Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

შემოქმედის მაცხოვრის სახელობის
სამონასტრო კომპლექსი

(XII-XVI სს, XIX ს)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთაების ტაძარი, გუმბათოვანი ეკლესია ~ზარზმა", სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, სამრეკლო.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

შემოქმედის მონასტერს ჰქონდა მდიდარი წიგნთსაცავი. დაცული ხელნაწერებიდან ჩვენამდე მოღწეულია: `გულანი’’, `ფუთკარი’’, ,,ზატიკი’’ და სხვა.
როგორც დიმიტრი ბაქრაძე გადმოგვცემს, შემოქმედის გულანი 1004 ძალზე სქელ ქაღალდის ფურცელს შეიცავს და ზუსტად ორი ფუთს (32 კგ) იწონიდა. მასში მრავლადაა სხვადასხვა ფერის საღებავით საკმაოდ მკაფიოდ შესრულებული ნახატი, რომელზეც გამოსახულნი არიან წმინდანები. მასში მინაწერი ისტორიული ამბების ნუსხა მოიცავს ხანას XVI ს-ის დამდეგიდან XVIII ს-ის მიწურულამდე.
“ფუტკარი” ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული არის, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ.
შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა. შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო მოჭედილი, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან) გადატანილი. უნდა აღინიშნოს ზარზმის ფერიცვალების ხატი. იგი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება.

3. adgilmdebareoba

შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მონასტერი მდებარეობს გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ -აღმოსავლეთით 6 კმ-ში მდებარე სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, დაბალ მთაზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

