Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ამილახვართა ციხე–დარბაზები

(XVII-XVIII სს)


1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

I. კომპლექსი
ა) გალავანი კოშკებით
ბ) ეკლესია
გ) კოშკი-სამრეკლო
დ) კოშკები
ე) სასახლე;


II. კომპლექსი  
სასახლის ნანგრევები და გალავანი ცილინდრული კოშკებით;


III. კომპლექსი
ა) ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი
ბ) ეკლესია
ბ) ანდუყაფარ ამილახვრის აბანო.

 

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ამილახვართა ციხე–დარბაზების კომპლექსები მდებარეობენ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კასპის ჩრდილოეთით 10 კმ–ში მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

ნაგებობები თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. ამილახორთა (იგივე ამილახვართა) ციხე-დარბაზებისა და მათთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს არაერთხელ იხსენიებენ  XVIII საუკუნის ისტორიკოსები (სეხნია ჩხეიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, პაპუნა ორბელიანი და სხვ.). XVIII საუკუნეში ხელისუფლების გაძლიერებისა და ტერიტორიების შემატებასთან დაკავშირებით, ქართლის მსხვილ ფეოდალთა ამილახვართა რეზიდენციამ სხვილოდან ბარში, ქვემო ჭალაში გადმოინაცვლა. ამავე საუკუნეში აქ სასახლე და ციხე-დარბაზი მდგარა. დასტურდება, რომ საუკუნის 40-იან წლებში გივი ამოლახვარს ორი ციხე-დარბაზი ჰქონია ქვემო ჭალაში. ციხე-დარბაზებს დიდი როლი ენიჭებოდა ლეკებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1728 წელა `მოადგნენ ლეკნი ჭალას, მოჰკლეს ამილახორის რევაზის შვილი ერასტი და შემუსრეს ჭალა… ათასი ტყვე წაასხეს და წავიდნენ~ (ვახუშტი ბაგრატიონი). 1742 წელს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა სპასალარმა გივი ამილახვარმა (1689-1754 წწ.) ზემო ქართლის ფეოდალთა აჯანყება მოამზადა სპარსელების წანააღმდეგ. ყიზილბაშთა ჯარი იმამყული-ხანის მეთაურობით ქვემო ჭალასთან დაბანაკდა. სხვილოს ციხეში გამაგრებული ქართველთა ჯარი გივი ამილახვრის სარდლობით შეებრძოლა მტერს და უკუაქცია იგი. იმავე წელს სპარსელთა გაერთიანებულმა ჯარმა ფატალი-ხანის და ქერიმ-ხანის მეთაურობით კვლავ გამოილაშქრა ამილახვრის წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა სხვილოს ციხის ზემოთ, მთებში. კვლავ ქართველებმა გაიმარჯვეს. ყიზილბაშებმა მიატოვეს ბრძოლის ველი და გივი ამილახვრის ციხე-დარბაზებს შეესივნენ. ისინი ჯერ სამთავისისაკენ გაეშურნენ, ქვემო ჭალაში მცირერიცხოვანი გარნიზონი დატოვეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და თავს დაესხნენ ქვემო ჭალაში გამაგრებულ ყიზილბაშებს. მტერი უბრძოლველად უკუიქცა. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II გივი ამილახვრის წინააღმდეგ იბრძოდა ქვემო ჭალის ორივე ციხე-სიმაგრე, ისე როგორც ამილახვრის სხვა ციხე-სიმაგრეები, იმდენად კარგად ყოფილა გამაგრებული, რომ შეტევის დაწყება მძიმე არტილერიის მოსვლამდე შეფერხებულა. გარეშე მტრების შემოსევებმა ქვემო ჭალის კომპლექსი ძლიერ დააზიანა. XVIII საკუნის 30-იან წლებში აშენებული ნაგებობებიდან მთავარი კომპლექსის ეკლესიის, სამრეკლოსა და აბანოს მეტი აქ აღარაფერი დარჩა. XIX საუკუნის დასაწყისში კომპლექსები ბევრჯერ გადაკეთდა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ნაგებობები ნაშენია ძირითადად რიყის ქვით, გამოყენებულია აგური (განსაკუთრებით ინტერიერებში) და თლილი ქვაც (მთავარი ციხე-დარბაზის ეკლესია, სამრეკლო და სხვა).
I კომპლექსი

