Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

გუდალეთის ტაძრის კომპლექსი
(XIII-XIV ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთისმშობლის ტაძარი, კოშკებიანი ციხე-გალავანი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

გუდალეთში დაწერა იაკობ გოგებაშვილმა “იავნანამ რა ჰქმნა”;

3. adgilmdebareoba

გუდალეთის ტაძარი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე, სოფელ გუდალეთში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

გუდალეთში ტაძრის აგების შესახებ ქართულ მატიანეებს არავითარი ცნობა არ შემოუნახავთ. მხოლოდ ორიოდ ისტორიულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომ XIV საუკუნეში სოფელი სვეტიცხოვლის კუთვნილება ყოფილა; XVIII საუკუნეში ეს ადგილები სახასო იყო. ცნობილია რომ გიორგი სააკაძის შთამომავალნი – თარხნიშვილები – კავთისხევის მოურავები იყვნენ და გუდალეთიც მათ საბატონოში შედიოდა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

foto
gengegma

ა) გუდალეთის ღვთისმშობლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენია თლილი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგური. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე შესასვლელი თაღოვანია. აღმოსავლეთით ღრმა ბემიანი აფსიდი ნახევარწრიულია. მის ორივე მხარეს თითო აფსიდიანი სათავსი – სამკვეთლო და სადიაკვნეა. მათ თავზე არსებული სათავსები ინტერიერს სწორკუთხა გასასვლელით უკავშირდებოდა. აქედან საკურთხევლის კონქის თავზე გამართულ სამალავშიც შეიძლებოდა მოხვედრა. აფსიდის სარკმლის ქვეშ სწორკუთხა, ხოლო მის ორივე მხარეს თითო ნახევარწრიული ნიშია. თითო სარკმელი ყოფილა აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. მცირე ზომის თითო მრგვალი სარკმელი აქვს სამკვეთლოს, სადიაკვანესა და მათ თავზე მოთავსებულ სათავსებს. გუმბათი ეყრდნობოდა აფსიდის კედლებსა და დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ ბოძს. აღმოსავლეთის ფასადის კუთხეებთან პატარა, მრგვალი, საგანგებოდ მოჩარჩოებული სარკმლების ორი რიგია, ამ ფასადს მარტივპროფილიანი სადა ლავგარდანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, განიერი თაღოვანი შესასვლელის ზემოთ სარკმელი ჩუქურთმიან საპირეშია ჩასმული. ეკლესიის სამივე შესასვლელი თაღოვანი ლილვებით, ბურთულებითა და ფესტონებით ყოფილა მორთული.

aRmosavleTi fasadi gegma

ეკლესია ამჟამად ძლიერ დაზიანებულია: გუმბათი და კამარები ჩაქცეულია, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლები 1-2 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი; დანგრეულია მეორე სართული, არ შემორჩენილა გუმბათქვეშა ბოძები და თაღები; ეკლესიის დასავლეთით კარიბჭის სამხრეთ კედელი მთლიანად დანგრეულია. შედარებით უკეთესად არის შემონახული აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადები.

das. fasadi,
ganivi ganakveTi
grZivi ganakveTi samxreTisaken

galavani

ბ) ციხე-გალავანი – ღვთისმშობლის ტაძარს შემოვლებული აქვს ხუთკუთხა გალავანი (28X30 მ), რომელიც აგებულია XVIII საუკუნის II ნახევარში, ნაშენია რიყის ქვით. მოსწორებულ ადგილზე ნაგები ციხე-გალავნის ყოველ კუთხეში თითო ცილინდრული კოშკი დგას. თაღოვანი, ვიწრო და მაღალი ჭიშკარი სამხრეთით კოშკის პირველ სართულზეა. კოშკების ყოველ სართულს ცალკე თაღოვანი შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან. სართულებზე მისადგმელი კიბით ადიოდნენ. ჩრდილო-აღმოსავლეთით კოშკის პირველ სართულზე ორმალიანი შესასვლელია. ეს კოშკი დანარჩენებზე რამდენადმე დიდია. ყველა კოშკის მეორე სართულზე, მარჯვენა მხარეს მცირე ზომის სათავსი – საპირფარეშოა, რომელსაც ცალკე სწორკუთხა შესასვლელი აქვს ეზოს მხრიდან. სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის კოშკებში ეს სათავსები უფრო მოზრდილია, ფასადიდან გამოწეულია და გალავნის კედელსა და კოშკს შორის არის ჩამოკიდებული. ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკები უფრო პატარაა და გალავნის კედელშია მოქცეული. კოშკების ყოველი სართულის კედლებში გაჭრილია სათოფურები, სარკმლები და სხვადასხვა ზომის თახჩები და ნიშები; მეორე და მესამე სართულებზე შესასვლელების პირდაპირ ბუხარია. კოშკების ფასადებზე ოდნავ შესამჩნევ აქცენტებს ქმნის სათოფურებისა და სარკმლების ვიწრო ხვრელობები. გალავნის კედლები ორიარუსიანია: ქვედა ყრუა, ზედაში კი სათოფურეებს ქვემოთ საბრძოლო ბილიკის საყრდენი ხის კოჭების ჩასამაგრებელი ფოსოებია. გალავნის დასავლეთ კედელზე, ჩრდილო-დასავლეთ კოშკთან, მეორე იარუსის სიმაღლეზე ორი ბუხარია, მათ შორის თახჩებია. აქვე შემორჩენილია საცხოვრებელი ნაგებობის ნაშთები, რომელიც კოშკს საბრძოლო ბილიკით უკავშირდებოდა. გალავნის სამხრეთ კედელზე, მის აღმოსავლეთ მონაკვეთში, ეზოს მხრიდან ნიშის მაგვარი ორი მაღალი ხვრელებია. აქ, ფასადის მხარეს, კედლიდან გამოწეული სათოფურის მაგვარი შვერილი ყოფილა. გალავნისა და კოშკების კედლებში ორი ტიპის სათოფურია: ცალმაგი და ორმაგი. როგორც გალავნის, ისე კოშკების კედლებში საცეცხლე არის გასადიდებლად ზოგი სათოფური დახრილია. გალავანი დასრულებული იყო ნახევარწრიული ქონგურით.
ამჟამად გალავანი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კედლების ზედა მონაკვეთები, ჩამონგრეულია კოშკების ზედა ნაწილები, სართულშუა გადახურვები, თახჩები, სათოფურეები და სარკმლები ბევრგან გაგანიერებული ან ჩამოშლილია. გალავნისა და კოშკის ქონგურები ჩამონგრეულია. გალავნის კედელზე ამჟამად სკოლის ხის შენობაა მიდგმული.

dasavleTi fasadis sarkmeli sakurTxeveli

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

გუდალეთის ტაძარი გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არ არის მოქმედი.

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 5ტ, 1990წ.
2. ნ. ანდღულაძე ”გუდალეთი” - ძეგლის მეგობარი #35, 1974წ.
3. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა და ლიდა კაპანაძე;

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.saunje.ge

 


megobari saitebi

   

08.05.2016