Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

foto

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი

(1969 .)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

საცხოვრებელი სახლი, ძეგლი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება

3. adgilmdebareoba

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, კასპიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 26 კმ-ში მდებარე სოფელ ხოვლეში.

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

foto
Zegli

ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილმა (1896-1940 წ.წ) აქ გაატარა თავისი ბავშვობა. ყრმა ივანე ხშირად ჩადიოდა სოფელში ზაფხულობით. პირველი სამეცნიერო-კვლევის სამუშაოებიც აქ დაიწყო. შემდეგშიც უკვე ცნობილი მეცნიერი, ხოვლეს ხშირი სტუმარი იყო. აქ ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. სოფელში მასთან ხშირად ჩადიოდნენ სტუმრად გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები.
მუზეუმი არსებობს წლიდან, მაგრამ ოფიციალურად გაიხსნა 1976 წელს მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. მუზეუმში დაცულია ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.  ექსპონატების რაოდენობა არის 485.
მუზეუმი მუშაობს  ყოველდღე, ორშაბათისა და სამშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 17 სთ-მდე. http://www.georgianmuseums.ge

2012 წელს, ხოვლეს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ბაზაზე შეიქმნა "ივანე ჯავახიშვილის მედიათეკა".  დამფინანსებელი იყო  ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" 2012-2014 წლებში. 2014 წელს შეიქმნა 3 თვიანი პროექტი "საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების" ფონდი. 2012-2013 წლების საპილოტე პროექტი ითვალისწინებდა რეგიონული კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო ცენტრის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობდა მოზარდი-ახალგაზრდობის ინტეგრაციას საერთო საგანმანათლებლო სივრცეში და დაეხმარებოდა მათ დასავლური ღირებულებების ათვისებაში. ამჟამად, მედიათეკას მიეწოდება ინტერნეტი და ფუნქციონირებს: კომპიუტერული კლასი (უფასო მომსახურეობით), ბიბლიოთეკა, რომელიც ყოველ წელს ახალი გამოცემებით ივსებოდა (წიგნები ძირითადად, ხოვლელი ბავშვების მოთხოვნით წიგნების ფესტივალზე იქნა შეძენილი), მულტიმედია, "არტ-კლუბი"; ჩატარდა 73 ღონისძიება, რომელიც გულისხმობს შეხვედრებს საქართველოში ცნობილ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან, სტუდენტთა აქტივობებს, დებატებს, ვორკშოპებს, გამოფენებს, სპორტულ შეჯიბრებებს და გასვლით ტურებს. მომავალში საპილოტე პროექტის მიზანი იყო და რჩება საგანმანათლებლო საქმიანობის კომპლექსური და ეფექტური მართვის საფუძველზე მოდელი შეექმნა საქართველოში არსებული სახლ-მუზეუმების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების ქსელისა.

https://www.facebook.com/IvaneJavakhishvilisMediateka

foto


6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

foto
 

ა) სახლი (20,6 X 17 მ) ორსართულიანია, ნაგებია ქვითკირით, გადახურულია თუნუქით. მთავარი ფასადი მიმართულია ჩრდილოეთისკენ. პირველ სართულზე ორი ოთახია, ერთში მოთავსებულია ფონდსაცავი. ამ სართულზე, მარჯვნივ მეორე სართულზე ასასვლელი კიბეა. მეორე სართულზე ხუთი ოთახია, პირველ ოთახში დაცულია მემორიალური ნივთები (მაგიდა, სკამი, საათი, ტანსაცმელი), დანარჩენი ოთახები დათმობილი აქვს გამოფენას, რომელიც მოეწყო 1976 წლის ოქტომბერში დიდი მეცნიერის 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით.
ბ) 1983 წლის 15 ოქტომბერს აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის ხსოვნის დღეს, საზეიმოდ გაიხსნა მისი ძეგლი. მოქანდაკე ჯ. თუშურაშვილი, არქიტექტორი ლ. ჩომახიძე. ქანდაკება (სიმაღლე 4,3 მ) წარმოადგენს სტილიზებულ სიცოცხლის ხეს („სვეტი ნათლისა“), რომელზედაც გამოსახულია ისტორიულ-ყოფითი დეტალები. მათ ფონზე ამოკვეთილია ივანე ჯავახიშვილის სკულპტურული პორტრეტი.


8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი  სახლ-მუზეუმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

 

9. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ5., 1990 წ.
2. ინტერნეტ ბმული - http://www.georgianmuseums.ge/
3. ფოტოების ავტორი - ზაზა ქარდავა;

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://ka.wikipedia.org

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016