Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

tyviavis cixe-darbazi
(XVIII s
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

რვაგვერდა კოშკი, დასავლეთის კოშკი,  ჩრდილოეთის კოშკი და ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ტყვიავის ციხე-დარბაზი მდებარეობს შიდა ქართლში,  გორის მუნიციპალიტეტში,  მისგან ჩრდილოეთით 20 კმ–ში მდებარე სოფელ ტყვიავის ცენტრში, ვაკეზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

კომპლექსი შეიქმნა ლეკების შემოსევების დროს. იგი ყოფილა თამაზ ქარელის ოჯახის თავდასაცავი და ამავე დროს საცხოვრებელი ნაგებობაც. ციხე-დარბაზის კედლებზე შემორჩენილი მხედრული წარწერების თანახმად, ციხის მეპარტრონეს 1754 წელს რვაგვერდა კოშკისათვის დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან მიუშენებია თითო წაკვეთილი ელიფსური კოშკები, 1758 წელს  კი - აღმოსავლეთით დაუმატებია მეოთხე კოშკიც.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ტყვიავის ციხე-დარბაზი ნაგებია რიყის ქვით;  დიდ, წაკვეთილ ელიფსის ფორმის ჩრდილოეთის კოშკში (6,8X5,7მ) გამოყენებულიააგურიც. ციხე-დარბაზი ძლიერ დაზიანებულია. თავდაპირველად აგებულია მოგრძო, რვაგვერდა კოშკი (11,3X8,2 მ). კოშკიდან ნაწილობრივ შემორჩენილია ორი სართული. სავარაუდოა, რომ იგი ოთხსართულიანი მაინც იყო. ნაგებობის შემორჩენილ კედლებში მრავალი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. ყოველ სართულზე თითო ბუხარია.  დასავლეთით მიშენებული ცილინდრული კოშკიდან (3,9X4,9 მ) შემორჩენილია ოთხი სართული, მეორე კოშკიდან კი სამი. შესასვლელი თითოეულ კოშკს ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. ყოველ სართულზე ბუხრები, სათოფურები და სარკმლებია. არის სამეურნეო დანიშნულების ნიშებიც. მეოთხე კოშკიდან (5,4X7,6 მ) სამი სართულია შემორჩენილი. შესასვლელი კოშკს პირველ სართულზე აქვს. კედლებში მრავალი სათოფურია. კართან ახლოს არის ჭა. სართულშუა გადახურვა ყველგან ხისა ყოფილა.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi
ტყვიავის ციხე-დარბაზი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ., გამომცემლობა თბილისი, 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016