Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ალის კვირაცხოვლის ეკლესია
(1810–20 წწ)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, ეგვტერი, სამრეკლო;

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.


3. adgilmdebareoba

ალის კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე იმერეთში, ხაშურიდან 25 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ალის ცენტრში.

4. ruka


5. istoriuli mimoxilva

ალის კვირაცხოვლის ეკლესია აშენებულია 1810–20 წლებში. 1977 წელს ადგილობრივ მოსახლეობას შეუკეთებია.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.


7. arqiteqturuli aRwera

ა) ალის კვირაცხოვლის ეკლესია გუმბათოვანია (14.35×10.62 მ.) ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სამხრეთ დასავლეთით მიშენებული აქვს ეგვტერი და სამრეკლო. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით, კედლის დასავლეთ მონაკვეთში. ეკლესიის შიდა სივრცეს ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავები სხვადასხვა სიღრმისაა: სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავები მოკლეა, დასავლეთის შედარებით ღრმაა, აღმოსავლეთის მკლავები აფსიდით და ბემით მთავრდება. გუმბათქვეშა კვადრატი საკურთხევლის შვერილებსა და დასის ორ ბოძს ეყრდნობა. გრძივი კედლების ნახევარწრიული თაღები პილასტრების იმპოსტებსა და გუმბათქვეშა ბურჯებზე გადადის. აფსიდში და სამივე მკლავში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში – 12. აფსიდში სარკმლის ორივე მხარეს ღრმა თაღოვანი ნიშებია. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით პატარა სწორკუთხა სათავსებია – სადიაკვნე და სამკვეთლო. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, სამხრეთისაში – მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. სადიაკვნის სამხრეთ კედელში სწორკუთხა, ხოლო ჩრდილოეთისაში პატარა ნახევარწრიული ნიშია. ამ სათავსში აღმოსავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელია. ორივე სათავსი დასავლეთ კედელში გაჭრილი სწორკუთხა კარით ეკლესიის დარბაზს უკავშირდება.

taZris gegma aRmosavleTi fasadi
reliefuri xeli da mxedruli
samSeneblo warwera

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადზე, კედელში დატანებულ ქვიშაქვის კვადრებზე – რელიეფური ხელი; აქვეა მხედრული სამშენებლო წარწერაც. ცილინდრული გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. წახნაგებს შორის თაღოვან შეღრმავებებში გაჭრილია სწორკუთხა სარკმლები. წახნაგების წიბოებს ერთმანეთთან თაღებით დაკავშირებული მსხვილი ლილვები დაუყვება. თაღებს ზემოთ შემორჩენილია ორი რელიეფური ჯვარი.
ბ) ეგვტერის (6,7×3,88 მ.) აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი უსწორო თაღით არის გადახურული. შიგნით ეგვტერი შელესილი და შეთეთრებულია. დასავლეთ კედელში განიერი სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთ კედელში – ვიწრო თაღოვანი სარკმელი. სამხრეთ კედელს მთელ სიგრძეზე საფეხური (სიმაღლე 0.4მ) გასდევს.
გ) სამრეკლო (3.45×2.33 მ) ორსართულიანია, ნაგებია აგურით. იგი ეკლესიის სამხრეთ დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული. I სართული სახრეთ მხარეს გახსნილია თაღოვანი მალებით. თაღები ეგვტერის დასავლეთ კედელსა და ორ თავისუფლად მდგომ სვეტს ეყრდნობა. II სართული ოთხივე მხარეს გახსნილია თაღებით და გადახურულია პირამიდული სახურავით.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ალის კვირაცხოვლის ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.



9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990 წ.
2. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა;


10. marSruti

დადგინდება;


11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://blogger.ge

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016