Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

wirqoli
(VIII s)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani da saintereso informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

წირქოლის ეკლესიაში ღვთისმშობლობას იმართებოდა ხატობა, რომელსაც ესწრებოდნენ მომლოცველები ახლომახლო სოფლებიდან.
ეკლესიის გვერდით არის სასაფლაო. საფლავის ქვებზე გამოსახულია ადამიანები ძველ ქართულ ტანსაცმელში.

3. adgilmdebareoba

წირქოლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ახალგორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით მდებარე სოფელ წირქოლში, მდინარე ქსნის  ხეობაში. 

4. ruka

map

5. istoriuli mimoxilva

წირქოლის ეკლესია გარდამავალი ხანის პერიოდს (VII ს–ის მეორე ნახევარი X ს–ის პირველი ნახევარი) ეკუთვნის. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა მისი ხუროთმოძღვრების და მორთულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის VIII საუკუნეშია აშენებული. ასევე, არ შემორჩენილა ცნობები ეკლესიის ამგებზე. მის მახლობლად დგას ციხე, რომელიც პირველად X საუკუნეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვხვდება ქართულ ისტორიულ წყაროებში.
ეკლესია მიწისძვრის შედეგად ძლიერ დაზიანდა, აღმოსავლეთ ფასადი შუაზე გაიყო, ფრონტონის ნაწილი ჩამოინგრა, ჩრდილოეთ ფასადი კი გვერდზე გადაიხარა. ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად მოხერხდა ძეგლის სრულად აღდგენა.
ამჟამად ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას და მათ შორის სოფელ წირქოლსაც, რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება;

7. arqiteqturuli aRwera

წირქოლის ეკლესია VII-X საუკუნის გარდამავალი პერიოდის სხვა ძეგლებთან  შედარებით უჩვეულო არქიტექტურა აქვს. გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხედის  შენობას გარედან მარტვი მასები აქვს და ერთი შეხედვით ერთ ნავიან სამლოცველოს ჰგავს.  ინტერიერში ცენტრალურ კვადრატული სივრცეს აგვირგვინებს უყელო სფერული გუმბათი, რომელიც ტრომპების საშუალებით პირდაპირ აზის კვადრატულ საფუძველს და გარედან არ არის გამოვლენილი.  დასავლეთ ნაწილი ორ სართულიანია და გუმბათქვეშა სივრცეს თაღოვანი მალებით უკავშირდება. გუმბათის ასეთი გადაწყვეტა უჩვეულოა  ქართული ხუროთმოძღვრებისთვის. ინტერიერის აღმოსავლეთ ნაწილი ეთმობა საკურთხეველს, ნახევარწრიული აფსიდით და გვერდითა ოთახებით. მიუხედავად იმისა რომ, წირქოლის ეკლესიის არქიტექტურაში  გარე მასების და შიდა სივრცის შესაბამისობა დარღვეულია, შენობის მშვენიერი პროპორციები, და ფასადების სისადავე ტაძრის  ხუროთმოღვრის  უდაო ნიჭს მოწმობს. ყურადღებას იქცევს აღმოსავლეთის ფასადი: სიმეტრიულ ფასადზე მარტივი კარნიზით დაგვირგვინებული ფრონტონი ჰორიზონტალური სარტყელით არის გამოყოფილი. ფრონტონის ქვეშ ფასადის ცენტრში ორმაგი თაღოვანი სარკმელია მოთავსებული და თითო ვიწრო სარკმელი მის ორივე მხარეს. სარკმლებსა და ფრონტონს შორის მთელი ფასადის გასწვრივ არის დიდი სწორკუთხა ჩაღრმავება,  რომელშიც ადრე ჩასმული იყო რუხ–მოშაო ფილები და მკვეთრად გამოიყოფოდა თავისი ფერით, მოყვითალო ნასვრეტებიანი ტუფით მოპირკეთებული ფასადისგან (ეკლესია მთლიანად ნასვრეტებიანი ტუფით არის მოპირკეთებული). სავარაუდოდ ეს ჩაღრმავება რომელიც წირქოლის ეკლესიის თავისებურობას წარმოადგენს, თავის დროზე განკუთვნილი იყო წარწერისთვის, მაგრამ მისი დატანა რატომღაც ვერ მოხერხდა. აღმოსავლეთ ფასადი თავისი ფრონტონით და ჰორიზონტალური კარნიზით ერთი შეხედვით ანტიკური ეპოქის შენობას მოგვაგონებს და უჩვეულოა ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისთვის. სამხრეთის ფასადი ასევე სიმეტრიულია. მის ცენტრში სამი ერთმანეთზე გადაბმული ბრტყელი თაღოვანი ნიშაა მოთავსებული. ნიშის ზემოთ კი ორმაგი სარკმელი.  ცენტრალურ ნიშაში გაჭრილია შენობაში შესასვლელი კარი, სადა ყოველგვარი დეკორაციის და მორთულობის გარეშე, ხოლო ორმაგი სარკმელი შესასვლელი კარისგან განსხვევებით დეკორაციის სიუხვით გამოირჩევა. მისი თავსამკაული გულმოდგინედ არის დამუშავებული და მოჩუქურთმებული წვრილი დეკორაციული თაღების მწკრივით და ცხოველების გამოსახულებით.  ქვემო თაღების მოჩარჩოებაში წითელი ფერის საღებავის გამოყენებაც ერთგვარ დეკორაციული ელემენტს ქმნის. აღსანიშნავია ფასადზე ეკლესიის ქვის პერანგის წყობაც ­– ნასვრეტებიანი ტუფის მაღალი და დაბალი რიგები ერთმანეთს ენაცვლებიან  და შენობას დეკორატიულობას ანიჭებენ.
აკად. გ. ჩუბინაშვილი წირქოლის შესახებ ამბობს:  „იგი მოგვაგონებს სირიულ ტაძარს, რომელსაც ხუროთმოღვარი იცნობდა და ამით უნდა აიხსნას მისი გაჩენა წირქვალში“.  ბოლოს კი ასკვნის: ”ეს ტაძარი ქართული ხელეოვნების ბრწყინვალე ძეგლია, რომელიც უდავოდ შეიძლება მიეკუთვნოს VIII საუკუნეს.“

8. Zeglis daqvemdebareba da statusi:

წირქოლის ეკლესია ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

9. gamoyenebuli masalebi

ვ. ბერიძე  –ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“ 1974წ.

10. marSruti

დადგინდება.

11. bmulebi

http://www.saunje.ge

 

 

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016