Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ოთხთა ეკლესია
 (X s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მთავარი ტაძარი, სატრაპეზო, სემინარია, მცირე ეკლესიები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ოთხთა ეკლესიაში მოღვაწეობდა წმინდა იოანე ათონელი.

3. adgilmdebareoba

ოთხთა კომპლექსი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფულის (Yusufeli) დასავლეთით  14 კმ–ში მდებარე, ისტორიულ სოფელ ოთხთადან (Dortklise) (დორთქილისე) 5 კმ-ში.

 

4. ruka

map

ოთხთა ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე X საუკუნის ძეგლია. იგი პარხალთან ერთად გვიანი ხანის ბაზილიკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რომელიც პროპორციებით ძალიან განსხვავდება ძველი ქართული ბაზილიკებისგან.
1917 წელს, როდესაც ოთხთა ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა, სოფლის მოსახლეობას წარმოადგენდნენ გამაჰმადიანებური ქართველები, რომლებიც მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდნენ. სოფლის თურქული სახელწოდება – დორთ-ქილისა - ქართული სახელწოდების თარგმანია. სამწუხაროდ სამშენებლო წარწერები არ არის. ერთადერთ კარგად შემონახულ წარწერაში, რომელიც ასომთავრულით არის ამოკვეთილი ნახსენებია მეფე დავით კურაპალატი.
მაგრამ მონასტერი ოთხთა ეკლესია ნახსენებია გიორგი მთაწმინდელის (XI ს.) თხზულებაში "ცხოვრება ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანესი და ეფთჳმესი და უწყებაჲ ღირსისა მის მოქალაქობისა მათისაჲ". ვინაიდან ივერიის მონასტერი ათონზე დაარსებული 980-983 წლებში, იოანე კი რამოდენიმე წლით ადრე იმყოფებოდა ოთხთა ეკლესიაში, უკვე არსებულ მონასტერში, მაშასადამე მონასტერი იყო აშენებული არაუგვიანეს X საუკუნის 70-იანი წლებისა. ეს მტკიცდება კიდევ იმ გარემოებით, რომ ოთხთა ეკლესია ძალიან უახლოვდება თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით პარხალს, რომელიც X საუკუნის 60-70 წლებს ეკუთვნის.
ექვთიმე თაყაიშვილის აზრით ეკლესია იყო აშენებული IX საუკუნეში და მხოლოდ მოგვიანებით იყო შემკული ფასადები. სამწუხაროდ ეს აზრი არგუმენტირებული არ არის.
როდესაც 1967 წელს ეკლესია მოინახულეს ფრანგმა მკვლევარებმა ტიერებმა, იგი შედარებით კარგ მდგომარეობაში დახვდათ. ამას ხელი შეუწყო ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებულმა ლეგენდამ, რომ ვინც ეკლესიის შენობას სხვა მიზნებისათვის გამოიყენებს, მალე მოკვდება. სამწუხაროდ დღეს ბაზილიკა მეტად მძიმე მდგომარეობაშია,. იგი მცენარეებს დაუფარავს, საკურთხეველი საკმაოდ ღრმად არის მიწაში ჩაფლული და წლების განმავლობაში წყალს დიდი რაოდენობით მიწა შეუტანია ბაზილიკაში.
საკურთხეველთან მიწა გადათხრილია. თურქეთში არსებობს გადმოცემები, რომ ქართულ ტაძრებში დიდი სიმდიდრეა ჩამარხული, ამიტომ აქაურები დღესაც ცდილობენ განძის მიგნებას.

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

ოთხთაზე ასეთი ლეგენდა არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა. ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა.
თამარს ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო. გადმოცემის თანახმად, ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდიცაა შემორჩენილი.

