Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Jebotas mariamwmindis eklesiis
kompleqsi
(gviand. Sua xana
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ორსართულიანი ეკლესია, წმ. მარიამის ეკლესია, გალავანზე გარედან მიშენებული ორსართულიანი სამრეკლო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ჟებოტას მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ჟებოტას ნასოფლარ გორაკზე.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

კომპლექსში უადრესია ორსართულიანი ეკლესია. Mმომდევნო ხანებში აუგიათ დარბაზული ეკლესია და გალავანი, ხოლო სულ ბოლოს - სამრეკლო.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ა) ორსართულიანი ეკლესია გეგმით სწორკუთხაა (4,2X3,5 მ; სიმაღლე 7,5 მ) თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. Nნაგებია მოზრდილი ზომის, ნაწილობრივ დამუშავებული ნატეხი ქვის რეგულარული წყობით. დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი და ნაწილობრივ ლავგარდანი, მონგრეულია აღმოსავლეთის ორივე კუთხის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოგვიანებით გამაგრების მიზნით, დასავლეთით კედელზე (მთელ სიმაღლეზე) მიუშენებიათ ნატეხი ქვით ნაგები სქელი (სიგანე დაახლოებით 0,6 მ), კედელი, რომელსაც ორივე ბოლო ისე აქვს მომრგვალებული, რომ შენობის დასავლეთის ორივე კუთხეს მთელ სიმაღლეზე ფარავს. როგორც ჩანს, ამავე დროს განუახლებიათ ლავგარდანი და სახურავი.

gegma da ganakveTi ganivi ganakveTi samxreTi fasadi

I სართული გეგმით სწორკუთხა, ნახევარწრიული კამარით გადახურული ყრუკედლებიანი სათავსია (ფართობი 3,3 კვ. მ), II სართული კი სამლოცველოა. მათ შორის კავშირი ხორციელდებოდა I სართულის კამარაში მოწყობილი მართკუთხა (0,7X0,45 მ) ხვრელობით, რომლის ნაწილი სამლოცველოს აფსიდის ფარგლებშია მოქცეული. შესასვლელი სამლოცველოს სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში აქვს, მიწის დონიდან 3,2 მ. სიმაღლეზე. კარი ორივე მხრიდან ტიმპანითაა დასრულებული. გარედან შესასვლელის აღმოსავლეთ წირთხლთან წყობიდან გამოშვერილია მოზრდილი ქვა, რომელსაც, როგორც ჩანს, ხის კიბის მისაყრდნობად იყენებდნენ. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, რომლის სამხრეთით  მცირე ზომის კვადრატული ნიშია მოწყობილი. თითო მსგავსი სარკმელია ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში მათგან დასასავლეთ სარკმლის ღიობი მოგვიანებით მიშენებულ კედელში გრძელდება. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, მის თაღს ოდნავ შეისრული ფორმა აქვს. მსგავსი ფორმისაა კამარაც. ინტერიერში, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებზე, შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტები.
გარედან შენობა ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება და დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს თარო, შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი. სახურავი ორფერდაა.
ბ) წმ. მარიამის ეკლესია დგას ორსართულიანი ეკლესიის დასავლეათით, 4,5 მ-ზე. დარბაზულია (6,3X4,5 მ) თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარისა და საფასადო წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მონგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. მას მხოლოდ წირთხლების მცირე ნაწილი შემორჩა. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია კუთხეებმომრგვალებული საკურთხევლით, რომლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია გარეთკენ შევიწროებული სწორკუთხა სარკმელი. სარკმლის ორივე მხარეს თითო კვადრატული ნიშია. თითო სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ და  დასავლეთ კედლებშია. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. საკურთხეველი ამორფული ფორმის კონქითაა გადახურული, იგი უშუალოდ შეერთვის დარბაზის ასევე არაწესიერი ფორმის კამარის შემორჩენილ ნაწილს. საკურთხევლის მხრები ვიწრო და უსწორმასწოროა. საკურთხეველში ჩრილოეთ კედელზე შემორჩენილია გვიანდელი შუა საუკუნეების ძლიერ დაზიანებული მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხეველში მხატვრობა ორ რეგისტრად ყოფილა დაყოფილი. ამჟამად კონქის კომპოზიცია მთლიანად დაღუპულია (ნალესობა ჩამოცვენილია) მეორე რეგისტრში წარმოდგენილი არიან ეკლესიის მამები. ამავე რიგში, ჩრდილოეთის მხარეს, გამოსახულია დიაკვანი. Dდარბაზის ჩრდილოეთ კედელზე შემონახულია ასომთავრული წარწერის ფრაგმენტები. წარწერის ყოველი სამი სტრიქონი მოქცეულია სწორკუთხედში, რომელიც შემოსაზღვრულია მოწითალო-აგურისფერი ხაზით. ამჟამად დარჩენილია ხუთი ასეთი სწორკუთხედი. წარწერის შინაარსის დადგენა არ ხერხდება. მხატვრობის შესრულების მანერა მშრალია და გრაფიკული. კოლორიტი აგებულია მოყვითალო-აგურისფერი, ცისფერი და ყვითელი ფერების შეხამებაზე. ფონი თეთრია.
გ) სამრეკლო, გეგმით სწორკუთხა (4X3,7 მ) ორსართულიანი ნაგებობა, მიშენებულია გალავნის სამხრეთ კედელზე (სამხრ-დასავლეთ კუთხესთან) ნაგებია წვრილი ნატეხი ქვით (საკმაოდ დაუდევრად). I სართული ნახევარსფერული გუმბათით გადახურული სწორკუთხა სათავსია, რომლის აღმოსავლეთ კედელის სამხრეთ კიდეში სწორკუთხა შესასვლელია გაჭრილი. სათავსის ოთხივე კუთხეში თითო მოზრდილი ტრომპია მოწყობილი. ტრომპებს ზემოთ თითქმის ტოლგვერდა რვაკუთხედი იქმნება, რომელსაც გუმბათის წრიული საფუძველი ემყარება. თვით გუმბათის საფუძვლის მრუდი რამდენადმე კედელშია შეჭრილი და მთელ პერიმეტრზე პატარა საფეხურს ქმნის.

gegma ganakveTi

სართულის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო კვადრატული ნიშია. II სართული რვაწახნაგობანი, გარედან ზემოთკენ შევიწროებული ფანჩატურია, ყოველ წახნაგში თითო ფართო და მაღალი თაღოვანი ღიობია. თითოეული მათგანი ზემოთ თანდათან შევიწროებულია და დასრულებულია ნახევარწრიული თაღით. თაღის მალი რამდენადმე აღემატება ღიობის სიგანეს, რის გამოც ორივე ქუსლთან პატარა საფეხური იქმნება. გარედან თაღები კედლის სწორკუთხა შეღრმავებაშია მოქცეული. ფანჩატურის შიდა სივრცე ნახევარსფერული გუმბათითაა გადახურული, რომელიც  საფუძვლით, I სართულის გუმბათის მსგავსად, კედლის სიბრტყეშია შეჭრილი. ფანჩატური დასრულებულია შირიმის ლავგარდნით, რომლის პროფილს შეადგენს ვიწრო თარო და ცერად ჩაკვეთილი სიბრტყე. სამრეკლოს პირამიდული ფორმის რვაწახნაგოვანი სახურავი ხურავს. სწორკუთხა მოხაზულობის გალავნისა და  მის დასავლეთ კედელში არსებული კარიბჭის კედლები 0,5–1,2 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ჟებოტას მარიამწმინდის ეკლესიის კომპლექსი წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2, 2004 წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016