Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

სათლელის ციხე
(სუეტის ციხე)

(1028 w.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

დასავლეთის კოშკი, დამატებითი ზღუდე, სწორკუთხა კოშკი, ეკლესია, სხვადასხვა ნაგებობები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება;

3. adgilmdebareoba

სათლელის ციხე მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, შავშეთის (Şavşat) რაიონში, ისტორიულ მხარე შავშეთში, სოფელ სათლეს (Savsat) მახლობლად კლდოვან ბორცვზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

სათლელის ციხის მშენებლობა დაკავშირებულია საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობებთან X-XI საუკუნეებში. სწორედ იმ მძიმე პოლიტიკურმა ვითარებამ, რომელშიც იმ დროს იმყოფებოდა საქართველო განაპირობა ციხეებისა თუ სხვა სასიმაგრო მნიშვნელობის ნაგებობათა აგება. სუმბატ დავითის-ძის მიხედვით ციხე 1028 წელს საბა მტბევარს აუგია, მაშინ როცა საქართველოს ბიზანტიელთა სარდალი პარკიმანოსი უტევდა. ასეთი განსაცდელის დროსაც ქართველ აზნაურებმა თავიანთი ორჭოფული მოქმედებებით ბიზანტიელებს საქმე გაუადვილეს: ბიზანტიის სარდალმა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესება იმდენად სამხედრო მოქმედებით არა, რამდენადაც აზნაურთა გადაბირებით მოახერხა. მათი მოქმედებით ქვეყანა და ბაგრატ IV დიდ განსაცდელში იყო ჩავარდნილი, მაგრამ საბა მტბევარის თავგამოდებულმა მოღვაწეობამ და შავშეთის ენერგიულმა დაცვამ გადაარჩინა მთელი ეს კუთხე ბერძენთა მძლავრობისაგან. მან თავისი საეპისკოპოსოს მცხოვრებლებისაგან ჯარი შექმნა და ბიზანტიელთა და მოღალატე აზნაურთა სამხედრო ძალას თავისი სამშობლოს ერთგული, ქართველი ხალხის ძალა დაუპირისპირა. “ხოლო აღაშენა სიმაგრე საბა მტბევარ ეპისკოპოსმან, მახლობელად ტბეთის ეკლესიისა და სახელ-სდვა მას სუეტი, და შეკრიბა მაშინ მან ერი თვისი და შევიდეს მას შინა თვით საბა მტბევარ ეპისკოპოსი, და ეზრა ანჩელ ეპისკოპოსი, და შავშეთის აზნაურნი, და განძლიერდა მას შინა”.
ციხეს საკმაოდ სტრატეგიული მდებარეობა ეკავა. იგი აკონტროლებდა როგორც იმიერხევსა თუ შავშეთზე აჭარისწყლის ხეობის სხვადასხვა პუნქტებზე გამავალ გზებს, ისე კლარჯეთთან დამაკავშირებელ უძველეს გზებს. ამ გზებზეა განლაგებული სწორედ IX-X სს. აშენებული კლარჯეთის ქვის თაღიანი ხიდების დიდი ნაწილიც.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

ციხე აგებულია მერისა და შავშეთის წყლების შესართავში შემაღლებულ, ხეობისაკენ წინ წამოწეულ სამკუთხა კლდოვან ბორცვზე. ციხის შიდა ფართობი დაახლოებით 4 ათას კვ.მ-ს შეადგენს. მის გეგმას ძირითადად კლდოვანი რელიეფი განსაზღრავს.
ა) ციხის გაბატონებულ ელემენტს წარმოადგენს დასავლეთის კოშკი, რომელიც 19 მ. სიმაღლისაა და 6 სართულს მოიცავს. აქედან კონტროლდებოდა როგორც მთლიანად ხეობები (შავშეთი, მერის), ისე საკუთრივ ციხის ტერიტორია. კოშკის შიგა, ანუ ციხის ნაწილი ნახევარწრიული მოყვანილობისაა, ხოლო გარე მხარე დაკუთხულია. კოშკის პირველ სართულზე მიმდინარე ამჟამინდელი გათხრებით დადასტურდა 2 თონის არსებობა. კოშკში დროთა განმავლობაში 6 მ სიმაღლის მიწის ნაყარი იყო დაგროვილი. მისი გაწმენდისას აქ აღმოჩნდა მეტად საინტერესო შინსახმარი კერამიკა (ჯამები, დოქები, კეცები და ა.შ). აქვე მრავლად იყო წარმოდგენილი განვითარებული შუასაუკუნეების (უმეტესად XI-XIII სს) მოჭიქული კერამიკაც.
ჯერჯერობით მხოლოდ ციხის ერთი კარიბჭე დასტურდება. იგი განთავსებულია გალავნის სამხრეთ--დასავლეთ ნაწილში, რომელსაც დასავლეთ კოშკი აკონტროლებდა.
ბ) ციხე სამხრეთ--დასავლეთით დამატებით ზღუდესაც შეიცავდა. ციხეში მოხვედრა მხოლოდ ამ დამატებითი ზღუდის გადალახვის შემდგომ შეიძლებოდა.
გ) ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ოდნავ წინ გაზიდული კედელი ნახევარწრიულია და მას სამხრეთიდან ედგმის დახლოებით ასეთივე 18-19 მ სიმაღლის სწორკუთხა კოშკი. იგი ციხის კედლის სიმაღლეს 5 მ-თაა აცილებული. ჯერჯერობით დაუდგენელია თუ იგი რამდენი სართულისაგან შედგებოდა. არაა გამორიცხული წინა კოშკის მსგავსად, ესეც 6 სართულიანი ყოფილიყო. იგი ძირითადად ციხის შიდა ტერიტორიის გაკონტროლებისათვის იყო განკუთვნილი. შესაძლებელია ამ კოშკის ქვედა სართული ყაზარმად ყოფილიყო გამოყენებული.
ციხის შიდა სამხრეთი კედელი საკმაოდ მძლავრ კონტრფორსებსაც შეიცავდა.
დ) შიდა ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ეკლესიაც ყოფილა გამართული. იგი ბოლომდე არ არის გამოვლენილი და ამჟამად იქ მიმდინარე გათხრების დასრულებამდე შეუძლებელია მის არქიტექტურულ ტიპზე საუბარი.

ციხის დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის კედლები 2 მეტრის სისქისაა, ხოლო აღმოსავლეთისა ზოგიერთ ადგილას 5 მეტრს აჭარბებს. ციხეს მთლიანად აქვს მორღვეული ჩრდილოეთი კედელი. მისი მოყვანილობის აღდგენა მხოლოდ პირობითაა შესაძლებელი. კედლების წყობა რეგურალურია. იგი გრანიტისა და ბაზალტის (საშუალო ზომა 40X40 სმ და 30X30სმ) კვადრებითაა ნაგები. მათ შემაკავშირებლად კირხსნარია გამოყენებული.
ე) ციხის შიდა ტერიტორიაზე ჩანს სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები, რომელთა დანიშნულებაც აქ მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გახდება შესაძლებელი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

სათლელის ციხის კომპლექსი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ციხეში მდებარე ეკლესია ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

გურამ ჩხატარაშვილი საბაკალავრო ნაშრომი – „შავშეთის მატერიალურ-კულტურული ძეგლები, სათლელიის (სუეტის) ციხე“ 2009წ.
ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით გურამ ჩხატარაშვილს მოწოდებული მასალებისათვის.

10. marSruti

დადგინდება.

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016