Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

sinkoTi (sinaqoTi)
(IX s)



1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

სინკოთის ეკლესია მდებარეობს თურქეთში, ართვინის ვილაიეთში (ოლქში), ისტორიულ მხარე შვშეთში, ისტორიულ სოფელ სინკოთში (Kupluce).

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

შავშეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკლესიის ნაშთი შემოინახა სოფელ სინკოთში, რომლის ახლანდელი სახელწოდებაა ქიუფლიუჯე (Kupluce, თურქული სიტყვიდან Kup – ქვევრი).
წერილობითი ცნობები სინკოთის შესახებ პრაქტიკულად არ მოიპოვება. ნასყიდობის ერთ სიგელში, რომელიც გ. ყაზბეგმა იპოვა ტბეთში და დ. ბაქრაძემ გამოსცა, საქართველოს სხვა ცნობილ სიწმინდეებთან ერთად ნახსენებია `მეოხებითა ცხრათა ნაწილთა სინაქოტისათა~. დ. ბაქრაძის აზრით აქ ნაგულისხმებია სწორედ გვიანდელი სინკოთი, სადაც, საფიქრელია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წმინდა ნაწილები ინახებოდა.
სოფლის განაპირას, პატარა ბორცვზე მდგარი ეკლესია ძლიერ დაზიანებული იყო უკვე 1904 წელს, როცა ის ნ. მარმა ნახა. მას შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამჟამად მთლიანად ჩანგრეულია გუმბათი, გუმბათქვეშა თაღები და გარდამავალი კონსტრუქცია, კამარების დიდი ნაწილი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხე, საფასადო წყობა შემორჩა მხოლოდ ჩრდილოეთ მხარეს, სხვა სამ ფასადზე მთლიანად შემოძარცულია. ინტერიერი ამოვსებულია ნამსხვერევებით, რომელზედაც უხვი მცენარეულობა არის ამოსული.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

gegma gegma

 

foto

სინკოთის ეკლესია ნაგებია შერეული მასალით. კედლის ძირითადი წყობა როგორც შიგნით, ისე გარეთ შედგება 20-25 სმ სიმაღლის სწორ რიგებად დაწყობილი ქვებისაგან. ქვები კლდოვანი ჯიშისაა, სხვადასხვა ფერის (რუხი, მოვარდისფრო, მომწვანო, მოყვითალო). ისინი დამუშავებულია ძალიან ზოგადად, მიცემული აქვთ მხოლოდ ზოგადი ფორმა, წიბოების გამოყვანის გარეშე. პირითი მხარე გათლილია, მაგრამ არა გლუვად. დიდრონი ღრეჩოები ქვებს შორის კენჭებითა და კირის ხსნარით არის ამოვსებული. საპირე წყობის ქვები კედელში 15-20 სმ-ს სიღრმეზე სხედან. ალაგ-ალაგ გვხვდება კედლის გარდიგარდმო დადებული გრძელი ქვები, რომლებიც ფასადზე ვიწრო წახნაგით გამოდის. კუთხეებზე ქვები უფრო უკეთაა გათლილი, მაგრამ არა სუფთად. შემორჩენილი კამარები ამოყვანილია დუღაბით (ქარგილებზე), თაღები – ზოგი დუღაბით, ზოგიც აგურით. ერთი-ორგან აგურის თაღებში შერეულია აგურის ზომაზე დატეხილი ქვაც.
ეკლესია გეგმით წაგრძელებულ მართკუთხედს წარმოადგენს. შუაში იდგა ოთხი ბურჯი, რომლებსაც ეფუძნებოდა გუმბათი (ახლა ბურჯების დასავლეთ წყვილი დანგრეულია). ცენტრალურ კვადრატს ერთვის ოთხი მკლავი, ამათგან აღმოსავლეთისა ბოლოვდება საკურთხევლის აფსიდით. მის ორსავ მხარეს მოწყობილია დამხმარე სათავსები. სინკოთი შედარებით რთულადაა აგებული. შუა ბირთვის (მას შეადგენს ცენტრალური კვადრატი აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავებთან ერთად) ირგვლივ შენობა ორ სართულად არის გაყოფილი. მეორე სართულზე იქმნება ვრცელი სამმხრივი პატრონიკე, სამივე მხრიდან თაღებით გახსნილი შუა სივრცისაკენ. პატრონიკეს გრძივი ფრთები ხუთ-ხუთი მონაკვეთისგან შედგება, ამათგან შუა მონაკვეთები, რომლებიც გუმბათქვეშა კვადრატს შეესაბამება, სხვებზე განიერია და შესამჩნევად მაღალი. განსხვავებით დანარჩენი მონაკვეთებისაგან, რომელთაც ჯვაროვანი კამარები ხურავს, შუა მონაკვეთები ცილინდრული კამარებით არის გადახურული განივ (სამხრეთ-ჩრდილოეთი) ღერძზე. ამის წყალობით გარედან ისინი აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავებთან ერთად ქმნიან `ჩახაზული ჯვრის~ ტიპის შენობისათვის დამახასიათებელ მოცულობას მასათა საფეხუროვანი განაწილებით.

Wrili


Wrili

გუმბათის არქიტექტურის შესახებ რაიმეს თქმა შეუძლებელია – ის უკვე ნ. მარის მოგზაურობის დროს მთლიანად განადგურებული იყო. გადახურვის ნანგრევებში არის გუმბათქვეშა კვადრატის კუთხის ფრაგმენტი, რომელზეც შემორჩენილია დუღაბით ამოყვანილი გარდამავალი კონსტრუქციის მცირე ნაწილი – აფრის სფერულად შეზნექილი სიბრტყე. ეს ფრაგმენტი მოწმობს, რომ შენობაში ან წმინდა აფრული სისტემა იყო, ან აფრა-ტრომპული.
პატრონიკეს ქვეშ გვერდითა ნაწილებს ერთიანი გრძივი ცილინდრული კამარები ხურავს. პატრონიკეს დასავლეთ მონაკვეთის ქვემოთ არის თავისებური ნართექსი, რომელიც ძირითად სივრცეს ერთი ფართო თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება.
მთავარი შესასვლელები ეკლესიას ჰქონდა სამხრეთიდან (ეს კარი ახლაც ჩანს) და, როგორც ჩანს, დასავლეთიდან (ეს კედელი ახლა მთლიანად დანგრეულია). კიდევ ორი დამატებით პატარა კარი არის ჩრდილოეთ კედელში.
ჩრდილოეთის – ერთადერთ ასე თუ ისე შემორჩენილ – ფასადზე კვეთილი დეკორი არ ჩანს, მაგრამ შეიძლება ყოფილიყო პატარა თავსართები. ახლა თავი ყველა სარკმელს მორღვეული აქვს.
სინკოთის ეკლესიის რთული, მრავალწევრი სტრუქტურა თავისი ხასიათით გარდამავალი ხანის, მეტად კი IX საუკუნის არქიტექტურას უკავშირდება. თლილი ქვის გამოუყენებლობა კუთხეებსა და მრუდხაზოვან კონსტრუქციებზე ასევე მიგვითითებს X საუკუნის წინა ხანაზე.

gegma gegma


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

სინკოთის ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. დ. ხოშტარია – „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, 2005წ.
2. ფოტოები და გეგმები აღებულია ინტერნეტ ბმულ
http://www.virtualtao-klarjeti.com/monuments2.aspx?iid=67

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016