Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

muco
(gviand. feod. xana)

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi

I. ბორჩაშვილების ციხე-სახლი
II. ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი
III. თორღვაის კოშკი
IV. თორღვაის ციხე-სახლი
V. კოშკიანი ციხე-სახლი
VI. ჩოლოყაანთ კოშკი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ მთლიან საფორთიფიკაციო, სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს.

3. adgilmdebareoba

სოფელი მუცო მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არდოტის (არდოტისწყალი) მარჯვენა ნაპირზე, სოფელ შატილიდან 12-15 კილომეტრში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi

პირიქითა ხევსურეთის შემორჩენილი ნასახლარებიდან უძველესია. 1769 წ. გადაუწვავთ და ნანგრევებათ უქცევიათ, ხოლო 1820 წ. შამილის მოლაშქრეების შემოსევის შემდეგ ციხე-სოფელში სიცოცხლე თითქმის აღარ განახლებულა.

არსებობს ლეგენდა მუცოს საიდუმლო განძის შესახებ:
ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ ენით აუწერელ საგანძურს. მხოლოდ ორმა კაცმა იცოდა საიდუმლო საგანძურის ადგილსამყოფელი. საგანძურიც და დროშაც მხოლოდ ხევსურთა უდიდეს დღესასწაულზე _ „ათენგენობაზე“ გამოჰქონდათ. ჩამოატარებდნენ მედროშენი ზანზალაკებიან დროშას, მუხლს მოიყრიდნენ მის წინაშე ხატის ყმები, გამორჩეულ საკარგყმოს ლუდით სავსე „ხატის თასებს“ ჩამოურიგებდნენ და იმით მოსაგონარს სვამდნენ, ვინც სამშობლოსათვის დასდო თავი. მერე დაწყებული ჟამიანობა და საიდუმლოს გასანდობად ღირსეული ახალგაზრდის ძიებაში საგანძურისა და დროშის სამალავების მცოდნეებმა საიდუმლო საფლავში თან წაიღეს. ასე დარჩა ლეგენდად მუცოს მიუვალ კლდეებში დამალული განძი და დროშა. მუცოელებს სჯერათ, რომ განძს ვერავინ იპოვის, ვიდრე მუცოს მფარველი ხატი თავად არ ამოარჩევს ღირსეულს და ძილში არ უჩვენებს მის ადგილსამყოფელს.
მუცოს მხოლოდ ორი შესასვლელი ჰქონდა: ქვემოდან – მდინარის მხრიდან და ზემოდან – კლდის ფერდობზე მიმავალი ვიწრო გზა. გადმოცემის მიხედვით, ქვემო მხრიდან სოფელი ქვითკირის გალავნით იყო დაცული, რომელიც შეღამებისას იკეტებოდა და მას მეციხოვნენი სდარაჯობდნენ. დაგვიანებულ მგზავს და მონადირესაც არ შეეძლო ღამით სოფელში შესვლა, თუ გალავნის იქით ისარს არ ისროდნენ და მეციხოვნეებს არ დაარწმუნებდნენ, რომ გალავანს გადმოღმა ნამდვილად მუცოელი იდგა. მუცოელებს თავისებური, გამორჩეული ისრები ჰქონდათ. სხვანაირი იყო მათი მშვილდებიც: ჯიხვის რქის ნაწილებისგან აწყობილი – მოკლე და ძნელად მოსადრეკი. ასეთი მშვილდი გუდანის ჯვარში ინახებოდა და ყველაზე ღონიერ ახალგაზრდებსაც უჭირდათ მისი მოდრეკა.

როცა თოფი და ტყვია შემოვიდა, მუცოელებმა მაშინაც გამოიჩინეს თავი. მუცოსთან შორიახლოს, კლდეში დღესაც მოიპოვება გოგირდის შემცველი, თოფის წამლისათვის საჭირო ნაღვენთი, რომელსაც „ჩქას“ იფნის ხის ნახშირში ურევდნენ, ჩეჩქავდნენ, ხარშავდნენ და დენთის განსაკუთრებული ტექნოლოგიით ამზადებდნენ. დღეს ის აღარავის ახსოვს.

