Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

zemo maCxaanis
mTavarangelozi
(XVIII s
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეს ძეგლი საინტერესოა, როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის – გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის – კუპელჰალეს ნიმუში.

3. adgilmdebareoba

ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზი მდებარეობს საქართველოში, კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 22 კმ–ში მდებარე სოფელ მაჩხაანიის შუაგულში, გზის პირას.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ძეგლს არც წარწერა აქვს და არც ისტორიულ წყაროებში იხსენიება. არქიტექტურული თავისებურების მიხედვით კი XVIII საუკუნის ბოლოს (80-90-იანი წწ) უნდა ეკუთვნოდეს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ადგილობრივი გადმოცემა ტაძრის მშენებლობის დაწყებას ერეკლე II-ის მოღვაწეობას უკავშირებს. ერთხელ მაჩხაანზე გაუვლია მეფე ერეკლეს, ამ ადგილას პატარა დანგრეული ეკლესია უნახავს და უბრძანებია ახალი ტაძრის აშენება.

7. arqiteqturuli aRwera

ზემო მაჩხაანის წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესია კუპელჰალეს ნიმუშს წარმოადგენს. მისი გეგმა, რომელიც გრძივ ღერძზეა აქცენტირებული, გარედან სწორკუთხედში თავსდება (12,5X5,85 მ). საკურთხეველს პასტფორიუმები არ აქვს, მაგრამ აფსიდში რამდენიმე ნიშაა გაჭრილი, მსგავსად გვიანი პერიოდის სხვა ეკლესიებისა. გუმბათი შვერილთა ორ წყვილს ეყრდნობა. ამ ეკლესიის კომპოზიციის თავისებურება ისაა, რომ აღმოსავლეთი შვერილები უშუალოდ ებჯინება საკურთხევლის აფსიდს. მეორე წყვილი შვერილი დარბაზის სივრცეს ორად ანაწევრებს. გრძივი კედლების გაყოლებაზე თაღებია. მათგან აღმოსავლეთის ანუ გუმბათქვეშა თაღები მაღალია დასავლეთისაზე. გუმბათქვეშა დასავლეთ შვერილებს ორ „იარუსად“ განლაგებული იმპოსტები აქვს. ერთი დასავლეთ უბეების თაღთა ქუსლის დონეზეა განთავსებული, მეორე – გუმბათქვეშა თაღების ქუსლებთან. ცილინდრული გუმბათი, რომლის ძირში აფრებია ამოყვანილი, მაღალია. მასში რვა სარკმელია გაჭრილი. ქვედა კორპუსში კი ოთხი სარკმელია – თითო ყოველ მხარეს. დასავლეთი სარკმელი განსხვავდება დანარჩენებისაგან დიდი ზომითა და სწორკუთხა ფორმით. კარი ეკლესიაში ორია. მათგან დასავლეთისა დიდი ზომისაა და შიგნიდანაც და გარედანაც თაღოვან ნიშაშია ჩასმული. ჩრდილოეთი კარი მცირეა. ის გუმბათქვეშა აღმოსავლეთ შვერილს ებჯინება. ეს შესასვლელიც ინტერიერის მხრიდან თაღოვან ნიშაშია. მის მოპირდაპირე სამხრეთ კედელზე მსგავსი ფორმისა და ზომის ნიშაა, თუმცა იქ კარი არ არის გაჭრილი.
ეკლესია შიგნიდანაც და გარედანაც რიყის ქვითაა ნაშენი. შვერილები, თაღები, შესასვლელები, სარკმლები და გუმბათი აგურისაა. ინტერიერის აღმოსავლეთ ნაწილში კვადრატული აგურით მოგებული იატაკიც შემორჩა. ტაძრის კედლები შიგნიდან შელესილია. საფიქრებელია, გარედანაც ეკლესიის ქვედა კორპუსს ნალესობა ფარავდა. ადგილ-ადგილ შემორჩა მისი კვალი.
გარე მასებში მაღალი და დეკორატიულად გაფორმებული გუმბათი იკვეთება. გრძივ ღერძზე გაჭიმულ ქვედა კორპუსს ბაზილიკისებრი მოხაზულობა აქვს ორსაფეხურიანი სახურავის გამო. სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს ჯვრის მკლავები ამაღლებულია და ორფერდა სახურავებით სრულდება. ფასადები თითქმის არ არის დეკორატიულად გაფორმებული. მხოლოდ აღმოსავლეთით გვაქვს სარკმლის თავზე ერთი სიბრტყული ჯვარი აქეთ-იქით რომბებით. დასავლეთით კი შესასვლელის აქცენტირება მისი მაღალ, შეისრულთაღოვან ნიშაში მოთავსებით ხდება. ჩრდილოეთი კარი, რომელიც შეისრული თაღით ბოლოვდება, სწორკუთხა ნიშაშია ჩასმული. ამ ნიშის ზედა არე აგურის ხერხულა წყობითაა გაფორმებული.
მაჩხაანი ზოგიერთ კუპელჰალესთან შედარებით (მაგ. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია) ნაკლებად ავლენს სიახლეს და უფრო მეტად შუა საუკუნეების არქიტექტურულ ტრადიციებს უკავშირდება. ეს განსაკუთრებით გუმბათის ყელის დეკორში გამჟღავნდა. ცილინდრული გუმბათი გარედან თაღედითაა შემკული. ლეკალური აგურის ვერტიკალური ლილვები თაღთა ზემოთაც გრძელდება და გუმბათის კონუსის ძირში შემოვლებულ ჰორიზონტალურ ლილვს უერთდება. აშკარაა, აქ ცილინდრულ გუმბათზეა მორგებული გაფორმების ძველი სისტემა, რომელიც XVI საუკუნიდან მოყოლებული, კახეთის გუმბათებისთვის გახდა სახასიათო, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ლილვები ადრე წახნაგოვანი გუმბათის ყელის წიბოებს მიუყვებოდა. არის სიახლეც – გუმბათის ყელზე ლეკალური აგურის ჯვრების შემოყოლება.

მაჩხაანის ეკლესიაში ერთმანეთის გვერდით ვხედავთ ნახევარწრიულ, მკვეთრად შეისრულ (მუსლიმურ) და კვერცხისებრ შეისრულ თაღებს, რაც ძიებებს, ტრადიციისა და სიახლის შეხლას გვიჩვენებს. იგივე ითქმის შესასვლელთა გაფორმებაზე: დასავლეთი კარის თავზე საფასადო აგურის წყობა ე.წ. ბრტყელ, „ევროპულ“ თაღს „ხაზავს“. ჩრდილოეთ ფასადზე კი ვხედავთ კარის შეისრული ფორმის ჩასმას სწორკუთხა ნიშაში, რაც XVI-XVIII საუკუნეებისთვისაა სახასიათო. შიდა სივრცეში პლასტიკური დამუშავების სურვილი ჩანს შვერილების იმპოსტების ორ იარუსად განლაგებაში, მაგრამ კედლები ნაკლებადაა დანაწევრებული.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზი ბოდბის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

ნ. გენგიური – „კუპელჰალე“, თბ., 2005წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016