Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto foto foto

wuRruRaSenis wm. giorgis eklesia
(XIII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია და გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ეკლესიაში სამხრეთ კედელში, კარის გვერდით არის ნიში, ე.წ სამალავი (დაახლოებით იმ სივიწროვე, ხელი რომ შეეტიოს) სადაც არის ქვა ჩადგმული რომლეზედაც გამოსახულია ბოლნური ჯვარი მოჩუქურთმებულ წრეში და ქართული წარწერა.

3. adgilmdebareoba

წუღრუღაშენის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბოლნისის სამხრეთით, სოფელ ქვემო ბოლნისიდან ორიოდე კილომეტრში, მდინარე ბოლინისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე.

 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი იყო და უკაცრიელობის პერიოდში დაზიანებულა გადახურვა და გუმბათი მთლიანად და ტაძრის ზოგიერთი დეტალი.
ადრეულ ისტორიულ წყაროებში ძეგლზე ცნობები არ მოიპოვება. რაც ვიცით მხოლოდ ტაძარზე არსებული წარწერების წყალობით. ძეგლზე სამი წარწერაა. პირველი წარწერიდან, რომელიც დასავლეთ კარის მარჯვნივ არის, ვიგებთ რომ ტაძარი „დიდისა გიორგი მეფეთ მეფის“ (ტაძრის სტილისტურმა ანალიზმა გვიჩვენა რომ აღნიშნული მეფე ლაშა–გიორგი უნდა ყოფილიყო) მეფობის ხანაში აუგია ვინმე ჰასან არსენის ძეს. მეორე წარწერა, სამხრეთი კარის თავზე თითქმის იგივე ცნობებს შეიცავს. მესამე დაუმთავრებელი წარწერა კი დასავლეთის კარის თავზეა ამოკვეთილი.
გვიან უკვე ვახუშტი ბატონიშვილი იხსენიებს ეკლესიას მონასტრად–„პირისპირ ამ ეკლესიისა (ბოლნისის სიონი) არის მონასტერი წუღრუღაშენისა, გუმბათიანი, მშვენივრად ნაშენი მშვენიერს ადგილას და აწ უქმ არს“. ანუ XVIII საუკუნეში მონასტერი უკვე გაუქმებული ყოფილა, ხოლო როდის და რატომ გაუქმდა ამაზე არაფერი ვიცით.
შემდეგი ხსენება ტაძარისა უკვე XIX საუკუნეს განეკუთვნება, როდესაც 1853 წელს მკვლევარმა, პოლკოვნიკმა ბარტოლომეიმ გადაიღო წარწერები, ხოლო აკადემიკოსმა მ. ბროსემ იგი ფრანგული თარგმანით და კომენტარებით გამოსცა. მოგვიანებით კი აკადემიკოსმა გ. ჩუბინაშვილმა თავის კვლევაში „ქართული არქიტექტურის გზები“ საკმაო ადგილი დაუთმო ძეგლს და დავიწყების საბურველი შემოაცალა მას. შემდეგ გამოცემულ წიგნებში უკვე წუღრუღაშენი ხშირად მოიხსენიება.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

გადმოცემით სამალავის და მასში ასეთი უცნაური ფუნქციური რელიეფის არსებობა უკავშირდება ფაქტს, ქართველ და არაქართველ მოსახლეობას შორის დაპირისპირებას და ეკლესიის მითვისებას. აღნიშნული სამალავის და ქვის არსებობა მხოლოდ ქართულენოვან მოსახლეობას სცოდნია.

7. arqiteqturuli aRwera

aRmosavleTis fasadi dasavleTis fasadi

 

eklesia

ეკლესია გარედან გეგმით სწორკუთხაა, შიდა სივრცე კი ჯვრული. ჯვრის მკლავები დასავლეთით და აღმოსავლეთით გრძელია, სამხრეთის და ჩრდილოეთის კი მასზე მოკლე. ეს ორი მკლავი ორიარუსიანია. ზემოთ ასასვლელი არ არის (სავარაუდოდ, ხის კიბით სარგებლობდნენ), მეორე იარუსი 6 მ. სიმაღლეზეა მოწყობილი. სამხრეთის იარუსის დასავლეთ კედელში არსებობს მცირე ზომის ხვრელები, რომელიც სამხრეთ კუთხის სადგომის სახურავზე გადის. დასავლეთის მკლავი გვერდის ნავებთან ერთი თაღითაა გახსნილი. ეკლესიის გვერდითა ნაწილები ცილინდრული კამარით არის გადახურული. საკურთხევლის გვერდითა ოთახები (სამკვეთლო და სადიაკვნე) ორსართულიანია. ოთახები თითო კარით არის დაკავშირებული როგორც საკურთხეველთან (გვერდიდან), ისე ცენტრალურ სივრცესთან (დასავლეთიდან). სამკვეთლო და სადიაკვნე გეგმით სწორკუთხა უსწორმასწორო კამარით გადახურული სადგომებია, რომელიც აღმოსავლეთით დატანებული თითო სწორკუთხა სარკმლით ნათდება.

gegma

მეორე სართულზედაც თითო ოთახია ცილინდრული კამარით გადახურული, აღმოსავლეთით თითო წრიული სარკმლით. საერთოდ ტაძრის ინტერიერი ძალიან ვიწრო და გარე მასებთან შედარებით გასაოცრად მჭიდროა. მაღალი გუმბათის ყელის ჭასავით სიღრმე და დაბალი განათება კიდევ უფრო ამძაფრებს სიმჭიდროვის შეგრძნებას. ტაძარს ჩრდილოეთით აქვს მინაშენი, რომელიც საგვარეულო საძვალეს უნდა წარმოადგენდეს და მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. ეგვტერი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია აღმოსავლეთით აფსიდით დაბოლოებული. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ჩრდილოეთით უშუალოდ კედელს ეყრდნობა, ხოლო სამხრეთით –ეკლესიის კედელზე მიდგმულ ორ თაღს.
მინაშენის კედლები და კამარა ნაგებია სხვადასხვა ზომის ყორექვით, თლილი ქვა კი გამოყენებულია ისეთ ადგილებში როგორიცაა: თაღები, პილასტრები, აფსიდის და დასავლეთი კარის წირთხლები.
ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი კვადრებით. სარკმლები და გუმბათის გამორჩეულად მაღალი ყელი ჩუქურთმებითაა შემკული.

ganakveTi aRmosavleTiT da CrdiloeTiT

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

წუღრუღაშენის ტაძარი ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. გ. აბრამიშვილი.პ.ზაქარაია, ი. ციციშვილი – „ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია“ 2000წ.
2. ვ. ბერიძე – "ძველი ქართული ხუროთმოძღვრება"

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016