Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto foto foto

samTavros kompleqsi
(IV-XVIII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო და გალავანი კოშკით.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს.

ამ ადგილზე საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლესია, რასაც ადასტურებს “წმ. ნინოს ცხოვრებაში” მოყვანილი მისი წერილის შინაარსი: “აღვაშენე ეკლესიაი მაყულოვანსა მას შინაიო ნინოსსა”.

აქ არიან დაკრძალულნი მირიან მეფე და ნანა დედოფალი. აგრეთვე ერთ–ერთი ასურელ მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი.

აქ მოინათლა სრულიად  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II.

 

3. adgilmdebareoba

სამთავროს ტაძარი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მცხეთის მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მცხეთის ცენტრში;

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

მთავარი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელი – სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელ მამათთაგანი აბიბოს ნეკრესელი. ოქტომბრის რევოლუციამდე აქ დიდი დედათა მონასტერი იყო.
წმ. ნინოს ეკლესია დგას ეზოში, ტაძრის აღმოსავლეთით. ისტორიული წყაროებით მცხეთაში მოსული ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში “ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაითა... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან”. ამ ადგილზე საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლესია, რასაც ადასტურებს “წმ. ნინოს ცხოვრებაში” მოყვანილი მისი წერილის შინაარსი: “აღვაშენე ეკლესიაი მაყულოვანსა მას შინაიო ნინოსსა”. IV საუკუნის ზემოთ მოყვანილი ცნობები სწორედ წმ. ნინოს ეკლესიის აშენების თარიღს და ადგილსამყოფელს გულისხმობს.
სამრეკლო დგას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, მისგან ოციოდე მეტრის დაშორებით ამაღლებულ ბორცვზე. აშენებულია XV-XVI საუკუნეებში.
ძველი გალავნიდან შემორჩენილია ეზოს სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში შემაღლებაზე მდგარი კოშკი. აგებულია XVIII საუკუნეში. არსებული გალავანი XIX საუკუნისაა.
სამთავროში დედათა მონასტრის ისტორია 1820 წლიდან იწყება, იმ დროიდან, როდესაც საქართველოში მიმქრალი მონასტრული ცხოვრება მცხეთაში ათმა მონოზონმა განაახლა. მონოზვნებმა: თეკლა ბიძინაშვილმა, დომნა გოგნიაშვილმა, მარიამ ეგაძემ, თეკლე (თეონა) ბერიძემ, ტატიანა ბიჭიკაშვილმა, ქრისტინე ოქროპირიძემ, მარიამ გუდაბერიძემ, მელანია მჭედლიშვილმა და დარეჯან კობახიძემ მონოზონ ნინო ამილახვრის წინამძღვრობით საფუძველი ჩაუყარეს სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერს. მათვე აღადგინეს და საეკლესიო სიწმიდეებით შეამკეს სამთავროს ეზოში მცირე ზომის ტაძარი (წმიდა მეფე მირიანის მიერ აშენებული) და 1828 წლის 27 იანვარს, ნინოობას, წმიდა ნინოს სახელზე აკურთხებინეს. ონასტერი ოფიციალურად სამთავროში საკმაოდ გვიან, პირველი წინამძღვრის, ნინო ამილახვრის გარდაცვალების შემდეგ, 1835 წელს გაფორმდა. საბჭოთა პერიოდში, დედებმა მონასტრის ფიზიკური გადარჩენა ხან საფეიქრო მუშებად გაფორმების ფასად, ხანაც მორწმუნეთა ე.წ. ”ოცეულების” ჩამოყალიბებით მოახერხეს,  იღუმენია ანუსია კოჭლამაზაშვილმა კი სამთავროს ისტორიული ძეგლის უხელფასო დამლაგებლის ”წოდებაც” იტვირთა იმისათვის, რომ სავანეს ყურადღება არ მოჰკლებოდა.
აქ მოინათლა და ახალგაზრდობის წლები გაატარა სრულიად  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია II–მ.
მისი ლოცვა-კურთხევით სამთავროს მონასტერს დაუბრუნდა კუთვნილი ისტორიული ნაგებობა-ტერიტორიები, სადაც მონაზონთა საცხოვრებელი სენაკები განთავსდა; მნიშვნელოვანად განახლდა და რესტავრაცია ჩაუტარდა ფერიცვალების ტაძარსა და წმინდა ნინოს სამლოცველოს; გამშვენდა და გემოვნებით მოეწყო წმინდა მეფე მირიანისა და ნანა დედოფლის განსასვენებელი. მონასტერში მაღალპროფესიული მგალობელთა გუნდი ჩამოყალიბდა; კეთილმოეწყო მონასტრის ტერიტორია, მონოზონთა საცხოვრებელი გარემო;  აღორძინდა სასანთლე, სამხატვრო, სამკერვალო და სხვა სახის სახელოსნოები. მონასტერი მუშაობს ცალკეულ გამოცემებზე და დღეისათვის მომზადებული აქვს პოლიგრაფიულად კარგად შესრულებული გამოცემა - “სამთავრო”, აგრეთვე მოგონებათა წიგნი ბერ გაბრიელზე - “ბერის დიადემა”;  მომზადდა მონასტრის ინტერნეტ გვერდი.


