Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

didi atenis
kviracxovlis eklesia
(ganviT. feod. xana)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

დიდი ატენის კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით მდებარე სოფელ დიდი ატენის დასავლეთ ნაწილში, სასაფლაოზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

დიდი ატენის კვირაცხოვლის ეკლესია თარიღდება განვითარებული და გვიანდელი ფეოდალური ხანით. 1980 წელს სპეციალურმა სამეცნიერო სარესტავრაციო გაერთიანებამ (ხელმძღვანელი  დ. ჭიკაიძე, გ. ჭეიშვილი) შეაკეთა შენობა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

gegma

დიდი ატენის კვირაცხოვლის ეკლესია დარბაზულია (7X5 მ), ნაგებია არაწესიერი ფორმის თლილი ქვით, ლავგარდნისათვის გამოყენებულია აგურიც. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთით და დასავლეთით. ორივე გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან თაღოვანი. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდში, ერთი ვიწრო თაღოვანი სარკმელი და ორი პატარა კვადრატული ნიშია. დანარჩენ კედლებშიც თითო თაღოვანი სარკმელია. სამხრეთ სარკმელი მოგვიანებით გაუფართოებიათ და გადაუკეთებიათ. აფსიდის ორივე მხარეს, კედელში, პატარა აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე აღმოსავლეთით თითო ვიწრო სარკმელი აქვს. დასავლეთის შესასვლელის გვერდებზე და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში თითო ოთხკუთხა ნიშია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურით არის ამაღლებული. დარბაზში და საკურთხეველში იატაკი კვადრატული აგურისაა. ეკლესია გადახურულია შეისრული კამარით. სახურავი კრამიტისაა, ორფერდა.
აღმოსავლეთ კედლის ფრონტონის თავზე დაშენებულია გეგმით კვადრატული, ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი პირამიდულსახურავიანი აგურის სამრეკლო. ეკლესიის ეზოს შემოვლებული ჰქონია სწორკუთხა გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები).

8. Zeglis daqvemdebareba da statusi
დიდი ატენის კვირაცხოვლის
ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - 5ტ. 1990წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.dzeglebi.com

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016