Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

suramis cixe
(XII-XIII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია, სასახლე

2. mniSvnelovani da saintereso informacia

დანიელ ჭონქაძის მოთხრობის `სურამის ციხე~-ს მიხედვით გადაღებულია ორი მხატვრული ფილმი. პირველი გადაიღო რეჟისორმა ივანე პერესტიანმა 1922 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის დამდგელი მხატვრები იყვნენ ევგენი ლანსერე და ვალერიან სიდამონ-ერისთავი. მეორე 1984 წელს გადაიღო სერგო ფარაჯანოვმა. ამ ფილმში მონაწილეობა მიიღო ბევრმა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა, მათ შორის ვერიკო ანჯაფარიძემ, სოფიკო ჭიაურელმა, დუდუხანა წეროძემ, ლეილა აბაშიძემ. ფილმს მრავალი პრიზი აქვს მიღებული კინოფესტივალებზე.

3. adgilmdebareoba

კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, ხაშურის რაიონში, დაბა სურამის სამხრეთ ნაწილში, კლდოვან გორაკზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში, სურამელთა საერისთავოს დაფუძნებასთან დაკავშირებით. კაპიტალურად შეკეთდა XVI საუკუნის II ნახევარში. ამ პერიოდის კედლის ნაშთები შემორჩენილია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. დანარჩენი ნაწილები აღდგენილია XVII და XVIII საუკუნეებში.
ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წელს, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; მათი განდევნის შემდეგ, უმეფობის ხანაში, სურამის ციხე ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა ირანის წინააღმდეგ მებრძოლებისათვის. 1742-45 წლებში ირანელთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვრის ძირითადი დასაყრდენი გახდა. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. მეფეებმა, მიუხედავათ იმისა, რომ რომ მათ ზურგს ირანი უმაგრებდა, სურამის ციხის აღება ვერ შეძლეს. არ გაჭრა არც თვით თეიმურაზის მოლაპარაკებამ, არც შაჰის პატიების ფირმანმა და არც ციხისათვის ყუმბარების დაშენამ.
შაჰი იმდენად განუცვიფრებია ამას, რომ მხატვარი გამოუგზავნია ციხის დასახატად. როდესაც ციხის სურათი მოუტანეს, შემოუთვლია: ციხეს ისეთი გალავანი შემოავლეთ, რომ ყოველგვარი მოძრაობა შეწყდეს და ალყა არ მოხსნათ, ვიდრე თვითონ არ შემოგვეხვეწებიანო. შემდეგ ციხე მალულად ორჯერ ააფეთქეს და კედლის დიდი ნაწილი ჩამოანგრიეს. მიუხედავად იმისა, რომ კარი თითქმის შემტვრეული იყო, ამილახვარი მაინც არ ნებდებოდა და ახლა დედოფლის მისვლას მოითხოვდა: მხოლოდ მას ვენდობიო. დედოფალ თამარის მისვლის შემდეგ მიუციათ მეფეებს უვნებლობის ფიცი. ამილახვარი ქალაქს ჩამოიყვანეს და სახლთუხუცესობა უბოძეს. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ ძლიერ სიმაგრეს წარმოადგენდა სურამის ციხე XVIII საუკუნეში. ნადირ-შაჰი ამილახვარს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და მისი ბრძანებით სურამის ციხე დაუნგრევიათ. მაგრამ სურამის ციხე ქართველებს მალე აღუდგენიათ და 1756 წელს აქ ერეკლე II-ეს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული. სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. შემდეგ აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს. 1792 წელს ერეკლე II-ის `ანდერძში~ სურამის ციხე საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული. 1801 წლის წყაროებით ციხე ისევ მოქმედია. XIX საუკუნეში მან საქართველოს სხვა ციხეებთან ერთად თანდათან დაკარგა მნიშვნელობა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

foto
gengegma

 