gengegma gegma
ა) მთავარი ციხე-დარბაზის ეზო შემოზღუდულია მაღალი გალავნით (33,2X73,6 მ); ეზო კედლით ორ არათანაბარ ნაწილად არის გაყოფილი. სამხრეთი მონაკვეთი დიდია (2000 კვ.მ). აქ მტრის შემოსევების დროს თავს აფარებდა მოსახლეობა. ჩრდილოეთი ნაწილი ციტადელია, დასავლეთ ნაწილში სასახლის ნანგრევებია. კომპლექსის მშენებლობა სამ ეტაპად განხორციელებულა: თავდაპირველად, XVII საუკუნის 70-80-იან წლებში აუგიათ ეკლესია, შემდგომში დასავლეთიდან მისთვის სამრეკლო მიუშენებიათ, უფრო მოგვიანებით, XVIII საუკუნის შუა ხანებში, აუშენებიათ ციხე-დარბაზი, ხოლო სამრეკლო კოშკად გადაუკეთებიათ.

ბ) ეკლესია ჯვარპატიოსანი დარბაზულია (13,6X7,5 მ). აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ძალზე დაზიანებული წარწერის მიხედვით იგი გივი ამილახვრის დაკვეთით აუგია სახლთუხუცესს პაპუა ქარუმიძეს XVII საუკუნის 70-80 წლებში. ეკლესიაში

sakurTxeveli

შესასვლელი ამჟამად სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (გაჭრილია XIX საუკუნეში). დარბაზი გადახურულია ორ საბჯენ თაღზე დაყრდნობილი კამარით. თაღები, კამარა და კონქი შეისრული ფორმისაა. ეკლესიაში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XVII საუკუნეს განეკუთვნება. მოხატულობის კოლორიტს ძირითადად ქმნის მოწითალო-ყავისფერი, ღია ვარდისფერი, ოქროსფერი ოქრა. კომპოზიციები მინიატურული მასშტაბით ხასიათდება, წმინდანთა მოძრაობა დინამიკურია. ფასადებზე შემორჩენილია დეკორის ფრაგმენტები. არქიტექტურით, მხატვრობით და ფასადების დამუშავების ხასიათით ენათესავება XVII საუკუნის II ნახევრის ქართული არქიტექტურის ნიმუშებს (ანანური, ტბისი და სხვა).

გ) კოშკი-სამრეკლო (6,1X7,8 მ) ნაგებია ქვით. თავდაპირველად (XVII ს) იგი სამსართულიანი სამრეკლო ყოფილა. ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, XVIII საუკუნის შუა წლებში სამრეკლო კოშკად გადაუკეთებიათ. პირველი სართული, სამი მხრიდან  ღიად, გახსნილი ეკლესიის კარიბჭეს წარმოადგენდა. მეორე სართული მცველის საცხოვრებელი იყო, მესამე კი – ზარებისათვის განკუთვნილი ფანჩატური (ანალოგები – თბილისის ანჩისხატისა და ანანურის სამრეკლოები).

samxreTi fasadi grZivi ganakveTi CrdiloeTisken

კიბის უჯრედში შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთიდან. კოშკად გადაკეთებისას სამრეკლოსთვის ფანჩატურის ნაცვლად აგურის ორი სართული დაუშენებიათ. სართულშუა გადახურვა აქ ხის იყო. მესამე სართული საცხოვრებელ-საბრძოლო სათავსია, მეოთხე – მაღალი ქონგურებიანი პარაპეტით შემოსაზღვრული ბანი, სადაც ყოველ მხარეს სათოფურები, საზარბაზნეები და სალოდეებია. მასალისა და დეკორის ხასიათის მიხედვით ნათლად გაირჩევა ორი სამშენებლო ფენა.

