Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

xevis sionis eklesiis kompleqsi
(IX-X ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, გალავანი, კოშკი, საცხოვრებელი სახლები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი  მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევში, დაბა სტეფანწმინდიდან სამხრეთ–დასავლეთით 7 კმ–ში მდებარე სოფელ სიონის განაპირას - ჩრდილო-დასავლეთით, ბორცვზე.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

სოფელი სიონი, სადაც ეს კომპლექსი მდებარეობს, ხევის უძველესი და უმნიშვნელოვანესი დასახლებაა. სტრატეგიული თვალსაზრისით, მას ადრინდელ შუა საუკუნეებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სწორედ ამ პერიოდში - IX-X საუკუნეებშია აშენებული ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსის ძირითადი ნაგებობები: ეკლესია, გალავანი და კოშკი. ეს ციხე-კოშკი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თავდაცვითი ნაგებობა იყო. იგი კეტავდა ჩრდილოეთისკენ - დარიალის ხეობისკენ მიმავალ გზას. მთიულეთისგან ადმინისტრაციულად ცალკე გამოყოფილ ხევს საკუთარი მმართველი ყავდა, რომელსაც ’’ძეგლისდების” მიხედვით, XIV საუკუნეში ”სიონის ერისთავი” ერქვა. მისი ადგილსამყოფელი  სიონში უნდა ყოფილიყო. იგი  საქართველოს სამეფო კარს ემორჩილებოდა. XVII საუკუნეშიც, სამეფო ხელისუფლების დასუსტებისა და ხევზე არაგვის ერისთავთა უფლებების გავრცელების შემდეგაც, მათ კვლავ სიონის ერისთავებად იხსენიებენ.
სოფელში შემორჩენილია XVIII-XIX საუკუნეებში აგებული საცხოვრებელი სახლებიც.
რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ რუსეთის მმართველობა საქართველოს სამხედრო გზასთან ერთად სიონსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
სიონის ციხეში გამაგრდნენ 1804 წელს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული მთიელები. დიდი ბრძოლების შემდეგ რუსეთის ჯარმა ციხე აიღო.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

foto
gegma

ა) ეკლესია (10,2X12,1 მ) სამნავიანი ბაზილიკაა, გეგმით სწორკუთხა, ნაგებია თლილი ქვით. ამჟამად გადახურულია თუნუქით.  ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან (ამოქოლილია) და ჩრდილოეთიდან. ნავებს შორის ორ-ორ სწორკუთხა ბურჯზე გადაყვანილი სამ-სამი თაღია. თაღების სიგანე და სიმაღლე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ იზრდება. შუა ნავი გვერდით ნავებთან შედარებით ორჯერ განიერია. ნავები გადახურულია ცილინდრული კამარებით. შუა ნავის ცილინდრული კამარა პილასტრებზე გადაყვანილ ორ საბჯენ თაღსა და დასავლეთი კედლის მიმდებარე თაღს ეყრდნობა, გვერდითა ნავების კამარები კი - ორ-ორ ვიწრო თაღს. შუა ნავს აღმოსავლეთით მოკლე ბემა და ღრმა აფსიდი აქვს. აფსიდის კედელს ღვთისმსახურთათვის ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს. სარკმლის ქვემოთ ქვის სავარძელია მაღალი სასულიერო პირისთვის. სავარძლის გვერდით მაღალი მრგვალი ქვის სვეტია, რომელზეც ქვისავე ოთხკუთხა სახატეა შემოდგმული. შუა ნავის სამივე კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. საკურთხეველს სამხრეთით და ჩრდილოეთით  სწორკუთხა სადიაკვნე და სამკვეთლო ეკვრის, რომლებიც გვერდითა ნავებს უერთდება.

