Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ჯმერკის ღვთისმშობლის მონასტერი
(IX s.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ჯმერკის მონასტერი იხსენიება კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის.

3. adgilmdebareoba

ჯმერკის მონასტერი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, ქალაქ ართვინის აღმოსავლეთით 34 კმ–ში მდებარე ისტორიულ სოფელ ჯმერკთან (ჩიმენლი) (Çımenli) ახლოს.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ჯმერკის ღვთისმშობლის მონასტერი დაარსდა 830-840-იან წლებში და იხსენიება კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

მონასტერი განლაგებულია ძლიერ დამრეც ფერდობზე ახლანდელი სოფელ ჩიმენლის (Cimenli) ახლოს. აქ სამონასტრო ნაგებობებისათვის მოუწყვიათ სუბსტრუქციებით ამოშენებული ოთხი ტერასა, ერთი მეორის ზემოთ. სულ ზედა ტერასაზე იდგა ეკლესია, მომდევნოზე - რაღაც მოზრდილი შენობა, ალბათ სატრაპეზო. ორ ქვედა ტერასაზე საერთოდ აღარაფერი დარჩა. მეტწილად განადგურებულია ეკლესიაც: მთლიანად ჩაქცეულია მისი გადახურვა და შიდა კედლები; გარე კედლებიდან დასავლეთისა ასევე მთლიანად დანგრეულია, ჩრდილოეთისა - 0,7-1,3 მეტრის სიმაღლის ზემოთ, არათანაბრად; სამხრეთ კედლისაგან შემოინახა განაპირა ნაწილები 2-3 მეტრის სიმაღლეზე. საკურთხევლის აფსიდი თითქმის მთლიანად გამქრალია, მაგრამ ჩანს მისი მიმდებარე სათავსების პატარა აფსიდები, რომელთაც გეგმაში უცნაური ოვალურ-ნალისებრი მოხაზულობა აქვთ. პირითი წყობა შერჩა მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტს. ის შედგება სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვისაგან. ჰორიზონტალური რიგები დაცული არ არის. ასეთივე ხასიათისაა სუბსტრაქციის წყობაც, ოღონდ მასში სჭარბობს უფრო დიდი (50X100 სმ ზომისა და მეტიც) ქვები.
ამ ნაშთიდან ჩანს, რომ ჯმერკის ეკლესია იყო მართკუთხა ნაგებობა და ჰქონდა სამნაწილიანი საკურთხეველი. რაიმე დამატებით ინფორმაციას არც ნიკო მარის აღწერა იძლევა - მისი მოგზაურობის დროს ეკლესია არსებითად უკვე ისეთსავე მდგომარეობაში იყო, როგორშიც დღესაა. მისი არქიტექტურული ტიპის დანამდვილებით დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ შემორჩა მხოლოდ გარე კედლები, უფრო ბურჯებიანი (სვეტებიანი) სტრუქტურების - სამნავიანი ბაზილიკის ან „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის გუმბათიანი შენობის სასარგებლოდ უნდა მეტყველებდეს. კედლების წყობის მიხედვით ეკლესია IX საუკუნით შეიძლება დათარიღდეს. შესაძლოა, ისიც მონასტრის თავდაპირველი, ე.ი. 830-840-იან წლებში აგებული ეკლესიაა.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ჯმერკის ღვთისმშობლის მონასტერი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

დ. ხოშტარია - „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2005წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016