Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ფარნაკი
(ადრ. ფეოდ. ხანა)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ციხე და ციხის ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ფარნაკის ციხე, სავარაუდოდ, წმინდა მოწამისა და მხედრის – ფარნაკის სახელობაზე არის აშენებული. წმიდა მოწამენი, შვიდნი ძმანი - ორენტი, ფარნაკი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინი, კვირიკე და ლონგინოზი რომაელი მხედრები იყვნენ და იმპერატორის ლაშქარში მსახურობდნენ. მაქსიმიანეს (284-305) მეფობაში ბერძნებს სკვითები დაესხნენ თავს. ორენტის ებრძანა, რომ გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე სკვითების ბელადს, მაროთს შებრძოლებოდა. ის და მისი ძმები ქრისტიანები იყვნენ. ამიტომ მისგან გამოითხოვეს შეწევნა და დაამარცხეს სკვითების აქამდე დაუმარცხებელი ბელადი. იმპერატორი წარმართული ღვთაებებისთვის სამადლობელი მსხვერპლის შესაწირავად გაემზადა და გამარჯვებულს - ორენტისაც უხმო. წმინდანმა უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე და  აღიარა, რომ მას ქრისტე ღმერთი სწამდა. ვერც პატივისა და სიმდიდრის აღთქმამ და ვერც მუქარამ ვერ მოდრიკა აღმსარებელი. მაშინ სასტიკმა თვითმპყრობელმა ბრძანა, იგი თავის ძმებთან ერთად კავკასიაში გადაესახლებინათ. გზაში ყველა მათგანი გარდაიცვალა: პირველად, 22 ივნისს, ეროსი აღესრულა პარემვოლში; შემდეგ ორენტიმ შეჰვედრა სული უფალს. მას ყელზე ლოდი გამოაბეს და ზღვაში ჩაძირეს. მთავარანგელოზმა რაფაელმა ქალაქ რიზის ნაპირებთან გამოიყვანა იგი და აქ მიიცვალა. ფარნაკი 3 ივლისს გარდაიცვალა კორდილში; წმიდა ფირმოსი და ფირმინი - 7 ივლისს, ასპარში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე; წმიდა კვირიკე კი - ზიგანიაში, 14 ივლისს. მეშვიდე ძმას, ლონგინოზს ხომალდზე აღმოხდა სული. ქარიშხალმა გემი ქალაქ ბიჭვინთასთან მიაგდო და წმიდანის ნეშტიც აქ მიაბარეს მიწას.

3. adgilmdebareoba

ფარნაკის ციხე, მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის (Erzurum) პროვინციაში, შენკაიას (enkaya) რაიონში, სოფელი ფარნაკის (İriağaç) ჩრდილოეთით, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, მდინარეების ბანასა და ოლთისის შესართავთან.

4. ruka

მდ. ოლთისისწყლის ორსავე მხარეს, ადრე შუა საუკუნეებში ქართველებს აუშენებიათ ფარნაკის ციხე და ეკლესია. ძეგლი, სავარაუდოდ, წმინდა მოწამისა და მხედრის – ფარნაკის სახელობაზეა აგებული. მის შესახებ ცნობები მწირია. ამ ფონზე განსაკუთრებულ ღირებულებას ექვთიმე თაყაიშვილის ცნობები იძენს. 1907 წელს მან ინახულა ეს ადგილები. ამ დროს ციხეები ჩამოქცეული იყო, ეკლესიას მონგრეული ჰქონდა გუმბათის ნაწილი. ძეგლის აღწერა მან წარმოადგინა ნარკვევში „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს“. ეს არის პირველი და უკანასკნელი მასალა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მეტ-ნაკლები სიზუსტით წარმოვიდგინოთ ძეგლის თავდაპირველი სახე. გასული საუკუნის 60-იან წლებში ფარნაკი  ნ. და დ. გუჩოვებმა ინახულეს. იმ დროს ეკლესია უკვე სახურავჩამოქცეული და დასავლეთკედელმორღვეული იყო.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ციხის ნანგრევები მდებარეობს მდ. ოლთისის ორივე ნაპირზე, მაღალ კლდოვან კლდეებზე.
ა) ციხე მოთავსებულია მარცხენა ნაპირზე, ვიწროდ წაგრძელებულ კლდოვან გორაკზე, რომელიც ირგვლივ შემოზღუდულია მაღალი ქვითკირის კედლებით. ციხის დასავლეთ ნაწილში მოთავსებულია გუმბათოვანი პატარა ეკლესია.

grZivi ganakveTi gegma


ბ) ფარნაკის ეკლესია ა. კალგინის ანაზომებს მიხედვით კუპენჰალეს ტიპის მარტივი ვარიანტია: დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებული, ის გარე სწორკუთხედში თავსდება; გუმბათი აღმოსავლეთ აფსიდის კუთხეებს ეყრდნობა, დასავლეთით – გრძივი კედლებიდან გამოსულ შვერილთა ერთ წყვილს; ე. თაყაიშვილი აღნიშნავს გუმბათის ყელის რამდენიმე თავისებურებას: ეს არის გუმბათის ყელის ოთხწახნაგა ფორმა; აგრეთვე აფრების უქონლობა და გუმბათში ოთხი, თანაც წრიული ფორმის სარკმლის გაჭრა. ეკლესია აგებული ყოფილა ტლანქად ნათალი წითელი ქვებით.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ფარნაკის ციხე, თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ფარნაკის ციხის ეკლესია, სამცხე-ჯავახეთის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. ნ. გენგიური – "კუპელჰალე", 2005წ.
2. ე. თაყაიშვილი – დაბრუნება, ტ1, "არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფ. ჩანგლში 1907წელს." 1991წ.
3. ინტერნეტ ბმული –
http://www.orthodoxy.ge

10. marSruti

დადგინდება

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

http://www.orthodoxy.ge

 

 

 

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016