გურიის სამთავროში საეპისკოპოსოთა დაარსება გურიელთა ინიციატივით მოხდა. ვახუშტი ბატონიშვილი შენიშნავს; “ხოლო გურიელთაგან დაადგინეს სამნივე ესე ეპისკოპოსნი თვისისა დიდებისათვის”. გურიის ეპისკოპოსების კურთხევა XV ს-ის I ნახევარში უნდა მომხდარიყო აფხაზთა კათალიკოსების მიერ, ვიდრე ეს უკანასკნელი და იმერეთთა მეფე დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ. გურიის სამთავროში თავიდან სამი ეპარქია იყო: შემოქმედის, ჯუმათის და ხინოს.
დ. ბაქრაძემ შემოქმედის სიძველეთა შორის აღმოაჩინა ოქროთა დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელზეც შემდეგი შინაარსის წარწერა იყო დატანილი: “ნებითა[და]შეწევნითა ღმრთისათა ჩვენ პატრონმა გ(უ)რ(იე)ლმ(ა)ნ გ(იორ)გ(ი) პატრონმა ელენ(ე) დ(ა) ძეთა ჩ(ვენ)თა მამიამ და ქ(ე)იუ(უ)ბალი დავსვი შემოქმედს ეპისკოპოსი და დავდევით ომფორი”. შემოქმედის საეპისკოპოსოს დაარსება შესაძლებელია განისაზღვროს წარწერაში მოხსენიებული პირების მიხედვით: გიორგი გურიელი და ელენე დედოფალი სხვა მრავალ წარწერაშიც მოიხსენიებიან. ეკლესია 1352 წელს კახაბერ გურიელ-ვარდანისძე ერისთავთ-ერისთავს აუგია, ხოლო სამრეკლო გიორგი გურიელს მიუშენებია. ამ წარწერაში ნათქვამია: “ქ რი ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო რეხეულისაო შეიწყალე გიორგი გურიელი და დედოფალი ელენე... ამინ”. ქორონიკონი 1110 წელი უდრის 1422 წელს. მაშასადამე გიორგი გურიელი XV საუკუნის I ნახევრის მოღვაწე ყოფილა და ცხადია იმავე ხანებში უნდა დაეარსებინა შემოქმედის საეპისკოპოსო და მასთან ერთად ჯუმათისა და ხინოწმინდის ეპარქიებიც. შემოქმედი გურიის სამთავროს ერთ-ერთი უძლიერესი საეპისკოპოსო იყო, გურიელთა სახასო მამულში აღმოცენებული. ამიტომ შემოქმედის საეპისკოპოსო საყდარი გახლდათ “გურიის მთავარი ტახტი და ტაძარი”, ამასთანავე გურიელთა საძვალე. ძალიან ხშირად შემოქმედელ ეპისკოპოსის პოსტს სამთავროს სახლიდან გამოსული ბატონიშვილები იჭერდნენ. შემოქმედელი მღვდელმთავარი მთავარეპისკოპოსის ან მიტროპოლიტის წოდებას ატარებდნენ, რითაც იმ პრიორიტეტს იღებდნენ, რომ გარდა შუა გურიისა მთელ გურიის უმაღლეს სასულიერო ხელისუფლად ითვლებოდნენ.
შემოქმედის მონასტერი მთელს საქართველოში უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა. მას ჰქონდა არა მარტო კარგი წიგნთსაცავი, არამედ იგი წარმოადგენდა გურიელთა (გურიის მთავართა) საძვალეს. Aაქ დასაფლავებული ყოფილან მამია გურიელი, დედა მისი დედოფალი მარინე, მალაქია გურიელი და სხვანი.
XVIII საუკუნის 70-იან წლებში გურიის სამთავროს საგარეო მდგომარეობა მეტად გაუარესდა. ოსმალეთის აგრესია თანაბრად ემუქრებოდა როგორც გურიის სამთავროს ასევე მთელ დასავლეთ საქართველოს. ოსმალთა გამანადგურებელი ლაშქრობების შედეგად გურიის საეპიკოპოსოები გაუქმდა. ეპისკოპოსად არავინ იჯდა და ეკლესიები ოხრად იყო.
გურიაში საეპიკოპოსოების აღსადგენად 1777 წელს ჩავიდა დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი მაქსიმე II. მან გიორგი გურიელთან შეთანხმებით აღადგინა შემოქმედისა და ჯუმათის კათედრა, მაგრამ ოსმალთა აგრესიის საფრთხემ კვლავ შეაფერხა სულიერი ცხოვრება. ამიტომ შემოქმედელი ეპიკოპოსი იოსები იძულებული გახდა დაეტოვებინა კათედრა, მაგრამ როგორც ვახტანგ III გურიელი აღნიშნავს: ,,ჩვენ გურიიდან ვერ გაგიშვით და ჯუმათის ეკლესიაში დაგადგინეთ და გიბოძეთ. თუ ჩვენი ნებისა იქნებით და ერთგული, თქვენ სამწყსოს, მიწასა და ეკლესიას არ გამოგიწირავთ.” Eეს სიგელი, 1788 წლის 3 მაისს იქნა შედგენილი და მართლაც ამის შემდეგ, იოსებ თაყაიშვილი დოკუმენტებში ყოველგან გვხვდება როგორც ,,შემოქმედელი მიტროპოლიტი შემოქმედელი იოსები”. მართალია, იგი ფაქტიურად ვეღარ განაგებდა საშემოქმედლოს, ეპიკოპოსმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ეს ტიტული. იოსებ თაყაიშვილი შემოქმედის გულანის მინაწერების თანახმად 1794 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ საშემოქმედო ყმა-მამული 1820 წლამდე ქაიხოსრო ბატონიშვილმა დაიკავა.
იოსებ თაყაიშვილი, მართალია, უკანასკნელი შემოქმედელი გახლდათ, მაგრამ მის შემდეგ ამ წოდების მატარებელია ჯუმათელი მიტროპოლიტი ნიკოლოზ ერისთავი, შარვაშიძეების საგვარეულოდან. თუმცა უნდა ავღნიშნოთ რომ, ამ შემთხვევაში ასეთი ტიტულის ტარება ფიქტიური ხასიათისა იყო, ამ დროს გურიის სამთავროში მხოლოდ ერთადერთი ეპარქია იყო დარჩენილი-ჯუმათისა. 1827 წელს გარდაიცვალა ნიკოლოზ ჯუმათელი მიტროპოლიტი, ამის შემდეგ გურიის ეკლესიები საგანგებოდ ჩააბარეს შემოქმედის მონასტრის არქიმანდრიტს არსენის. 1833 წელს ჯუმათის ეპარქია გააუქმეს, იმერეთისას შეუერთეს და იმერეთის არქიმანდრიტს სოფრონიოს დაუქვემდებარეს. 1854 წლის 1 აპრილს გურიაში კვლავ აღადგინეს საეპიკოპოსო გურიის ეპარქიის სახელწოდებით, რომლის კათედრალური ცენტრი ჯუმათში გახლდათ.
1878 წელს გურიის ეპარქია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მას მიუერთეს ახალი ოლქები, რომელიც ბერლინის ხელშეკრულებით მიიღო რუსეთმა ოსმალეთისაგან. 1885 წლის 12 ივნისს გურიის ეპარქია შეუერთდა სამეგრელოს. გურია-სამეგრელოს ეპარქიის კათედრები იყო ქ. ფოთში ალექსანდრე ნეველის ეკლესიასა და მარტვილში.
1917 წელს საქართველოს საეკლესიო დამოუკიდებლობა აღსდგა. 1920 წელს შეიქმნა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია. იგი გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავდა. 1963 წლის 26 აგვისტოდან შემოქმედელ ეპისკოპოსად კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის მიერ ხელდასხმულ იქნა არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილი), რომელიც ამ ეპარქიაში მოღვაწეობდა 1967 წლამდე. 1977 წელს იგი არჩეული იქნა კათალიკოს-პატრიარქად.
შემოქმედში, გოგიტიძეების საგვარეულოში დაცულია სიგელი, გურიის მფლობელ ვახტანგის მიერ გაცემული, რომელიც მოგვითხრობს ზარზმის ეკლესიის ქონების გადმოტანას შემოქმედის ეკლესიაში.
მ. უორდროპი, რომელმაც 1894 წელს მოინახულა შემოქმედის მონასტერი, თავის ,,შენიშვნებში” აღნიშნავს: ,,შემოქმედი, ისე როგორც საქართველოს ყველა სხვა მონასტერი, ძველად გამაგრებული სიმაგრეც ყოფილა, მას მთელი გურია ემორჩილებოდა”.
შემოქმედის მონასტერი როგორც სულიერად, ისე მატერიალურადაც, სრულყოფილი იყო. გარდა აქ არსებული მწიგნობრობისა და ბიბლიოთეკისა, მონასტერს გააჩდა ძვირადღირებული ხატები და საეკლესიო ნივთები.Aამ სიწმინდეების აღწერა შესანიშნავად აქვს გაკეთებული დიმიტრი ბაქრაძეს თავის ნაშრომში ,,არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში”.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

