Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

boras saydari
(X s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ბორას (ბოძის) საყდარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით მდებარე სოფელ ძეგვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე, მდინარე ძეგვისწყლის მარჯვენა ნაპირზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

samxreT-aRmosavleTi xedi

სტილისტური ნიშნებით ბორას (ბოძის) საყდარი თარიღდება X საუკუნით. ამჟამად მიმდინარეობს აღდგენა, სარეტავრაციო სამუშაოები, რომელსაც ადგილობრივი ახალგაზრდობა აწარმოებს თავისი საკუთარი ძალითა და სახსრებით.

 

 

 

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

fasadi, ganakveTi, gegma

ლეგენდის მიხედვით ეკლესის მშენებლები საჭმელ-სასმელს ღრმა ორმოში ინახავდნენ. ორმოში შხამიანი გველი ჩაცურებულა, რაც დაუნახავს ცაში მონავარდე ბორას, შურდულივით დაშვებულა, ორმოში ჩაფრენილა და იქვე მომკვდარა. მშენებლებს ეკლესიისათვის ბორას  საყდარი უწოდებიათ. სპეციალური ლიტერატურაში ძეგლს ბოძის საყდრის სახელითაცაა ცნობილი.

 

 

 

 

7. arqiteqturuli aRwera

fasadi, ganakveTi, gegma

ბორას საყდარი დარბაზულია (7,5 X4,5 მ), ნაგები ქვიშაქვის მოზრდილი ნატეხებით. შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. კარის აღმოსავლეთით, იმავე კედელში ერთი სარკმელია. გრძივი კედლების შუაში შემორჩენილია კამარის საბჯენი თაღის ქუსლები, რომლებიც მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა. ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილო და სამხრეთ მხრებში მცირე ზომის სამკვეთლო და სადიაკვნეა. ისინი აფსიდის ვიწრო და მაღალი გასასვლელებით უკავშირდებიან. საკურთხეველში, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში თითო სარკმელია.
ბორას საყდარი შიგნიდან შელესილი და  მოხატული ყოფილა. საკურთხეველში შემორჩენილია XI-XII საუაკუნეების მოხატულობის ფრაგმენტები. კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომი ქრისტესა და ქერუბინების მონუმენტური კომპოზიცია. მაცხოვრის ტახტი მორთულია ორრიგად განლაგებული, მსხვილი, სწორკუთხა ფორმის ლურჯი ქვებით, ხოლო ფეხსადგამი – მარგალიტებით. მეორე რეგისტრში გაირჩევა ოთხი ეკლესიის მამის წელსზედა გამოსახულება. მხატვრობა ქვემოთ (1 მეტრის სიმაღლეზე იატაკიდან) ბოლოვდება ფართო ორნამენტული ზოლით.

ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხესთან შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ბორას საყდარი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, თბ., ტ5. 1990წ. გვ.333-334.
2. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა, ნინო ნაროზაული

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016