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

ა) მთავარი ტაძარი - ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. მხატვრულ-სტილისტური ანალიზით XI საუკუნის 30-იან წლებს განეკუთვნება. ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვადრატებით. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩაინგრა და იგი XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე აღადგინეს. XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. მიუხედავად ამისა ხუროთმოძღვრის თავდაპირველი ჩანაფიქრი მკაფიოდ და ნათლად ჩანს. ტაძარში შესვლა სამხრეთ კარიბჭიდან შეიძლება. გუმბათი ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს და საკურთხევლის კედლების შვერილებს. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდს განიერი ბემა ეკვრის.

plan
gegma

საკურთხევლის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც ტაძრის მთავარ სივრცეს უკავშირდებიან.

კანკელი XV საუკუნისაა. ტაძრის გუმბათქვეშა ბურჯების კაპიტელები, ბაზისები და საბჯენი თაღების საყრდენი კონსოლებიპროფილირებულია.
ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია. ტაძრის სახრეთ-დასავლეთის გუმბასთქვეშა ბოძთან დგას მოტროპოლიტის კათედრა. ტაძრის ძირითადი მკლავები კუთხის ნაწილებთან შედარებით მაღალია. შიგა სივრცე მაღალი, შეკრული და ჰარმონიულია. ცამეტწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილი ცამეტი სარკმლიდან შემოსული შუქით განათებულია ტაძრის ცენტრალური სივრცე, გვერდის ნაწილები კი ჩაჩრდილულია. დიდი ტაძრის საკურთხეველსა და გუმბათზე შემონახულია მოხატულობის ფრაგმენტები. მოხატულობის კოლორიტი აგებულია ყვითელ, მოწითალო-ყავისფერ, მღვრიე ცისფერ, მონაცრისფრო-თეთრ, ყავისფერ და მწვანე ფერთა შეხამებაზე. მხატვრობა XVII საუკუნეს მიეკუთვნება.

fasad
fericvalebis eklesia, aRmosavleTi fasadi

ტაძრის გარეგანი მასები მკაფიოდ ისახავს შიდა სივრცის სქემას, რაც ტიპურია შუა საუკუნეების ქართული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობისათვის.
აღმოსავლეთი ფასადი ძალზე სადა და ლაკონიურია: აქ მოცემულია უწყვეტი ხუთი დეკორატიული თაღის ტრადიციული სქემა. შუა, ამაღლებულ თაღში მოთავსებულია ორნამენტიანი საპირით და ჰორიზონტალურმკლავებიანი სათაურით მორთული ცენტრალური სარკმელი, რომლის ორივე მხარეს აჟურული ფესტონებით მორთული თითო მაღალი და ღრმა ნიშაა. ფასადის გვერდითი სარკმლების საპირეები და ფრონტონის წვერში ჩასმული ჯვრის გამოსახულება გვიანდელია.

