Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

bana bana

გ ი რ ე ვ ი
(სეზონური სოფელი)
(გვიანდ. შუა სს.)

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi
6. arqiteqturuli aRwera
7. Zeglis daqvemdebareba da statusi
8. gamoyenebuli masalebi da bibliografia
9. marSruti
10. bmulebi

1. nasoflaris kuTvnili Zeglebi

I. კოშკი
II. ციხე-სახლი

ა) კოშკი
ბ) მინაშენი

2. mniSvnelovani da saintereso informacia

როდესაც პირიქითა თემის სოფლები (ჰეღო, ჭონთიო, დაქიურთა და ნაკუდურთა) ცარიელდებოდა, ამ სოფლების მაცხოვრებლების ნაწილი გირევში რჩებოდა. ამის გამო პირიქითა თემის სოფლებიდან გირევი ყველაზე ბოლოს დაცარიელდა. დღეს სოფელში მესაზღვრეების პუნქტია.

3. adgilmdebareoba

გირევი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტისმუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე.

4. ruka

bana

5. istoriuli mimoxilva, legendebi da zepirsityvieri gadmocemebi

სოფელი შედგებოდა შემდეგი გვარებისგან: აზიკური, ხოსიკურიძე, შუარიძე. ასევე, სოფელში ჩამოსული იყვნენ სხვა გვარის მოსახლეები მეზობელი სოფლებიდან (ჰეღო, ჭონთიო, დაქიურთა, ნაკუდურთა, უქა და ბოჭორმა). იგი საბჭოთა პერიოდში დაცარიელდა. სოფლის მოსახლეობის მოთხრობილის თანახმად, ციხეები ბაულელ ქისტ მამა-შვილს აუგიათ. მშვიდობიან პერიოდში ასეთი რამ ხშირად ხდებოდა.

6. arqiteqturuli aRwera

cixe-saxlis gegma koSki koSkis gegma

I. კოშკი დგას სოფლის დასავლეთით ნახევარ კილომეტრში, კლდეზე. იგი ხუთსართულიანია (4.2X3.9 მ, სიმაღლე 18.3მ), ზემოთკენ შევიწროვებული. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. I სართულის ჭერი კამაროვანი გადახურვითაა, დანარჩენი სართულების გადახურვა ბრტყელი იყო და ხის კოჭებს ეყრდნობოდა. შესასვლელი სამხრეთიდანაა I სართულზე, მიწიდან 2.1 მ სიმაღლეზე. კარი ბრტყელი თაღითაა გადახურული. დანარჩენ კედლებში თითო სათოფურია. I სართულის ქვემოთ ყრუკედლებიანი დაბალი (1.4 მ) სათავსია. I სართულის კამაროვან ჭერში გაკეთებულია II სართულზე ასასვლელი ხვრელი. II სართულის სამხრეთ კედელში სარკმელია, დანარჩენ კედლებში – თითო სათოფური. III და IV სართულები II-ს ანალოგიურია. V სართულს ყოველ მხარეს, ქვის კონსოლზე დაყრდნობილი თითო სწორკუთხა მაშიკული აქვს, რომელთა ზემოთ შეისრულთაღოვანი სარკმელი “სამზირი” აქვს. კოშკის ოთხივე ფასადზე, III და IV სართულის დონეზე, ჭადრაკულად განლაგებული კვადრატული ნიშნებით გამოყვანილი პატარა რომბებია. სამხრეთ ფასადზე სამი ასეთი რომბია, დანარჩენ კედლებზე ოთხ-ოთხი. კოშკს საფეხურებიანი პირამიდული გადახურვა აქვს.
II. ციხე-სახლი დგას სოფლის განაპირას სამხრეთით. შედგება კოშკისა და გვიანდელი მინაშენისგან. ორივე ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია.
ა) კოშკი (6.5X6.5 მ) ოთხსართულიანი, შემორჩენილია სამი სართული და მეოთხეს დასწყისი. I სართულზე სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე ფართო თაღოვანი კარია. აღმოსავლეთ კარის ღერძზე გარეთკენ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია, რომლის სამხრეთით თაღოვანი ნიშია. ასეთივე ნიშია დასავლეთ კედელშიც, კარის მარცხნივ. II სართულის ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეში თაღოვანი კარია გაჭრილი. ამავე კედლის სამხრეთ კიდეში პატარა თაღოვანი ნიშია. ორი ნიშია აღმოსავლეთ კედელში. სამი სარკმელია სამხრეთ კედელში. ერთ დონეზე განლაგებული კიდურა სარკმელები თაღოვანია, ხოლო მესამე, შუა სარკმელი, მათ ზემოთაა მოქცეული და მართკუთხაა. III სართულის თაღოვანი კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ამ სართულის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში – ერთი. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი სარკმელი სწორკუთხაა.
ბ) მინაშენი კოშკს დასავლეთიდან ეკვრის. იგი გეგმით სწორკუთხაა (4.4X5.9 მ), შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული ორი სართული. I სართულზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო კარია. სამხრეთის კარი მოგვიანებით ამოუქოლავთ. აღმოსავლეთ კედელში ერთი მცირე ნიშია. II სართულზე კარი დასავლეთ კედელში იყო. კარი ამოქოლილია. სამხრეთ კედელში ორი სწორკუთხა სარკმელია, დასავლეთისაში – ერთი სარკმელი და ერთი ნიში.

7. Zeglis daqvemdebareba da statusi:

გირევი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

8. gamoyenebuli masalebi

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ, 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე – “თუშეთი”, 1993წ.
3. სერგი მაკალათია – “თუშეთი”, 1983წ.
4. ფოტოების ავტორი – დიმიტრი ნადირაძე და ლიკა კაპანაძე.

9. marSruti

დადგინდება;

10. bmulebi

არ მოგვეპოვება

 

 


megobari saitebi

   

08.05.2016