მუცოს ზედა ნაწილში დღემდეა შემორჩენილი ოდნავ გვერდზე გადახრილი და კუთხეჩამონგრეული შეთეკაურთ (ჩოლოხათ) ციხე, რომელიც თავიდანვე გადახრილი აუგიათ. ამ ციხეს ერთი ლეგენდა უკავშირდება:
მუცოში ცხოვრობდა ხუთი ძმა შეთეკაურები. მათ შორის ერთი კოჭლი ყოფილა და შეიძლება, ამიტომ მას ჩოლოხას ეძახდნენ. აუშენებიათ ძმებს ციხე, მაგრამ მრუდი გამოსვლიათ. დაუბრალებიათ ჩოლოხასთვის და გაუგდიათ. წასულა ის კახეთში და იქ ერთ მემამულესთან 12 წლის განმავლობაში პატიოსნად უმსახურია. გასამრჯელოდ კი ერთი ჯორი უთხოვია – მთაში აქაური მაინც არაფერი გამომადგებაო. მიუცია მემამულეს ჯორი, შემჯდარა ჩოლოხა მასზე უკუღმა და გზას გასდგომია. გაბრაზებულა მემამულე, ასე რატომ მოიქეცი, რა გაწყენინეო? არაო, უთქვამს ჩოლოხას, უბრალოდ, აქ იმდენი ვიშრომე, სანამ ეს მიწა მოსჩანს, ზურგს როგორ შევაქცევო. ძალიან მოსწონებია მემამულეს ჩოლოხას პასუხი და იმ მიწის პატარა ნაკვეთიც უჩუქებია. დარჩენილა ჩოლოხა ახმეტაში და აქედან წამოსულა ჩოლოხაშვილების გვარიც. არსებობს ვარაუდი, რომ ჩოლოხასგან წარმოიშვა ჩოლოყაშვილების გვარიც.

 

6. arqiteqturuli aRwera

gengegma

mucos cixe

ციხე-სოფელი განლაგებულია რთული რელიეფის სამ ტერასაზე. ნაგებობები ფიქლისაა, წყობა - მშრალი. თერმოიზოლაციის მიზნით ფიქლებს შორის სიცარიელე დუღაბითაა ამოვსებული. ზემოთ პირველი, ოვალური ფართობის ტერასაა, იგი ყველაზე ადრინდელია. ჩრდილოეთიდან დაცულია თორღვაის კოშკით, სამხრეთიდან ციხე-სახლებით, ხოლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან - ციცაბო კლდის ქარაფებით. ტერასის შუა ნაწილში წმ. გიორგის ხატი და მაღალი სათვალთვალო კოშკია. ხატის ახლოს, სამხრეთით, იყო ყორით შემოფარგლული ეზო, ე.წ. „ბროლის კალო“, ციხე-სოფლის ერთადერთი საჯინიბო. მეორე, შუა ტერასა, მთლიანად საცხოვრებელი ნაგებობებით იყო განაშენიანებული. შენობები ერთმანეთის მიჯრით დგას, მათი გარეთა კედლები საბრძოლო ზღუდეს ქმნის. ნაგებობები ძირითადად ოთხსართულიანია, ყოფილა ექვსსართულიანიც. ციხე-სახლებში I სართულზე უმეტესად ბოსელია მოწყობილი, II სართულზე საცხვარე (იშვიათად პირიქით). III და IV სართულები, რომელთა ფართობი 40, 60 ან 70 კვ. მეტრია, საცხოვრებელია. V სართულს იყნებედნენ სურსათის მარაგის, სამუშაო და საბრძოლო იარაღის შესანახად. ზაფხულობით კი აქ ბავშვები აჰყავდათ. სათავსებს შენიღბული სარკმლები აქვს. სართულებს შორის კავშირი ხორციელდებოდა ჭერში დატანებული ხვრელობებით და მისადგმელი ხის კიბით. გვხვდება ხის მორზე ამოკვეთილი საფეხურებიანი კიბეებიც. III სართულზე, ტრადიციულად, მოწყობილია კერა, რომელსაც აქვს სახანძრო იზოლაცია. საკვამლე ღიობი (საკვამი) ყველა ღიობზე მაღლა იყო. სარკმლები სათოფურების როლსაც ასრულებდა. ამიტომ მათი განლაგება და პროპორციები თავდაცვითი თვალსაზრისით განისაზღვრებოდა. ციხე-სახლები გადახურულია დახრილი ცალფერდა სახურავებით - სიპებით ან ბანით - ჭურხოთი, რომლის მცირე ნაწილი, ქვემოდან ამოსასვლელის ადგილი, ფიქლითაა გადახურული. ციხე-სოფლის ყველა ქუჩას, ჩიხს, შესახვევს ან კიდეებს სათავდაცვო, საფორთიფიკაციო დანიშნულებითაც აშენებდნენ. ციხე-სოფლის მესამე, ქვედა ტერასაზე, დაბლა, სოფლის სასაფლაოა. სადაც, განლაგებულია სამლოცველოები, მათ ადგილებს მოსახლეობა აკლდამებადაც იყენებდა.

