერდის ნავებისაგან გამოყოფილია ორ წყვილ დაბალ და მასიურ რვაწახნაგა ბურჯზე  დაყრდნობილი თაღებით  (ამ თაღებზე დაშენებული შუა ნავის გრძივი კედლები), ხოლო ბემა თავის მხრივ შუა ნავისაგან გამოყოფილია ვიწრო  და დაბალი თაღებით. ბურჯებზე დაყრდნობილია გრძივი კედლების პილასტრები, რათა პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა შუა ნავის კამარის საბჯენი თაღები. აფსიდში და დასავლეთ კედლის კუთხეებში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. აღმოსავლეთის ფასადი ერთ სისტემაში გაერთიანებული დეკორატიული  შეწყვილებული ნახევარსვეტებით ხუთ მალად  არის დაყოფილი. მაღალი და ფართო შუა მალი მართკუთხაა. მის მარჯვნივ და მარცხნივ მდებარე დეკოკატიულ  თაღედში სამკუთხა ღრმა ნიშებია. საკურთხევლის სარკმელი მოჩარჩოებულია მართკუთხა  ფართო ორნამენტიანი საპირით.

grZivi ganakveTi Crd-ken, ganivi ganakveTi aRm-ken

ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში შემორჩენილი ლავგარდნის ნაწილები პროფილირებულია აღმოსავლეთის სარკმლის ჩარჩოზე  არსებულ ასომთავრულ  წარწერაში მოხსენიებულია ატენის ციხისთავი გრგნელი, რომელსაც  ეკლესია  XI  საუკუნის  60-იან  წლებში აღუდგენია და ჩუქურთმებით მოურთავს. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადების გაყოლებით ჩანს  მინაშენის  კვალი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ვერეს ღვთისმშობლის ეკლესია გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ., 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016