7. arqiteqturuli aRwera

oTxTa eklesia

ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ, ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთი სახელი ამიტომ დაარქვეს.
ექვთიმე თაყაიშვილის მიხედვით თავდაპირველად ტაძარი დიდრონი, კვადრატული აგურითა და ნაგლეჯი ქვით ყოფილა აგებული ბერძნულ-ბიზანტიურ წესზე. ასეთი ნაგებობი არ იყო განკუთვნილი მოპირკეთებისათვის, მაგრამ მოგვიანებით ტაძარი მორუხო-მოყავისფრო თლილი ქვით მოუპირკეთებიათ. ეს X საუკუნეში, დავით კურაპალიტის დროს უნდა მომხდარიყო.
მონასტრის ნაგებობებიდან მთავარი არის ოთხთას ბაზილიკა, მას დასავლეთიდან ერთვის სატრაპეზო და სემინარია. ანსამბლში ასევე შედის ორთასართულიანი მცირე ეკლესია. მონასტრის გარშემო რამოდენიმე მცირე ეკლესია და სხვადასხვა ნაგებობაა.
ა) ოთხთა ეკლესია დიდი ზომის ბაზილიკაა (27X17,5 მ). ეკლესიის გეგმა ჩაწერილია ოთხკუთხედში, შესასვლელები დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს, რომელთაგან ბოლო ორი ერთ ხაზზეა.
შიგნით ეკლესია წარმოადგენს ტიპიურ სამნავიან ბაზილიკას, რომლის შუა ნავი გვერდითებზე ბევრად მაღალია. ეკლესიის შუა ნავი ორჯერ განიერია, ვიდრე გვერდითები. ნავები გაყოფილია ოთხი წყვილი სვეტით. სვეტები თითქმის ერთნაირი პროფილისაა, მაგრამ განლაგებულია სხვადასხვა მანძილზე ერთმანეთისაგან. შესაბამისად განსხვავდება ნავების გამაერთიანებელი თაღების სიგრძე და სიგანე.
ეკლესიის ცენტრალური ნავი აღმოსავლეთიდან დაბოლოებულია აფსიდით, გვერდითა ნავები – ოთხკუთხედით. აფსიდის გარშემოწერილობა ნალისებრია. ეკლესიის საკურთხევლის ნაწილს, აფსიდის გარდა, აქვს პასტოფორიუმები. გვერდითა ნავების მხრიდან ყოველ სათავსს ცალკე შესასვლელი აქვს, შიგნით ისინი გაყოფილია კედლით, რომელიც ამჟამად დანგრეულია. ეს ოთხკუთხა სათავსები ერმანეთთან არის დაკავშირებული პატარა კარებით და ნათდება აღმოსავლეთიდან პატარა სარკმლებით.
გვერდებზე მოწყობილია სხვადასხვა ზომის სამეურნეო დანიშნულების ნიშები.
გვერდითა კომპარტიმენტები ორსართულიანია. ზედა სართულის ზომები იმეორებს ქვედა სართულის ზომებს, მაგრამ სართულების კონფიგურაცია სხვადასხვაა. თუ ქვედა სართულზე ყველა სათავსი ოთხკუთხედია, ზედა სართულზე სათვსები აღმოსავლეთით ბოლოვდება აფსიდებით. თითოეულ აფსიდაში სარკმელია და ისინი შეერთებულია თაღებით, ასე რომ ამ სათვსების გამოყენება შეიძლება როგორც ერთად, ასევე ცალცალკე. ქვედა და ზედა სათავსებს მრავალწერტილოვანი კამარები აქვთ. ზედა სართულებს, აფსიდის მხარეს აქვს პატარა სათავსები, რომლებიც სავარაუდოდ, სამალავების როლს ასრულებდნენ.
სამივე ნავის კამარა დაყრდნობილებია საყრდენ თაღებზე. ცენტრალური ნავის კამარას ოდნავ შეისრული მოხაზულობა აქვს. ასეთივე პროფილე აქვს აფსიდის კონქს. საყრდენი თაღები და კაპიტელები ყველგან ერთნაირია, მაგრამ პილასტრები სხვადასხვა.
გვერდითა ნავებს რთული ფორმა და კონსტრუქცია აქვს. როგორც ცენტრალური ნავი, ისინი მაღალია, გარე კედლები დამუშავებულია ორსაფეხურიანი პილასტრებით, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული თაღები.