დ) კოშკები დგას ციტადელის სამ კუთხეში: სამხრეთ-აღმოსავლეთით – სწორკუთხა, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით – ცილინდრული. სწორკუთხა კოშკისაგან მხოლოდ აღმოსავლეთი კედელია შემორჩენილი. კოშკი სამსართულიანი ყოფილა: პირველი დამხმარე სართული, მეორე  - საცხოვრებელი კარგად შელესილი კედლებით  საბრძოლო ელემენტებით, მესამე - მაღალი ნახევრად მრგვალქონგურებიანი ბანი პარაპეტში დატანებული სათოფურებითა და სალოდეებით.

samxreT-dasavleT koSki. sarTulebis gegmebi da ganakveTi samxreT-dasavleT koSki

ცილინდრული კოშკები თითქმის ერთგვარია. მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთი კოშკის ქვედა ორი სართულია შიგნით გეგმით კვადრატული. ორივე კოშკი სამსართულიანია. შესავლელი პირველ სართულზეა, ეზოდან 1 მეტრის სიმაღლეზე. კიბეები კედლებშია დატანებული. სართულშუა გადახურვა კამაროვანია. მესამე სართული ქონგურებიანი მაღალი პარაპეტით შემოზღუდული ბანია სათოფურებითა და სალოდეებით.

ე) სასახლის ნანგრევები ციტადელის დასავლეთ ნაწილშია. იგი ორსართულიანი ყოფილა, შესასვლეთით პირველ სართულზე, ეზოდან. ამ სართულზე შემორჩენილია ბუხარი, ორი სარკმელი და თახჩები, მეორე სართულზე გარე კიბით ადიოდნენ. სართულშუა გადახურვა არ შემორჩენილა.

II კომპლექსი

ა) მეორე ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნანგრევების კვალის მიხედვით იგი წაგრძელებული უსწორი ოთხკუთხედი ყოფილა (25,3X57,2 მ). შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმული ოთხკუთხა ნაგებობებისა (სავარაუდოდ სასახლისა და სხვა სათავსების) და ცილინდრული კოშკების საძირკვლის ნაშთები. შედარებით უკეთესად არის შემონახული სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი (ამჟამად გადაკეთებულია და ემიჯნება საავადმყოფოს შენობას). იგი ხუთსართულიანია და კომპლექსის დომინანტს წარმოადგენს. მისი ქვედა სართული ყრუა, შესასვლელი მეორე სართულზეა, შიდა ეზოდან. ეს სართული საცხოვრებელია, მესამე და მეოთხე – საცხოვრებელ-საბრძოლო. მათი გადახურვა კამაროვანია, მეოთხის – ხისა. მეხუთე სართულზე, ბანზე, შემორჩენილია სათოფურები და სალოდეები. კედლების დიდი ნაწილი შელესილია.

III. კომპლექსი:

ა) ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება XVIII საუიკუნის შუა წლებით. ციხე-დარბაზის (27,3X37,8 მ) ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკები იდგა, ციხე-დარბაზს შემოვლებული ჰქონდა ნახევარწრიული ქონგურებიანი მაღალი გალავანი. ჭიშკარი გალავნის ჩრდილოეთ კედელში იყო. ამჟამად ეზოს სამხრეთ ნაწილში დგას ეკლესია, ხოლო მის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია ნანგრევები, სავარაუდოა, სასახლის ნაშთები. ძველი ორსართულიანი ნაგებობის კედლები ჩატანებულია ახლანდელი სკოლის შენობაში. ჩრდილო-აღმოსავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კოშკების მხოლოდ კვალი ჩანს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკის ნაწილია შემორჩენილი. იგი სამსართულიანი ყოფილა. პირველ და მესამე სართულებს შესასვლელი ცალ-ცალკე ჰქონია. მესამე სართული წარმოადგენდა პარაპეტიან ბანს, სადაც განლაგებული იყო საბრძოლო ელემენტები. შედარებით კარგადაა მოღწეული სამხრეთ-დასავლეთის დიდი ხუთსართულიანი კოშკი (გარე დიამეტრით 8,6 მ, სიმაღლე 17 მ). კოშკს ერთადერთი შესასვლელი მეორე სართულზე აქვს, ეზოდან. პირველი სართული წარმოადგენს ყრუკედლებიან სარდაფს,  ხოლო ზედა ოთხი საბრძოლო-საცხოვრებელი სათავსებია. მეხუთე სართული ქონგურებიანი მაღალი პარაპეტით შომოზღუდული ბანია (ძლიერ დაზიანებული) სათოფურებითა, საზარბაზნეებით და სალოდეებით. პირველი და მეორე სართულების გადახურვა ხისაა, ხოლო მეორე და მესამე გადახურულია აგურის შეისრული კამარით. კამარების ღერძები ურთიერთპერპენდიკულარულია. კედელში ქვის კიბეა დატანებული. მეოთხე სართული კადლებში გაჭრილია თაღოვანი კარები, რომლებიც ხის აივნებზე (ამჟამად დანგრეულია) გადიოდა. ბუხრის საპირეები და მეორე სართულის კამარა გაფორმებულია აგურის დეკორატიული წყობით.

