Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto foto

ზემო ალვანის სამების ეკლესია
(XVI s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია და სამრეკლო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

ზემო ალვანის სამების ეკლესია მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მისგან აღმოსავლეთით 8 კმ–ში მდებარე სოფელ ზემო ალვანის სამხრეთით განაპირას, სასაფლაოზე.

 

 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

არ მოგვეპოვება;

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

გადმოცემით, სამების ეკლესია აშენებულია თუშების მიერ დაახლოებით 1840-45 წლებში წოვათის სოფელ ინდურთიდან ჩამოტანილი “ბერი სანების” ქვით ძველი ეკლესიის ადგილზე.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

სამების ეკლესია ჯვარ–გუმბათოვანია (13.8X13 მ); მისი ქვედა ნაწილი აგურითა და უსწორო ფორმის ქვის ფილებითაა ნაშენი. საბჯენი თაღები, კამარები, გარეთა კუთხეები, შესასვლელები, სარკმლები, დეკორატიული ჯვრები ფასადზე და გუმბათის ყელი – აგურისაა. მოგვიანებით შეკეთების დროს, ეკლესიის შიგნით და გარედან შეულესავთ და შეუერთებიათ. შესასვლელები ორია: დასავლეთით და სამხრეთით. ორივე კარი სწორკუთხაა. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე გუმბათია აღმართული, რომელიც ისრული ფორმის აფრების მეშვეობით ოთხ ისრულ თაღს ეყრდნობოდა. ისრული ფორმა აქვთ დანარჩენ თაღებსაც და კამარებსაც. გუმბათქვეშა დასავლეთის ორივე ბოძი იატაკიდან 3 მ სიმაღლეზე გეგმით წრიულია. ბოძებიდან დასავლეთ მიმართულებით გადაყვანილი საბჯენი თაღების საყრდენ პილასტრებსაც ქვედა ნაწილი მომრგვალებული აქვთ. აღმოსავლეთი მკლავი ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფისიდის წინ ბემაა. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის მარჯნივ პატარა კვადრატული ნიშაა. აფსიდში აგურის ტრაპეზი დგას. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურით შემაღლებულია, რამდენამდმე წინააწამოწეული და ნახევარწრიული ამბიონი აქვს. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვანეა.
სამკვეთლო გეგმით კვადრატულია, განათებულია აღმოსავლეთი თაღოვანი სარკმლით. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში, მიგრით განლაგებული, ორი სწორკუთხა ნიშაა, ხოლო ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში – ერთი. სამკვეთლოს ორი შესასვლელი აქვს: საკურთხევლიდან (გვიანდელია) და ჩრდილოეთ მკლავიდან.

Wrili

სადიაკვანე, რომელიც თავდაპირველად ეგვტერი ყოფილა, აღმოსავლეთით ღრმა აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ კედელში – საკურთხეველში გასასვლელი კარი (გვიანდელია). შესასვლელი ეგტერს დასავლეთიდან ჰქონდა, რომელიც მოგვიანებით ამოაშენეს.
ეკლესიის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუთხის სივრცეები ჯვრის შესაბამისი მკლავებისაკენ თითო მაღალი, შეისრული თაღითაა გახსნილი. ამ სივრცეების ზემოთ თითო მცირე ზომის სარკმელია კუთხის სივრცეების დასავლეთ კედელში.
აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, ერთ დონეზე, განლაგებულია ისრული თაღით დასრულებული ოთხი ბრტყელი ნიში.
სამხრეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ ფრონტონის ღერძზე, წყობის შეღრმავებით გამოყვანილია საფეხუროვან პოსტამენტზე დადგმული წვრილი ჯვარი, რომლის მარჯნივ, ოდნავ ზემოთ, ერთი ბრტყელი ნიშია. თითო შეღრმავებული ჯვარია დასავლეთ და ჩრდილოეთ მკლავების ფასადების ღერძებზეც.
გუმბათის ყელი სიმაღლეში ლილვით გამიჯნულ ორ არათანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა უფრო მაღალი ნაწილი რვაწახნაგაა, ხოლო ზედა – ცილინდრული. წახნაგოვანი ნაწილს წიბოებს, მთელ სიმაღლეზე, ლეკალური აგურით ნაწყობი განიერი ლილვი აუყვება. თითეული წახნაგის გვერდზე გაჭრილია ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელი, რომელთა გადახურვის დონეზე ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული სამ-სამი ისრული თაღი და მათ თავზე ვიწრო ხერხულა ზოლია გამოყვანილი. ყელი დასრულებულია აგურით ნაწყობი მარტივი პროფილის (ბატიყელა და ლილვი) დაბალი ლავგარდანით. მსგავსი პროფილისაა მკლავებს შორის მოქცეული ნაწილების ლავგარდანიც. გუმბათი დასრულებულია აგურისავე კონუსური სახურავით.

---

ეკლესიის დასავლეთ ფრონტონზე დაშენებულია გეგმით კვადრატული, ოთხივე მხარეს ვიწრო თაღებით გახსნილი და თუნუქის პირამიდული სახურავით გადახურული პატარა სამრეკლო (გვიანდელია).
ეკლესიის ფასადები დასრულებულია შირიმის მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, ოდნავ შეზნექილი მრუდი ზედაპირი და ლილვი შეადგენს. მოგვიანებით ლავგარდნის ჩამოშლილი ნაწილები აგურის წყობით შეუვსიათ. ეკლესია გადახურულია ღარიანი კრამიტით.

 

 


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ზემო ალვანის სამების ეკლესია ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2, 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://old-garemo.dlf.ge

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016