interieri

ეკლესიის ინტერიერი ძალიან კარგადაა განათებული. ცენტრალურ ნავში ათზე მეტი სარკმელია; ყველაზე დიდი განლაგებულია აფსიდში, გვერდითა კედლებში – ხუთ-ხუთი, და ორი, რომელთაგან ერთი მაღალია და მეორე მრგვალი – დასავლეთის კედელში. გარდა ამისა, კიდევ ორი სარკმელი დასავლეთის კარების გვერდებზეა.
გვერდითა ნავების გარე კედლებში სარკმელი განლაგებულია ორ იარუსად. ქვედა იარუსში თითოეული თაღის ცენტრში მაღალი სარკმელია, ზედა იარუსის სარკმლები უფრო დაბალია, მაგრამ განიერი. გარდა ამისა ამ ნავებში დასავლეთიდანაც ორ-ორი სარკმელია.
ინტერიერის კედლები ამოყვანილია კარგად თლილი ქვით, მობათქაშება ძლიერ დაზიანებულია. ფრესკების ფრაგმენტები შემორჩენილია აფსიდის კედლებზე. საინტერესოა კომპოზიცია ფრესკის, რომელიც განლაგებულია სარკმლის თაღზე. მედალიონში გამოსახულია ქალის პორტრეტი, რომელსაც მარცხენა ხელში ოთხთა ეკლესიის ზუსტი მოდელი უკავია. ტიერების ვარაუდით, აქ გამოსახულია ან წმინდა ელენე, ან წმინდა ეკატერინე.
აფსიდის ირგვლივ ორი საფეხურია, საკურთხევლის ამაღლება სვეტების პირველ რიგს აღწევს. ამ სვეტებზე დასავლეთიდან მოწყობილია დიდი ნიშები, რომლის მთავარი ფასდები მდიდრულად დეკორირებულია. სავარაუდოდ ეს ნიშები ხატებისათვის იყო განკუთვნილი.
ცენტრალურ ნავის დასავლეთ ბოლოში, სვეტების პირველ წყვილამდე პატრონიკეა მოწყობილი. პატრონიკე ეყრდნობა სამ თაღს, ერთადაერთი შესასვლელი პატრონიკეში ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია.
ეკლესიის ფასადებს ტრიუმფალური სახე აქვთ, ისინი მოპირკეთებულია მორუხო-მოყავისფრო თლილი ქვით და დამუშავებულია თაღედით. ბევრი ქვა ჩამოვარდნილია, მაგრამ შემკულობის საერთო სისტემა კარგად იკითხება. აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადები განლაგებულია ერთ სიბრტყეზე, მათ ერთიანი თაღედი აქვთ. გვერდითა ფასადები განლაგებულია ორ იარუსად და მათი თაღედიც ორ რიგად არის გადაწყვეტილი. ქვედა იარუსზე ყველა თაღები, გარდა ცენტრალურისა, რომელიც უფრო განიერი და მაღალია, ერთნაირია. ეს განსხვავება გამოწვეულია კარების მალით. კარების სიმაღლეზე განლაგებულია ორი თაღი, ერთი კარებს ერთვის და მეორე, ზედა, სარკმელს. თაღების პილასტრები ორსაფეხურიანია, ისინი იმეორებენ ინტერიერის პილასტრების პროფილს.
ზედა იარუსის თაღები არ ემთხვევა ქვედა იარუსის თაღებს სიგანით, ამიტომ ქვედა იარუსში ათი თაღია, ზედაში – ცამეტი. ეს თაღები განსხავდება ასევე სიმაღლით, რადგან კედლების სიმაღლეც სხვადასხვაა. გვერდითა ფასადების მრავალრიცხოვანი სარკმლები არ არის დეკორირებული.
მოკლე ფასადებსაც არკატურა ამშვენებს, მაგრამ კომპოზიია აქ სხვა არის. თითოეულ ფასადზე შვიდითაღია, რომლებიც ქმნიან სამკუთხედ კომპოზიციას: ცენტრისაკენ თაღები მაღლდება. ამ სამკუთხა კომპოზიციას აგვირგვინებს სამი მრგვალი სარკმელი ფრონტონის ქვეშ.

minaSeni moxatuloba Sesasvleli

ფასადის ქვედა ნაწილში სარკმლები განლაგებულია ორ იარუსად, შუაში დიდი განიერი სარკმელია. ქვედა რიგში კიდევ ოთხი სარკმელია, ზედაში – ექვსი. სარკმლები დეკორირებულია, ქვედა რიგი უფრო მდიდრულად ვიდრე ზედა. ქვედა რიგის სარკმლების ქუდების შიგნით მარაოსებურად ჩასმულია ფერადი ქვები.
ტაძრის კორპუსი აღმართულია ორსაფეხურიან ცოკოლზე. ცოკოლის საფეხურები ოთხკუთხედია, ფასადები დაბოლოებულია საკმაოდ რთული კარნიზებით.
ტაძარი გადახურილია კრამიტით, რომლის დიდი ნაწილია დაზიანებულია და გატეხილი.
მინაშენი და მონასტრის სხვა ნაგებობები აშენებულია მთავარ ტაძართან ერთად. მინაშენი კონსტრუქციულად არ არის დაკავშირებული ეკლესიასთან, მაგრამ ისინი ერთდროულად არიან აგებულები. მინაშენს თითქმის მთელი დასავლეთის ხაზი აქვს დაკავებული და გეგმაში დიდ სწორკუთხედს წარმოადგენს. შიგნით თაღებით არის გაყოფილი სამ ნაწილად. ცენტრალური კამარა ეყრდნობა სამ საყრდენ თაღს, ნათდება მინაშენი სარკმლებით სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან (დასავლეთის სარკმელი სატრაპეზოს მიშენების შედეგად სინათლეს არ ატარებს), შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. მინაშენის ქვეშ მოწყობილია კრიპტა, რომლის შესასვლელიც დღეს დაფარულია მიწით.
ტაო-კლარჯეთის ძეგლების შორის ოთხთა ეკლესია გამოიყოფა სამონასტრო ნაგებობების დიდი რაოდენობით. აქ, გარდა მთავარი ტაძრისა შემორჩენილია სატრაპეზო, სემინარია და რამოდენიმე მცირე ეკლესია.