gegma

ბ) ეკლესია დარბაზულია (11,3X8,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. ჩრდილოეთი შესავლელის თავზე რვასტრიქონიანი მხედრული წარწერიდან ირკვევა, რომ ეკლესია აგებულია 1774 წელს ამირინდო ამილახვრისა და მისი მეუღლის ელენე ჩოლოყაშვილის დაკვეთით. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.

 

 


abanos ganakveTi da gegma

გ) ანდუყაფარ ამილახვრის აბანო მდებარეობს მთავარი ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასიოდე მეტრზე, რუსთაველის ქუჩაზე. თარიღდება XVII საუკუნით. ამჟამად სანახევროდ მიწაშია ჩამჯდარი. ის აუგია ანდუყაფარ ამილახვარს, რომელსაც ცოლად ჰყავდა შაჰ აბასის შვილიშვილის ისახან ყორჩიბაშის ასული. აბანო აგებულია სპარსულ ყაიდაზე. მარაგდებოდა ჯანაურას წყაროს წყლით. აბანო უსწორო მრავალგვერდა ნაგებობაა (14,2X6,3 მ), ძირითადად ნაშენია აგურით, გამოყენებულია ქვაც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. მოსაცდელ-გასახდელი რვაგვერდაა და გადახურულია ასეთივე მოხაზულობის ნახევარწრიული გუმბათოვანი კამარით. ამ სათავსის ორ კუთხეში ბუხრებია. მოსაცდელი გადის ვიწრო ტალანში, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ ცილინდრული კამარით გადახურული მოზრდილი, სწორკუთხა სათავსებია. აბანოში  მოწყობილი იყო კვადრატული აუზი, ოთხივე მხარეს ნახევარწრიული ჩამოსაჯდომებით. კედლიდან ორი მილი გამოდიოდა – ცხელი და ცივი წყლისათვის. დარბაზის იატაკქვეშ მოწყობილი იყო კალორიფერები, სადაც ცხელი ჰაერი დარბაზის მარცხნივ მდებარე საცეცხლიდან მოდიოდა (აღარ არსებობს). საცეცხლის თავზე კვადრატული საქვაბე იყო, მის აღმოსავლეთით – წყალსაცავი. წყალი კერამიკული მილებით შემოდიოდა აღმოსავლეთიდან. ყველა სათავსის გადახურვის ცენტრში გაჭრილია სარკმლები. აბანოს ინტერიერის გაფორმებაში ვხვდებით გვიანდელი ფეოდალური ხანისათვის დამახასიათებელ დეკორატიულ ელემენტებს (შეისრული თაღები, კამარები, სტალაქტიტებით გადახურვა).

ამილახვრების ციხე-დარბაზთა კომპლექსები და აბანო XVII-XVIII საუკუნეების ფეოდალთა რეზიდენციის დამახასიათებელი ნიმუშია.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ამილახვართა ციხე–დარბაზების კომპლექსში მდებარე ეკლესიები, სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაში არიან.

ამილახვართა ციხე–დარბაზების კომპლექსები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არიან.

 

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – ნინო ნაროზაული და დავით მიქავა

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016