დასავლეთის სადათაღებიანი ფასადი, რომელიც მთისკენაა მიმართული, თითქმის მოურთველია. შეწყვილებული სარკმლის მორთულობა დაუმთავრებელია. დასავლეთ კარიბჭე გვიანდელია და ამჟამად გაუქმებულია.
ჩრდილოეთის ფასადზე მიდგმული ცალფერდასახურავიანი ნაგებობა XI საუკუნეზე ადრინდელია. იგი ორგანულადაა ჩართული ტაძრის საერთო კომპოზიციაში, ამ ნაგებობის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული დაბალრელიეფიანი ფიგურა IX საუკუნისა უნდა იყოს.

plan
wminda ninos eklesiis. gegma

ბ) წმინდა ნინოს ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, შეკეთებების დროს თლილი ქვა და აგურიც გამოუყენებიათ. აღმოსავლეთით, ნალისებრ აფსიდში ვიწრო თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვეშ ტრაპეზის ქვა დგას. ჩრდილოეთით აფსიდის კედელში კონქით გადახურული ნახევარწრიული ნიშაა. გუმბათქვეშა სწორკუთხედიდან გემბათის ყელზე გადასვლა ხდება კუთხეებში დადებული ზღუდარით (ამჟამად კონსტრუქცია შელესილია). სატრიუმფო თაღი, კონსოლებზე დამყარებული დასავლეთის საბჯენი თაღი, შესასვლელის თაღი, დასავლეთის გარეთა ნიშა, სარკმლები ყველგან ნახევარწრიულია. გარედან ეკლესია სწორკუთხა მოხაზულობისაა, გუმბათის რვაწახნაგა ყელი კვადრატთან მიახლოებულ სწორკუთხედზეა აღმართული. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. შიგნით კაპიტელები და კონსოლები პროფილირებულია. აღმოსავლეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის ფასადთა წვეროებში აგურით გამოყვანილია ტოლმკლავებიანი ჯვრები. გუმბათის ყელის ყრუ წახნაგებზე ნალესით სარკმლის საპირის იმიტაციაა გაკეთებული.
ინტერიერი მოხატულია წმ. ნინოს ცხოვრების კომპოზიციებითა და სხვა სიუჟეტებით. მოხატულობა უხეშია, გვიანდელი.

crili
samreklo

გ) სამრეკლო აგებულია XV-XVI საუკუნეებში. სამრეკლო (4,7X5,8 მ) სამსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილ მოყვითალო-მონაცრისფრო ქვიშაქვის კვადრატებით. პირველი სართული სწორკუთხა კვადრატია, რომლის ჩრდილოეთ ფასადი გალავნის კედელშია ჩართული. სათავსს სამხრეთით აქვს ცილინდრულკამარიანი ფართო თაღოვანი შესასვლელი. მეორე სართული სამი მხრიდან ორმაგი თაღებითაა გახსნილი. შესასვლელი დასავლეთის ყრუ კედელშია გაჭრილი და მიშენებული აქვს მაღალი ქვის კიბე, რომლის საფეხურები კედლებს შორისაა მოქცეული: ჩრდილოეთით გალავნის კედელია, სამხრეთით კი სპეციალურად კიბისათვის ამოყვანილი კედელი. მეორე სართულის კამარის დასავლეთ მონაკვეთში მომრგვალებული ხვრელია გაჭრილი. ხვრელიდან მისადგმელი კიბით შეიძლება აგურით ნაგებ ფანჩატურში ასვლა. ფანჩატურს მრავალწახნაგა პირამიდული სახურავი აქვს.

დ) გალავანი აგებულია XVIII საუკუნეში. ამ გალავნიდან შემორჩენილია დაზიანებული ცილინდრული კოშკი. არსებული გალავანი XIX საუკუნისაა. გალავნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სასაფლაოა.

 

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

სამთავროს კომპლექსი მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, 1990წ.
2. ფოტოების ავტორი - ნატალია ჩიტიშვილი
3. ინტერნეტ ბმული – http://samtavro.ge

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://samtavro.ge

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://saunje.ge

http://eklesiuri.ucoz.com

http://www.ambioni.ge

http://children.wanex.net

http://wapedia.mobi/ka  

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016