,,დიდი თურქობის” დროს, სამცხის ყველასათვის ცნობილი – ზარზმის მდიდარი ეკლესია აოხრებისა და გაძარცვის წინაშე დადგა. საჭირო იყო განძის გადამალვა და შემოქმედის ფერიცვალების ეკლესიაც სწორედ ამ მიზნით აიგო, ანუ ეს იქნებოდა ადგილი, სადაც ამ განძს დაასვენებდნენ. არსებობს ერთი ლეგენდაც ამასთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: `ზარზმაში თურქების შეჭრის შემდეგ, ეკლესიის ხატები და განძი ხარს აკიდეს და თქვეს: ეს ხარი სადაც გაჩერდება იქ აღვაშენოთ ტაძარიო. იარა ხარმა და შემოქმედში გაჩერდა” და მართლაც მაცხოვრის სახელობის სამნავიან ეკლესიას გვერდით მიუშენეს გუმბათიანი ტაძარი.

7. arqiteqturuli aRwera

შემოქმედის მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი.
მონასტრის შიგა ეზოში შედიხართ მიწის გასწვრივ ჩაყრილ ქვის გალავანზე დაშვებული ახალი სამრეკლოდან, რომელიც თლილი ქვით არის ნაგები. სამრეკლოს შიგნით ასეთი წარწერაა: “მონასტერს ამას შინა მცხოვრები სასულიეროს ზედა მხედველი ამას შენობისა შემკობით წილხვდომი არსენი არქიმანდრიტი შეიწყნარე ღმერთო” (ეს არსენი ერკეთელი აზნაურების, მგალობლიშვილების გვარიდან იყო).

foto
Semoqmedis eklesia Fsamreklo

მონასტერი შემოზღუდულია მაღალი, მკვიდრად ნაგები ქვის გალავნით, რაც ცხადად მოწმობს მის არამარტო საკულტო, არამედ თავდაცვით დანიშნულებასაც. შემოქმედის მონასტერი ერთმანეთთან შეერთებული ორი ეკლესიისაგან შედგება. ერთი მათგანი მაცხოვრის სახელობის ეკლესიაა, ხოლო მეორე _ უფლის ფერისცვალობის სახელობის, ცნობილია ზარზმის სახელით.

