Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

zenubanis samebis eklesia
(VIII-IX ss.)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

სამების ეკლესია, მცირე ეკლესია, კოშკი, ნაგებობანი, გალავანი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

ზენუბანი საისტორიო წყაროებში XIV საუკუნის მიწურულიდან იხსენიება, როგორც საკათალიკოსო სოფელი.
XVIII საუკუნის I ნახევარში სოფლის შემოგარენში მოხდა დიდი შეტაკება ოსებსა და მთიულებს შორის. მოსახლეობა ამ ადგილს „სისხლის ტბას“ უწოდებს.

3. adgilmdebareoba

ზენუბნის სამება მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ფასანაურიდან სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით მდებარე სოფელ ზენუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე, მთის წვერზე.

4. ruka

map

5. istoriuili mimoxilva

ზენუბანი საისტორიო წყაროებში XIV საუკუნის მიწურულიდან იხსენიება, როგორც საკათალიკოსო სოფელი. შედიოდა ერწო-თიანეთის საეპისკოპოსოში. ზენუბანზე გადიოდა შიდასამიმოსვლო გზები, ერთი დიდგორისაკენ მიემართებოდა, მეორე - ნიჩბის-კავთურის გამყოფ ქედე გადიოდა. სოფელს არაერთხელ შემოსევიან მთის უცხო ტომები. XVIII საუკუნის I ნახევარში სოფლის შემოგარენში მოხდა დიდი შეტაკება ოსებსა და მთიულებს შორის. მოსახლეობა ამ ადგილს „სისხლის ტბას“ უწოდებს.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება

7. arqiteqturuli aRwera

gengegma

ა) სამების ეკლესია (8,2X7,5 მ) დარბაზულია. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ნაგებია კირის ხსნარზე ნაწყობი, შერეული დიდი ზომის ნატეხი ქვით. დაზიანებულია. ჩამოშლილია კამარის ჩრდილოეთის გვერდის ნაწილი და აქა-იქ ფიქლის საბურავი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარი ორივე მხრიდან ქვის არქიტავრითაა გადახურული - თარაზულად. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხეველია, რომელიც ფართო მხრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღითაა გამოყოფილი. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია ვიწრო და მაღალი სწორკუთხა სარკმელი, რომელსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. თითო სარკმელია დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც. საკურთხეველი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწრიული საფუძველი შექმნილია საკურთხევლის კუთხეებში გარდიგარდმო დაწყობილი და ერთმანეთის მიმართ თანდათან გადმოშვერილი თხელი ქვების წყობით. კონქის არეში მოწყობილია მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი. საკურთხევლის გვერდის კედლებში, კუთხეებთან ახლოს, თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ერთი თაღოვანი ნიშია სამხრეთ კედელში, შესასვლელის თავზე.
ეკლესიის გრძივი კედლები და კამარა პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით, გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. დარბაზისა და საკურთხევლის კედლებს მთელ სიგრძეზე ფართო საფეხური გასდევს.

aRmosavleTi fasadi

ბ) ეკლესიაზე დასავლეთიდან მოგვიანებით მიუდგამთ ნატეხი ქვით ნაგები მცირე დარბაზული ეკლესია (6X3,9 მ), ამჟამად მისი მხოლოდ ნაწილია შემოჩენილი. რელიეფიდან გამომდინარე, იგი სამების ეკლესიასთან შედარებით მაღალ ადგილზე დგას. უფრო გვიან (გვიანდელ შუა საუკუნეებში) ორივე ნაგებობისათვის სამხრეთიდან მიუშენებიათ ერთიანი ვიწრო, დაბალი სათავსი. იგი მცირე ეკლესიის შესაბამის კედელს მთლიანად, ხოლო დიდი ეკლესიისას ნაწილობრივ ფარავს. შესასვლელი მცირე ეკლესიას სამხრეთ მინაშენიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის სამხრეთ გვერდში ელიფსის ფორმის პატარა ნიშია. აფსიდის ღერძზე სარკმელია მოწყობილი. იგი დიდი ეკლესიის დასავლეთ სარკმლის გაგრძელებაზეა. სამხრეთ მინაშენი სანახევროდაა შემორჩენილი, განათებული იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით. მინაშენის იატაკი სამების ეკლესიის იატაკზე რამდენადმე მაღლაა, რის გამოც ეკლესიის კარის ღიობში კიბის რამდენიმე საფეხურია მოწყობილი. მინაშენი ეკლესიას თავდაპირველადაც ჰქონია. სამხრეთ კედლის თითქმის მთელ სიგრძეზე შემორჩენილია წყობიდან შვერილი ქვებით გამოყვანილი თარო, რომელსაც, როგორც ჩანს, მინაშენის კამარა ეყრდნობოდა.

ganivi ganakveTi aRmosavleTisaken

გ) კოშკი ხუთწახნაგაა, დგას დიდი ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით არაწესიერი ხუთკუთხედის ფორმისაა, ნაგებია ნატეხი ქვით. ზედა ნაწილი მორღვეული აქვს. შემორჩენილია მისი მხოლოდ ორი სართული. კოშკს აჩნია რამდენიმე შეკეთების კვალი. I სართულზე დასავლეთ კედელში ფართო თაღოვანი კარია გაჭრილი. სართული ორი სხვადასხვა ზომის სადგომისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება გამმიჯნავ კედელში გაჭრილი ვიწრო გასავლელით. სადგომის მოზრდილი ნაწილის ჩრდილოეთ კედელში ვიწრო სარკმელია, სამხრეთ კედელში - კარი, რომლითაც იგი კოშკზე მიშენებულ მოგრძო სადგომს უკავშირდებოდა. სართულის მცირე სადგომის კედლები ყრუა. კოშკის II სართულის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია. სამხრეთ კედელში კარის წირთხლია შემორჩენილი. ამ კარით II სართული მინაშენის II სართულთან იყო დაკავშირებული. კოშკის აღმოსავლეთით, გალავნის გარეთ, კედლიდან 1 მერტზე, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაცილებული სამი სწორკუთხა ბურჯია, რომლებიც, როგორც ჩანს, კოშკის ზედა, ამჟამად მონგრეული ნაწილის საყრდენს ქმნიდა.
დ) კოშკთან ახლოს ნანგრევებად ქცეული ორი სწორკუთხა ნაგებობაა. კომპლექსის დანარჩენ ნაგებობათაგან მხოლოდ კვალია შემორჩენილი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

ზენუბნის სამების ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ2, 2004წ.

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016