Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Jinvalis wm. giorgis
cixe

(XII – XIV, XVII - XVIII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია, ორი სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევები, გალავნის ჩრდილოეთ კედლის ნაწილი, სამეურნეო ორმო და წყლის რეზერვუარი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ჟინვალის წმ. გიორგის ციხე მდებარეობს  საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 15 კმ–ში მდებარე  დაბა ჟინვალის ჩრდილოეთთ 1,5 - 2 კმ-ზე, ჟინვალ-ანანურის გზის მარცხენა მხარეს.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

ჟინვალის წმ. გიორგის ციხე შედიოდა ჟინვალის ნაქალაქარის სისტემაში. ძირითადი ნაწილი XII - XIV საუკუნეებს განეკუთვნება, ნაწილი – XVII - XVIII საუკუნეებში. 1975-1976 წლებში გათხარა აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

ა) ჟინვალის წმ. გიორგის ციხე აგებულია ციცაბო კლდოვან ფერდობზე და გეგმით თითქმის სამკუთხა მოხაზულობა აქვს. ციხის ყველაზე მაღალ (დასავლეთ) ნაწილში ციტადელია, ქვედა (აღმოსავლეთ) ნაწილში კი საყრდენი კედლებით შექმნილია ორი ვიწრო და გრძელი ტერასა, რომლებიც აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან მაღალი გალავნით იყო შემოზღუდული. ციხის შესასვლელი ქვედა ტერასაზეა, გალავნის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში. კარი ორ მძლავრ ბურჯს შორისაა მოქცეული. ციხის ქვედა ნაწილში შემორჩენიალია წმ. გიორგის ეკლესია, ორი სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევები, გალავნის ჩრდილოეთ კედლის ნაწილი, სამეურნეო ორმო და წყლის რეზერვუარი.
ბ) ეკლესია დარბაზულია (4,9×4,8 მ) ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვით, რიყის ქვით და შირიმით. შეკეთებულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია 1,7 მ სიმაღლის კედლები. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ერთი ვიწრო სარკმელი და ორი მცირე კვადრატული ნიშია. შემორჩენილია კანკელის ნაშთი.

გათხრების შედეგად აღმოჩნდა მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭლის და კრამიტის ნატეხები, ქვევრები. აღმოჩენილი მასალა ინახება აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

 

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ჟინვალის წმ. გიორგის ციხე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის დაქვემდებარებაშია.
ჟინვალის წმ. გიორგის ციხეში არსებული ეკლესია წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა - ტ2, 2004წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

არ მოგვეპოვება.

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016