borCaSvilebis cixe-saxli

I. ბორჩაშვილების ციხე-სახლი დგას სოფელში, ფერდობზე, ქვედა ტერასის ზედა ნაწილში. თარიღდება გვიანდ. შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი ქვით. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ციხე სახლი (7.3ხ7.75 მ) სამსართულიანია. I და II საცხოვრებელი იყო, III - სათავდაცვო. I სართულს შესავლელი დასავლეთიდან აქვს. კარი მიწის პირზეა გაჭრილი, გადახურულია ნახევრწრიული თაღით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სათოფურია, სამხრეთ კედელში - სათოფური და ნიში. II სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი I სართულის კარის ანალოგიურია. ამავე კედელში ორი ნიში და ერთი სათოფურია, სამხრეთსისაში - სარკმელი და სათოფური, აღმოსავლეთისაში - სარკმელი და ნიში. III სართულზე დასავლეთით კარი, სათოფური და ნიშია, სამხრეთით - ორი დიდი სარკმელი, აღმოსავლეთით - სარკმელი და სამი ნიში. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო მოწყობილი. ციხე-სახლის სამხრეთ კედელი სამხრეთ-დასავლეთ კუთხიდან დასავლეთისკენ 2 მ-ზე გრძელდება. ამ კედელზე ან მის მოპირდაპირე მხარეს კლდეზე გადებული იყო II და III სართულების აივნების ხის კოჭები. კოშკის დასავლეთის ფასადზე კედლის წყობაში ჩასმულ ქვაზე ამოკვეთილია სპირალები და ჯვარი.

muco broliskalos wminda giorgi

II. ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი დგას სოფლის ზედა, მესამე ტერასაზე, ბროლისკალოზე. თარიღდება გვიანდ. შუა საუკუნეებით. შედგება დარბაზისა და საჯარისაგან. ნაშენია ნატეხი ქვით.
ა) დარბაზი გეგმით სწორკუთხაა. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთიდან აქვს. კარი ოთკუთხაა - ნაოთხალებიანი. კარის წინ პატარა კარიბჭეა, რომელიც ორი მხრიდან კედლითაა შემოზღუდული, ხოლო ცალ მხარეს ერთიანი ცალ მხარეს ერთიანი კალისებრი თაღითაა გახსნილი. ანალოგიური ფორმა აქვს დარბაზის კამარასაც. კამარა გრძივ კედლებს კი არ ეყრდნობა, არამედ იატაკიდან იწყება. ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით კედლებში ნიშებია, სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელს, იატაკიდან 0.5 მ სიმაღლეზე, 25 სმ სიგანის ფიქლის თარო გასდევს. დარბაზი დასრულებულია საფეხურებიანი სახურავით (სიპედი), რომელსაც ერთ მხარეს შვიდი საფეხური აქვს, მეორე მხარეს - ხუთი.
ბ) დარბაზს სამხრეთ-დასავლეთიდან აკრავს საჯარე (მეთემეთა შესაკრებელი), რომლის კედლების წყობის მხოლოდ ქვედა რიგია შემორჩენილი.

TorRvas koSki

III. თორღვაის კოშკი დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, არდოტის ხეობაზე გამავალი გზის ზემოთ, 250 მ-ზე. განეკუთვნება გვიანდელი შუა საუკუნეებს. კოშკი (3.9ხ3.4 მ) ოთხსართულიანია (სიმ. 11.7 მ). I სართულის შიგა ზომებია 2.27ხ1.88 მ, ბოლო სართულისა 2.45ხ2.25 მ. ნაგებია ნატეხი ქვით. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთითაა, მიწიდან 2.35 მ სიმაღლეზე. კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული და წირთხლებში საურდულე ხვრელები აქვს. II და III სართულის კედლებში მაღალი სათოფურებია გაჭრილი. III სართულს სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით თითო თაღოვანი სარკმელი აქვს. IV სართულზე, ოთხივე მხარეს, დიდი, სწორკუთხა ღიობებია. I სართული სამალავი იყო, II და III - საცხოვრებელი, IV - სათავდაცვო. კედლებში შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეები. კოშკს მიწურბანიანი სახურავი ჰქონდა.