foto
fasadi

ა) გალავანი რელიეფს მიყვება. მას რთული მოხაზულობა აქვს, რადგან მშენებლებს კლოდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ნაგებია ნატეხი და თლილი ქვით. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილშია. აქ კლდეში ამოკვეთილია საფეხურები. გალავნის ამ მონაკვეთის ზედა ნაწილში ვიწრო სათოფურებია, ჩრდილოეთ-დასავლეთით ყრუ კედელია. გალავნის დასავლეთ ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ 8 მ სიგრძის და 2 მ სიმაღლის კედელი, რომელზეც ეზოს მხრიდან სასახლე იყო მიშენებული. გალავანში აღმოსავლეთით ჩართულია შიდა ციხის კედელი, რომელიც ნაკლებადაა დაზიანებული. გვიანდელი სამშენებლო ფენა (XVII ს.) თხელია, მის აღმოსავლეთ კედელში ერთ რიგად განლაგებულია სათოფურები. ციხის თავდაპირველი კედლის ქონგურები გამოყვენილია უხეშად და განაწილებულია არათანაბრად; უფრო გვიან ნაშენი კედლებისა კი, პირიქით ხშირი, ვიწრო და მომრგვალებულია და განლაგებულია თანაბრად.
ბ) ციხე (ფართ. 1200 კვ.მ) შედგება ორი ნაწილისაგან: შიდა ციხისა (ციტადელი) და ქვედა ეზოსაგან. შიდა ციხეს უჭირავს მთის ზედა ნაწილი, ქვედა ეზოს კი მთის ფერდობები. შიდა ციხე გეგმით არასწორი მრავალგვერდაა (52,4X29,3 მ). შედგება გალავნისა და პირამიდული კოშკისაგან (21,2X12,7 მ). მისი ტერიტორია ნანგრევებითაა დაფარული. კოშკის მხოლოდ ორი სართულია შემორჩენილი. ორივე სართულს ეზოდან აქვს შესასვლელი. II სართულის სქელ კედლებში ვიწრო სარკმლებია. ნაგებობა მოპირკეთებულია თლილი ქვით.

foto
fasadi

გ) წმ.გიორგის ეკლესია დგას ქვედა ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში. აგებულია XI-XII საუკუნეებში. ეკლესია დარბაზულია (5,9X6,1 მ), ნაგებია თლილი ქვით. შესასვლელი ორი აქვს – დასავლეთით და ჩრდილოეთით. ეკლესია ორნაწილიანია, ორივე ნაწილი თანაბარია. სამხრეთ ნაწილი აფსიდიანია, ჩრდილოეთ ნაწილი – სწორკუთხა. დარბაზები ერთმანეთთან დაკავშირებულია განიერი თაღით. ორივე ნაწილი გადახურულია ერთი ცილინდრული კამარით, რომელიც აერთიანებს მათ ერთ დიდ დარბაზად. თითოეულ დარბაზში თითო სარკმელია აღმოსავლეთით და დასავლეთით. ინტერიერში შემორჩენილია ფეოდალური ხანის მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. მოხატულობისათვის დამახასიათებელია გამოსახულებათა მცირე ზომები და შესრულების გრაფიკულობა. კოლორიტში ჭარბობს მოწითალო-აგურისფერი, მუქი ლურჯი, მოწითალო-ყავისფერი, მონაცრისფრო-თეთრი და ყვითელი ფერები. ეკლესიის ფასადზე დეკორის ფრაგმენტები ჩანს. სარკმლების მორთულობიდან შემორჩენილია თაღების რელიეფური ღილაკის ფრაგმენტები. სახურავი ორფერდაა. ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მიშენებულია კამარით გადახურული პატარა (2X3 მ) სათავსი, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარის თავზე გაჭრილია სარკმელი.
დ) სასახლე მდებარეობდა ქვედა ეზოს დასავლეთ მონაკვეთში. იგი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის ნანგრევები. გადახურვა კამარული ჰქონია. სასახლის აღმოსავლეთ კედელში ღრმა ნიშები და თაღების ფრაგმენტებია. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა.
გალავნის დასავლეთ კედელზე, რომელზეც მნიშენებული იყო სასახლე, შეინიშნება ორი სათავსის ფრაგმენტები.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

სურამის ციხის წმ. გიორგის ეკლესია გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://lemill.net

http://dzeglebi.com

http://church.ge

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016