Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

xcisis wminda giorgis
eklesia

(XIX ss
)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია და სამრეკლო

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ხცისის წმ. გიორგის  სახელობის  ეკლესია  მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მისგან დასავლეთით 5 კმ–ში მდებარე სოფელ ხცისის ცენტრში.

 

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ხცისის წმ. გიორგის  სახელობის  ეკლესია  აგებულია დაახლებით 1872-1875 წლებში თომა ციციშვილის მიერ, რომელიც ამავე ტაძარშივეა დაკრძალული..

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

 

7. arqiteqturuli aRwera

gegma

ა) ეკლესია დარბაზულია (17,5X5,7 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდია. აფსიდის შუა წახნაგში თაღოვანი სარკმელია, ხოლო გვერდით წახნაგებში- თითო მაღალი თაღოვანი ნიში. ერთი თაღოვანი ნიში ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. დარბაზის გრძივ კედლებში ორ-ორი სარკმელია. ნიში და სარკმლები ერთ დონეზეა და ერთნაირია. საკურთხევლის საფეხურით ამაღლებული ბაქანი ტავისი არდაბაგით მიახლოებულია დარბაზის გრძივი კედლების პილასტრების აღმოსავლეთ წყვილთან. გრძივი კედლები ორი წყვილი მარტივი პილასტრით დაყოფილია სამ არათანაბარ ნაწილად, რომელთაგან აღმოსავლეთისა დანარჩენებზე რამდენადმე დიდია.ამ პილასტრებს კამარის საყრდენი თაღები ეყრდნობა. დასავლეთით პატრონიკეა, რომლის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში არსებული ხის კიბით ერთის მხრივ დარბაზს უკავშირდება, ხოლო მეორეს მხრივ დასავლეთ კედელში გაჭრილი კარით-სამრეკლოს მეორე სართულს. ინტერიერი და ფასადები შელესილი და შეთეთრებულია.

fasadi da ganakveTi

აღმოსავლეთის სამწახნაგა ფასადის გვერდით წახნაგებზე თითო შეღრმავებული ჯვარია გამოსახული.ეკლესია კბილანა ფრიზი და ორსაფეხურიანი თაროსებრი ლავგარდანი აქვს, რომელიც სამრეკლოს პირველი სართულის ფასადზეც გადადის. გრძივი კედლები ფასადებზე პილასტრებია. მათ შორის შემოხაზულია ფართო სამი სწორკუთხედი. სამხრეთ ფასადზე, შუა სწორ კუთხეში კარია გაჭრილი და ზედ სამი მხრიდან თაღებით გახსნილი  კ ა რ ი ბ ჭ ე ა  მიშენებული. გვერდით სწორკუთხედებში თითო ვიწრო თავსართიანი სარკმელია, მათ შორის აღმოსავლეთისა ცრუ სარკმელია.

ბ) სამრეკლო  ნაგებია აგურით, შეულესავია. მისი პირველი სართული კარიბჭეა. მეორე სართული სამი მხრიდან თაღებით გახსნილი ფანჩატურია, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს. სამრეკლოს შემოვლებული აქვს წრეთარგიანი ლავგარდანი, რომლის ქვემოთ სამკუთხედებად დაკბილული ფრიზია.ლავგარდანს ზემოთ სახურავის წახნაგები მორთულია ორი ნახევარწრითა და მათ შორის მოქცეული სამკუტხედით. სამკუთხედის არეში გამოსახულია ჯვარი.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ხცისის წმ. გიორგის  სახელობის  ეკლესია   რუის-ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5. 1990წ.
2. ფოტოების ავტორი – დავით მიქავა, ნინო ნაროზაული.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

http://www.selfgovernment.khashuri.org.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016