Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

sxaltba
(1669w)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ტაძარი, მცირე ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ–ში მდებარე სოფელ სხალტბას, სასაფლაოზე.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

როგორც გაირკვა, ამ ადგილას აღმოჩნდა ორი ძირითადი ფენა – XII–ის ბოლოს აგებული ეკლესიისა  (სიმაღლის არე ნახევრამდე) და შემდეგ XVII-–ში მოხდა ორი აღდგენა და ერთ–ერთი კარიბჭის აშენებას თანხვდა.
სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია ივანე ზედგენიძის სახლთუხუცეს შიოშისა და მისი თანამეცხედრის თამარის ბრძანებით, 1669 წელს ააგეს. კარიბჭის ერთ–ერთ სვეტზე ამოკვეთილი წარწერის თანახმად, ეკლესია ოსტატ მელქან ფურცხვანიძის მიერ არის აგებული.
2007 წელს ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

Wrili gegma

ეკლესია დარბაზულია (9X7.8 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარიბჭედან. შესასვლელის თავზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია 1669 წელს ააგეს, ხოლო კარიბჭის ერთ–ერთ სვეტზე ამოკვეთილი წარწერის თანახმად, ეკლესია ოსტატ მელქან ფურცხვანიძის მიერ არის აგებული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა თაღოვანი ნიშებია. საკურთხეველი ერთი საფეხურით ამაღლებულია. დარბაზის ჩრდილოეთისა და სამხრეთ კედლებზე ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც შეისრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეკლესიის ყოველ ყოველ კედელში სარკმლები კამარის საყრდენთანაა გაჭრილი, მათ ქვემოთ პატარა ნიშებია. ინტერიერში შელესილობა დაზიანებულია. სამხრეთის ფასადზე შესასვლელის საპირე ორნამენტითაა მორთული.
ეკლესიის თანადროული კ ა რ ი ბ ჭ ე  ნაგებია რიყის ქვით და თლილი ქვითაა მოპირკეთებული. მისი სამხრეთის თაღედი ფასადის მხარეს მთლიანად გახსნილია: აქ სამ რვაწახნაგოვან ბოძს ოთხი შეისრული თაღი ეყრდნობა. ყოველი ბოძის სამი წინა წახნაგი მორთულია ჯვრებითა და გეომეტრიული მოტივებით. მოჩუქურთმებული კარიბჭის თაღები შემკულია ნახევარდისკოების მწკვრივით.

foto foto

როგორც გაირკვა, ამ ადგილას აღმოჩნდა ორი ძირითადი ფენა – XII–ის ბოლოს აგებული ეკლესიისა  (სიმაღლის არე ნახევრამდე) და შემდეგ XVII-–ში მოხდა ორი აღდგენა და ერთ–ერთი კარიბჭის აშენებას თანხვდა.

2007 წელს ძეგლს ჩაუტარდა რესტავრაცია.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია მცხეთა–თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. რესტავრირებულია. არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5.

10. marSruti

დადგინდება

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.saunje.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016