TorRvas cixe-saxli

IV. თორღვაის ციხე-სახლი დგას სოფლის ზედა ტერასაზე, ადგილ ბროლისკალოს აღმოსავლეთ ნაწილში, კლდეზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ციხე-სახლი (5.7ხ4.7 მ) სამსართულიანია. ნაგებია ნატეხი ქვით. სართულშუა გადახურვა და სახურავი ჩაქცეულია. ნაგებობის შემორჩენილი კედლების სიმაღლე 7 მ-ია. შესასვლელი სამხრეთ კედელშია, 1.4 მ სიმაღლეზე. კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. I და II სართულებზე, დასავლეთით, თითო თაღოვანი სარკმელია. III სართულს სამხრეთით შეწყვილებული სალოდე აქვს, აღმოსავლეთით და დასავლეთით - თითო სწორკუთხა ღიობი. ყველა სართულზე ერთმაგი ან სამმაგი სათოფურებია. I და II სართულები საცხოვრებელი იყო, III - სათავდაცვო. კედლებში შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეები. კოშკს მიწურბანიანი სახურავი ჰქონდა.

muco saerTo xedi

V. კოშკიანი ციხე-სახლი დგას სოფელში, ქვედა, მესამე ტერასის ცენტრალურ ნაწილში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკისა და ციხე-სახლის სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია.
ა) კოშკი (3.8ხ3.8 მ) ოთხსართულიანია (სიმ. 12.8 მ), შესასვლელი I სართულზეა, სამხრეთით, მიწიდან 2.5. მ სიმაღლეზე. კარი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული და წირთხლებში საურდულე ხვრელები აქვს. დასავლეთით მოგვიანებით გაჭრილია გასასვლელი, რომელიც კოშკს ციხე-სახლის ციხე-სახლის II სართულთან აკავშირებს. ჩრდილოეთ კედელში ორი სათოფურია, აღმოსავლეთისაში - ერთი. II სართულის სამხრეთ კედელში დიდი ზომის, ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში - თითო სათოფურია. III სართულზე სამხრეთით, აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით თითო სარკმელია. IV სართულზე, ოთხივე მხარეს, დიდი ზომის ოთკუთხა ღიობებია. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. პირველი სამი სართული ოჯახის წევრთა თავშესაფარიც იყო და სათავდაცვოც, IV სართული - მხოლოდ სათავდაცვო. კოშკს მიწურბანიანი სახურავი ჰქონდა.
ბ) ციხე-სახლი (6.4ხ6.25 მ) სამსართულიანია. შესასვლელი I სართულზეა, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან. კარი გადახურულია ნახევარწრიული თაღით, წირთხლებში საურდულე ხვრელებია. დასავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელია. II სართულს სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელი და ორი სათოფური აქვს. აღმოსავლეთით გაჭრილი კარი კოშკის II სართულზე გადის. ჩრდილოეთით ორი ნიშია, დასავლეთით - თაღოვანი სარკმელი და სწორკუთხა ნიში. III სართულზე ჩრდილო-აღმოსავლეთით თაღოვანი კარი და ერთი პატარა ნიშია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - სათოფური და ნიში, დასავლეთით - თაღოვანი სარკმელი და ნიში. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ხის კოჭების ბუდეები. სახურავი მიწურბანიანი ყოფილა. I სართული საქონლის სადგომი იყო, II - საცხოვრებელი, III - სათავდაცვო.

ColoyaanT koSki

VI. ჩოლოყაანთ კოშკი დგას სოფლის შუა ტერასაზე, ციცაბო კლდის თავზე. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკი (4.9ხ3.4 მ) სამსართულიანია (სიმაღლე 11.7 მ), ზედა ნაწილის აღმოსავლეთ მხარე და სართულშუა გადახურვა ჩამონგრეულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მიწიდან 2.6 მ სიმაღლეზე. კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. I სართულზე, აღმოსავლეთ კედელში, ერთი სათოფურია. II სართულზე, აღმოსავლეთით, I სართულის მსგავსი შესასვლელია, სამხრეთით - ნახევარწრიულთაღიანი სარკმელი. თითო სათოფურია აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. III სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია, დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში - ერთი სათოფური. სართულშუა გადახურვახის ყოფილა, სახურავი - მიწურბანიანი. I და II სართულები საცხოვრებელია, III - სათავდაცვო.

 


7. Zeglis daqvemdebareba da statusi:

არ მოგვეპოვება

8. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2. 2008წ.
2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
3. გენგეგმა მოგვაწოდა სამშენებლო კომპანია ~არსმა~.
4. ფოტოების ავტორი – გიორგი კიღურაძე

9. marSruti

დადგინდება;

10. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://prschool.wordpress.com

http://www.wicge.org

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016