Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

vayas dedaRvTismSoblis Sobis
xuroTmoZRvruli ansambli

(XVI - XVIII ss
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ორი ეკლესია, ეგვტერი, სათავდაცვო და დამხმარე ნაგებობები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ვაყას დედაღვთისას კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 15 კმ–ში მდებარე სოფელ ვაყას განაპირას, სამხრეთით.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

არსებული ისტორიული ლიტერატურა კომპლექსის ეკლესიებს მიაკუთვნებს XVI-XVII საუკუნეებს, ხოლო სხვა ნეგებობებს - უფრო გვიანდელ პერიოდს. სოფელი ვაყა XVIII საუკუნეში ბეგთარბეგოვების მფლობელობაში გადავიდა  და დედაღვთისას ეკლესია სომხურად გადაკეთდა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

aRmosavleTi fasadi, ganivi ganakveTi samxreTisaken

ერთ-ერთი ეკლესია ბანურსახურავიანი ორსართულიანი კოშკური ნაგებობაა, რომელსაც სამხრეთით ეკვრის დარბაზული ეკლესია, ხოლო დასავლეთით ორსართულიანი ეგვტერი სათავდაცვო ნაგებობითურთ. დარბაზულ ეკლესიაზე დასავლეთით, მთელი ეგვტერის სიგრძეზე მიშენებულია სათავსი.
ა) ორსართულიანი კოშკური ეკლესია (6,5X6 მ) ნაგებია თლილი ქვის ფილებით. ორივე სართულს შესასვლელი დასავლეთიდან, ეგვტერიდან აქვს. პირველ სართულზე აღმოსავლეთით სარკმელი და ორი ნიშია, ჩრდილოეთით - სარკმელი და ნიში. მეორე სართული მომრგვალებულაფსიდიანი პატარა ეკლესიაა. აფსიდის ჩრდილოეთით სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთით-ღრმა ნიში. საკურთხეველში და ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მიშენებული ვიწრო კიბე ბანზე ადის. დარბაზის გრძივ კედლებში თითო ნიშია. ჩრდილოეთ კედლის ნიში პატარაა და აღმოსავლეთ კუთხესთანაა, ხოლო სამხრეთის ფართო და ღრმა ნიშს კედლის შუა ნაწილი უჭირავს.

ბ) ორსართულიანი ეგვტერი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. პირველ სართულზე აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია. მეორე სართულზე ნიშები ყველა კედელს აქვს. მეორე სართულზე დასავლეთის კედელზე სამი სარკმელია, ხოლო სამხრეთისაში - ორი. გადასახურად გამოყენებულია შენობის შუა მძლავრი საბჯენი თაღი და განივი კედლების საბჯენი თაღები.
გ) ჩრდილოეთიდან ეგვტერზე მიდგმულია ორსართულიანი სათავდაცვო  ნაგებობა, რომლის გადახურვა სიმეტრიულად განლაგებულ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედლის ნიშში ჯვარია (ხაჩქარი) ჩადგმული. ჩრდილოეთის კედელში გაჭრილია ფართო შესასვლელი, ხოლო სამხრეთის კედელში - ეგვტერში გასასვლელი. კარის თავზე ჩასმულ ორ ფილაქვაზე ამოკვეთილია მხედრული სამშენებლო წარწერები.

sarTulebis gegmebi
დ) დარბაზული  ეკლესიის (7,7X6 მ) ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს კედელში სწორკუთხა სათავსოებია, რომელთაგან სამხრეთისას პატარა სარკმელი აქვს. თითი სარკმელი საკურთხეველში და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. დასავლეთ კედელში გაჭრილი გასასვლელით ეკლესია უკავშირდება დიდ  სათავსს, რომლის ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი ორი კარი ეგვტერში გადის. სათავსის დასავლეთ კედელში ფართო სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში-პატარა ნიში. კამაროვანი გადახურვა საბჯენი თაღისა და გრძივი კედლების მძლავრ პილასტრებს ეყრდნობა. 
დარბაზული ეკლესიის აფსიდში და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსებში გადარჩა მოხატულობის ფრაგმენტები. აფსიდის კონქის ჩრდილოეთის მხარეს გაირჩევა მოწითალო მიწა მთავარანგელოზის ტანსაცმლის ნაწილი, მეორე რეგისტრში - ორნამენტული ზოლი და წმინდანის გამოსახულება. სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსი მთლიანად მოხატულია. სარკმელს გვერდებზე უხეში ორნამენტი გასდევს. სარკმლის ქვემოთ წმინდა მეომრის ფიგურაა, სამხრეთ კედელზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ჩვილით, ღვთისმშობლის თავთან ორი ანთებული სანთელია; კომპოზიციის მარჯვენა ზედა კუთხეში მედალიონში ჩასმული ფიგურისაგან მხოლოდ კურთხევის გამომსახველი ხელია შემორჩენილი; მედალიონის ქვემოთ გამოსახულია ღვთისმშობლისაკენ მიბრუნებული საერო პირი;
freska freska
ჩრდილოეთის კედელზე წმინდანია. კედლის თავისუფალი ადგილები და ჭერი შევსებულია უხეში ორნამენტით და ჯვრებით. მხატვრობა პრიმიტიულია; სახე და ტანსაცმელი სქემატურადაა დამუშავებული, გრაფიკული გამოსახულებები ბრტყელია. კოლორიტში ჭარბობს ყავისფერი, მუქი შინდისფერი, მოშავო, მოწითალო და ყვითელი ფერები. ჩრდილო აღმოსავლეთ სათავსის მხატვრობის ნახვა შეუძლებელია, რადგან სათავსთან დამაკავშირებელი ღიობი ამოშენებულია.

კოშკური ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვის ფილებით. აღმოსავლეთით ერთ ვერტიკალურ ღერძზე განლაგებულია ორი სარკმელი, რომელთა საპირეები სწორხაზოვანი ფიგურებითაა მოპირკეთებული. ჩრდილოეთ კედელში ჩატანებულია ასეთივე ჩუქურთმიანი ქვის ფილა. სამხრეთ ფასადზე ამოკვეთილია მზის საათი.
reliefi reliefi reliefi

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ვაყას დედაღვთისმშობლის კომპლექსი ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ2. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა, ლიდა კაპანაძე.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016