kankeli

შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია სამნავიან უგუმბათო ნაგებობას წარმოადგენს. ზუსტად არ ვიცით მისი აგების თარიღი, სავარაუდოდ ის XIII-XIV საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს. საუკუნეების განმავლობაში იგი მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ვ. ბერიძის მოსაზრებით ეკლესია თავდაპირველად ერთნვიანი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით მას გრძივი კედლები მოარღვიეს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავები მიუშენეს. ამდენად შუა ნავიდან მხოლოდ ერთი-ორი ფრაგმენტიღა გადარჩა. ნავების მიშენების შემდგომ ეკლესია ახალი პერანგით შემოსეს და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირქეთეს. შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია წარმოადგენს კვადრატს სიმეტრიული ფრონტონით, მისი ლავგარდანი, ისევე როგორც ზარზმისა ღარისებრია. დასავლეთის ფასადი შემკულია ფანჯრის ირგვლივ შემოვლებული ჩუქურთმით, რომელიც წნულებისა და სვეტების ორი მწკრივისაგან შედგება. მომცრო ოთახს, რომელიც ამ ფასადს ებჯინება, შიგნით ჩუქურთმიანი კამარა აქვს. მაცხოვრის ეკლესიაზე ორი ასოთმთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ერთი წინა მხარეზე, გვიან მიშენებულ თეთრ ქვაზე, კარის ზემოთ: “ქე (ქრისტე) ყდ (ყოვლად ძლიერო) შეიწყალე აფხაზთ კათალიკოსი მაქსიმე, ამინ”. მეორე წარწერა აღმოსავლეთის ფასადზეა, ზედ ლავგარდანის ქვეშ, კიდეში, წარწერის შინაარსი არ იკითხება, თუმცა იხსენიება სახელი იაკობი,.

foto
warwera samrekloze warwera

ფერისცვალების ეკლესია მაცხოვრისაზე მცირეა, არსად არა აქვს ჩუქურთმა. იგი იმით განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან, რომ მისი აღმოსავლეთის ფასადი მთავრდება ხუთწახნაგოვანი ნახევარწრით. მისი თხემი მთავრდება მომაღლო რვაკუთხოვანი გუმბათისაგან რვა ფანჯრის თავზე.
რაც შეეხება მაცხოვრისა და ფერისცვალების ეკლესიათა შიგა სივრცეს _ პირველი მათგანი საკმაოდ ნათელია, მოპირკეთებულია ისეთივე ცისფერი ქვით, როგორითაც გარედან შემოსილია ზარზმა. მისი დასავლეთის კედელი გაბზარულია. იატაკი მეტწილად თეთრე მარმარილოსია. ეკლესიას ორი კარიბჭე აქვს: მარჯვნივ და მარცხნივ. საკურთხევლის წინ დღემდე შემონახულა მიტროპოლიტის საყდარი ანუ ტახტი. ეკლესია ერთიანად დაფარულია ფრესკებით: თხემზე დგას მაცხოვარი მღვდელმთავრის სამოსლითა და მიტრით, მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენა ხელში ბერძნულ ტექსტიანი გაშლილი სახარება უპყრია. მას აქეთ-იქით უდგას დედაღვთისა და იოანე ნათლისმცემელი. შემდეგ კამარაზე მოჩანს ქრისტეს ამაღლება, ღვთისმშობელი ჩვილით კალთაში და სხვა. ეკლესიის შიგნითა სიგრძე 14 1/1 არშინია, სიგანე 8.

freska freska freska
freska freska freska

ფერისცვალების ეკლესიაში უფრო ბნელა, ვიდრე მაცხოვრისაში. თუმცა გუმბათში 8, ხოლო ქვემო ნაწილში 4 სარკმელია დატანებული. ამ ეკლესიის სიგრძე 13 არშინია, სიგანე კი 10 1/2. იგი ნაწილობრივ აგურითაა მოპირკეთებული, ნაწილობრივ კიდევ დაუდევრად გათლილი ქვით. მის კარიბჭეში, რომელიც სალაროში გადის, ერთი ლუსკუმაა, რომელიც რუხი ფილაქნის სადგამზე დგას. მასში, როგორც ამბობენ, ვახტანგ გურიელის, ალბათ ვახტანგ პირველის ნეშტი განისვენებს. ამავე კარიბჭეში არის საფლავის ქვა, რომლის გვერდის გადასაფენზე ასეთი წარწერაა: “გურიის ატრიადში გარდაცვალებულის თ_დი ზაქარია იოსების ძის ანდრონიკოვისა ვარ. წელსა 1854 ივლისს 4”.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს შემოქმედის ეპარქიაში და იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საბაკალავრო ნაშრომი “გურიის შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო და საკულტო ნაგებობანი (ლეხოურის ციხე და შემოქმედის მონასტერი)”; გურამ ჩხატარაშვილი, 2009წ.
ჩვენ დიდ მადლობას უხდით გურამ ჩხატარაშვილს მოწოდებული მასალებისათვის.
2. ფოტოების ავტორი - თორნიკე ჩილინგარაშვილი, ზურა ჩაჩანიძე და ლიდა კაპანაძე.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

http://www.shemoqmedi.ge

http://www.sakartveloo-lamazo.narod.ru

http://novators.comoj.com

http://karavi.ge

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016