interieri

ბ) სატრაპეზო წარმოადგენს გრძელ სათავსს, რომლის უკანა ნაწილი მიბჯენილია მთის კალთაზე, მას კამაროვანი გადახურვა აქვს, სადაც კამარა ეყრდნობა სამ საყრდენ თაღს. ერთადაერთი შესასვლელი სათავსს ჩრდილოეთიდან აქვს, ნათდება აღმოსავლეთიდან.
ნაგებობა, რომელიც სატრაპეზოს ჩრდილოეთით დგას რამდენჯერმე აღემატებას მას ფართით.
გ) ეს არის სემინარია, რომელიც გეგმაში სწორკუთხაა და გაყოფილია ორ ნავათ. ნავები სხვადასხვა სიგანისაა – სამხრეთისა ჩრდილოეთისაზე უფრო განიერია. ისინი გაყოფილია ხუთი განიერი თაღით, რომელიც ეყრდნობა ოთხ ჯვარისებრ სვეტს. სამი თაღი სამხრეთის კედელშია, ისინი გამოდიან გრძელ დერეფანში, რომელიც აერთიანებს სატრაპეზოს და სემინარიას. სემინარიაში შესასვლელები სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებშია. სატრაპეზოში მოსახვედრათ შემსვლელს სემინარია უნდა გაევლო. ოთხივე კედელში არის სარკმლები, სამხრეთის ნავში ოთხი სარკმელია, მეორეში – ხუთი. სემინარიის კედლები შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ამავე ქვისაა იატაკიც.
დ) მცირე ეკლესიებიდან გამოირჩევა ეკლესია, რომელიც დგას ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ის ორსართულიანია, ქვევით სამარხია, ზევით - სამლოცველო. სამარხებს შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს, სამლოცველოს - დასავლეთიდან. პირველი სართული შიგნით ბევრად უფრო ვიწროა მეორეზე, გადახურვა კამაროვანია, კამარა ეყრდნობა საყრდენ თაღს.
სამლოცველოს გადაწყვეტა უფრო რთულია, განიერი დარბაზი გაყოფილია შუაზე პილასტრებით, პილასტრები გაფორმებულია, ამიტომ აქვთ რთული პროფილე. საკურთხეველი სამნაწილიანია, შუაში აფსიდაა, რომლის გვერდებზე განლაგებულია გრძელი და ვიწრო სათავსები – სადიაკვნე და სამკვეთლო. აფსიდში და გვერდითა სათავსებში აღმოსავლეთიდან თითო-თითო სარკმელია. დარბაზს კამაროვანი გადახურვა აქვს, ნათდება გვერდითა კედლებში გაჭრილი ორ-ორი სარკმლით. ეკლესიის ქვედა სართული აშენებულია ქვაყორით, ზედა – აგურისაა, ქვის შუაშრით.
არის კიდევ რამოდენიომე ეკლესია, რომლებიც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ყველაზე ახლოს განლაგებულია მდინარის მარცხენა ნაპირზე, მისგან მხოლოდ კედლების ქვედა ნაწილი არის დარჩენილი. დანარჩენი მცირე ეკლესიებისაგან მხოლოდ კედლების უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ოთხთა ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. გ. აბრამიშვილი, პ. ზაქარაია, ი. ციციშვილი –"ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია", 2000წ.
2. პ. ზაქარაია– „Зодчество Тао-Кларджети“, 1990წ.
3. ვ. ბერიძე – „Архитектура Тао-Кларджети“, 1981წ.
4. მასალები გამოყენებულია ინტერნეტ ბმულ www.virtualtao-klarjeti.com - დან.
5.
ფოტოების ავტორი – დავით მიქავა.

10. marSruti

დადგინდება

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://burusi.wordpress.com

http://tao-klarjeti.ge

http://wapedia.mobi/ka

http://sioni-tatzari.piczo.com

http://www.diaspora.gov.ge

 

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016