Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

niCbisis cixe-darbazi
(XVII s)

 

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

ნიჩბისის ციხე-დარბაზი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მცხეთის დასავლეთით, 16 კმ-ში მდებარე სოფელ ქვემო ნიჩბისში.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

1615 წელს, მეფე ლუარსაბმა სოფელი ნიჩბისი ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს უბოძა, რის შემდეგაც მათ ააგეს აქ ციხე-დარბაზი.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

foto
niCbisis cixe abano

 

foto
oTkuTxa koSki

კომპლექსიდან ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ გალავანი და აბანო. ნიჩბისის ციხე-დარბაზი ნაგებია ნატეხი ქვით.
ა) გალავანი – ოთკუთხაა, ყველაზე კარგად შემონახულია სამხრეთის კედელი (სიმ. 7-8 მ). მისი ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში, საბრძოლო ბილიკის დონეზე, შორი-შორს განლაგებულია ცალმაგი სათოფურები და ოთკუთხა სალოდეები. თაღოვანი ჭიშკარი (გადაკეთებულია) სამხრეთ-დასავლეთითაა. გალავანში ჩართული კოშკები დაზიანებულია. აღმოსავლეთ კედელში ორი კოშკია – ცილინდრული და სწორკუთხა. ერთი მათგანი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია (შემორჩენილია ორი სართული), მეორე, ჩრდილოეთ კუთხეში.
ბ) ეზოში სამსართულიანი ოთკუთხა კოშკი დგას. შესასვლელი მეორე სართულზეა. აქ პატარა ტამბურში, მესამე სართულზე ასასვლელი კიბე და მეორე სართულის სათავსებში შესასვლელი კარია. სართულებს ისრული გადახურვა აქვთ. ზედა სართულების კედლებში სათოფურებია დატანებული.
გ) აბანო (7.8X13.3 მ) გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთშია. პატარა ტამბური კარით უკავშირდება გეგმით კვადრატულ, სფერული კამარით გადახურულ მოსაცდელ-გასახდელს. მის კედლებში ნიშები და ერთი ბუხარია, ხოლო ცენტრში – აუზი. გასახდელი გადის ტალანში, რომლის ბოლოებში პატარა დამხმარე სათავსებია. ტალანიდან სფერული კამარით გადახურულ საბანაო ოთახში შეიძლება შესვლა. საბანაო ოთახის იატაკის ერთი მესამედი ცოტათი აწეულია და მის ცენტრალურ ნაწილში ღრმა აუზია. წყალი ამ აუზში კედლის ნიშში მოწყობილი პატარა აუზიდან ჩადიოდა. საბანაო ოთახის ქვეშ კალორიფერია, ხოლო გვერდით – გეგმით სწორკუთხა, ცილინდრული კამარით გადახურული საქვაბე. შემორჩენილია ქვაბის ადგილი. საქვაბის ქვეშ საცეცხლეა. იატაკი ყველგან აგურისაა. იქვე მდებარე ხევიდან კერამიკული მილებით აბანოში შემოყვანილი იყო წყაროს წყალი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ნიჩბისის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – ზაზა ქარდავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016