foto
Wrili

სათავსების აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია, გრძივ კედლებში - სხვადასხვა სიდიდის თითო სწორკუთხა ნიში. სათავსებს კამაროვანი გადახურვა აქვს. ეკლესიის თანადროული კანკელი ექვს კოლონაზე დაყრდნობილი თაღედია და საკურთხევლიდან 1 მ-ითაა გამოწეული. მისი სვეტები ქვემოთ წახნაგოვანია, ზემოთ - ცილინდრული; დასრულებულია მოჩუქურთმებული კაპიტელებით. კანკელს, თაღედის ზემოთ, დამუშავებული ლავგარდანი გასდევს. შუა ნავის დასავლეთ კედელზე ჩანს მოხატულობის კვალი. ფასადებზე სარკმლებს მარტივპროფილიანი, ბოლოებშემოკეცილი თავსართები აქვს. აღმოსავლეთის ფასადის შუა სარკმლის თავზე მაღალი ნიშია, რომელსაც ორფერდა გადახურვა აქვს. შუა ნავის გადახურვა მაღალია, ორფერდა, გვერდითა ნავებისა - ცალფერდა. სამხრეთითა და ჩრდილოეთით შემორჩენილია მინაშენების კვალი. ეკლესიის წინ, შესასვლელთან, ხევის უხუცესთათვის (”ბჭეებისათვის”) განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.

foto
fasadi

ბ) ეკლესიას შემოვლებული აქვს უსწორმასწორო მოხაზულობის კარგად ნაწყობი თლილი ქვის  გალავანი, რომელიც ძირითადად ეკლესიის მცირეფართობიანი ეზოს საყრდენი კედლის მოვალეობას ასრულებს. გალავნის შესასვლელის წინ უფრო გვიანდელი ხანის  ს ა მ რ ე კ ლ ო ს  ნანგრევებია. გალავნის შიგნით  სასაფლაოა,  მის სამხრეთ მონაკვეთში მცირე ზომის ბაზისსა და ზემოთკენ ოდნავ დავიწროებულ ოთხკუთხა კვარცხლბეკზე დგას ოთხკუთხა და წიბოებჩამოქნილი  ქვასვეტი.  მისი ასომთავრული წარწერის მიხედვით, ქვასვეტი ეკუთვნის ვინმე გიორგის, რომელიც თხოულობს შენდობას. კვარცხლბეკის ერთ ქვაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ჩვილით. ქვასვეტს თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. იგი ამჟამად დაკარგულია.
გ) კოშკი  დგას ეკლესიის ჩრდილოეთით, მაღალი კლდის ქიმზე. გეგმით კვადრატული კოშკი (4,5X4,5 მ) ხუთსართულიანია და ზემოთკენ შესამჩნევად ვიწროვდება. ნაგებია მოზრდილი ზომის უსწორმასწორო ნატეხი ქვით. ფასადებზე ქვა შედარებით უკეთაა დამუშავებული. კოშკის მეხუთე სართულის ზედა ნაწილი და ქვის სართულშუა გადახურვები ჩამონგრეულია.

foto
gegma

კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია. პირველი სართული მიწიდან 5 მ სიმაღლეზეა. სწორკუთხა შესასვლელი პირველ სართულზეა. კართან, კედელში ჩასმულია მოზრდილი შვერილი ქვა ხის კიბის მისადგმელად, დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლებში სამი საბრძოლო ხვრელი - სარკმელ-სამზერია. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი მოზრდილი, შიგნით თაღოვანი, ხოლო გარედან კვადრატული სარკმელია. მესამე სართულის დასავლეთ კედელში - ერთი ვიწრო, მაღალი სარკმელია. მეოთხე სართულის ჩრდილოეთ კედელში - ერთი მოზრდილი თაღოვანი სარკმელი. მეხუთე, საბრძოლო-სათავდაცვო სართულს შემოვლებული აქვს მაღალი პარაპეტი. აქ ოთხივე მხარეს ნიშის მსგავსი დიდი ოთხკუთხა შვერილი სალოდეებია, რომლებიც მხოლოდ ქვემოდანაა ღია. კოშკის კედლებში სართულშუა გადახურვისათვის ჩატანებულია ბრტყელი ქვები (სიგრძით 0,6-0,8 მ), რომლებზეც გრძელი ქვებია დალაგებული. ყველა სართულის იატაკში დატანებულია ერდო.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ხევის სიონის კომპლექსი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2,  2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://www.karavi.ge

http://skola.edu.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016