Zeglebis sruli sia

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

Jinvalis kviracxovlis
eklesia

(XI-XII ss)

1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ეკლესია

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, მცხეთა–მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 15 კმ–ში მდებარე დაბა ჟინვალის ჩრდილოეთით, 0,5 კმ-ზე, ბიჩნიგაურების უბნის სასაფლაოზე.

4. ruka

5. istoriuli mimoxilva

1972-73 წწ. არქეოლოგიურად შესწავლილი (ხელმძღვანელი რამინ რამიშვილი) კვირაცხოვლის სამაროვანი და ეკლესია (მ. რჩეულიშვილი), რომელიც ხევსურეთის დროებითი ტრასის გაყვანასთან დაკავშირებით 1976 წ. მთლიანად დაანგრიეს, მდებარეობდა სოფელ ჟინვალს გაღმა, არაგვის მარცხენა ნაპირზე.
ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესიის განსაკუთრებულ საკრალურ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი თაყვანისცემის ობიექტს წარმოადგენდა მაშინაც, როდესაც შენობა ნანგრევებად იქცა, მისი არსებობა არც არავის ახსოვდა და მლოცველნი მხოლოდ ნიშში ანთებდნენ სანთლებს და იქვე მიჰქონდათ შესაწირი. თუ გავითვალისწინებთ ძეგლის სტრუქტურას, მისი ადგილმდებარეობისათვის შერჩეულ უაღრესად არახელსაყრელ რელიეფს, მივხვდებით, რომ მშენებელი ერთობ
რთული ამოცანის წინაშე მდგარა - ეკლესია აუცილებლად იმ კლდეზე დაეფუძნებინა, რომლის გაშიშვლებული ნაწილი შემდგომ ნიშის შიდა კედლად წარმოდგა. საფიქრებელია, რომ შემკვეთ-მშენებელთა ესოდენი ძალისხმევა რაღაც აუცილებლობამ განაპირობა, მით უმეტეს, რომ გალავნით შემოფარგლული ეზო მშენებლობისათვის გაცილებით გამოსადეგ რელიეფზე იყო განფენილი.
ძეგლის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია კვირაცხოვლის სამხრეთით 50-60 მ-ში, დამრეც ფერდობზე მდებარე, არქეოლოგიურად გამოკვლეული მრავალფენიანი საკულტო ძეგლი (მ. ღლონტი), რომლის კულტურულ ფენათა სიმძლავრე 3 მ-დე აღწევდა, განფენილი იყო დიდ ფართობზე და ჩრდილოეთით კვირაცხოვლის კომპლექსს სწვდებოდა. ძეგლზე მოპოვებული კერამიკული მასალის მიხედვით სტრატიგრაფიულად გამოიყოფა: ადრე შუა საუკუნეთა, გვიანრომაული, შედარებით მკრთალად-ელინისტური, გვიანბრინჯაოს, შუაბრინჯაოს და მტკვარ-არაქსული კულტურული ფენები. განათხარი მასალიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სულ ქვედა ფენაში გამოვლენილი საკურთხეველი, თიხის ნაძერწი ანტროპომორფულ-ზოომორფული გამოსახულებით. რ. რამიშვილის დაკვირვებით: «სტრატეგიულად ასე ხელსაყრელ ადგილას (არაგვის ჭიშკარი) აღმოცენებული სამლოცველო შესაძლოა უკვე საერთოც ყოფილიყო თუ მთელი ხეობისათვის არა, მისი გარკვეული ნაწილისათვის მაინც». ძეგლის გამთხრელის მ. რჩეულიშვილის აზრით აღნიშნულ ადგილას მოქმედებდა ძლიერი ხატ-სალოცავი, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ სამუდამოდ «დაიპყრო» ქრისტიანულმა ეკლესიამ.
ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესიის ადგილას მდებარეობდა მნიშვნელოვანი ტრადიციული კულტმსახურების ცენტრი. ეკლესიის მშენებლებმა, გაითვალისწინეს რა ადგილობრივი მოსახლეობის რწმენის სპეციფიკა და მასთან დაკავშირებული კულტმსახურების ტრადიციები, განახორციელეს რიგი რთული ღონისძიებები, რათა ძეგლი ფრიად მოუხერხებელ ადგილზე აეგოთ. კვლავ ძველ ჟინვალელთა (და არა მარტო მათი) კულტმსახურების თავისებურებებიდან გამომდინარე, ტაძრის სუბსტრუქციაში ჩართულ იქნა თაღოვანი ნიში, რომელსაც პარალელები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ საკულტო ძეგლებში ეძებნება. ამგვარი გზითა და ხერხით ქრისტიანულმა ეკლესიამ საბოლოოდ «დაიპყრო» ძლიერი წარმართული ხატ-სალოცავი.

სუბსტრუქციის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული სიცარიელეებიდან მოპოვებული კერამიკული მასალის გათვალისწინებით, ეკლესიის მშენებლობის თარიღი XI-XII საუკუნეებით განისაზღვრა.

 

 

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera

grZivi ganakveTi gegma

ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია დარბაზულია (6,6X4,2 მ) თავდაპირველი ნაწილი რიყის ქვის სწორი რიგებითაა ნაგები, მოგვიანებით განახლებული ნაწილი - აგურით. შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე ქვის ფილებით ბრტყლად გადახურული სარკმელია. ერთი ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედელშიც. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო სწორკუთხა ნიშია. კონქის თაღი კვერცხისებრი ფორმისაა კამარაც. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ღიობი ზემოთ თანდათან ვიწროვდება და დასრულებულია შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი თაღით. თაღის ზემოთ რელიეფური თავსართია, რომელსაც ბოლოებთან ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. სამხრეთის ფასადზე შესასვლელის თაღი სადა არქივოლტითაა მორთული, რომელიც ორსაფეხურიან იმპოსტებზეა დაყრდნობილი. შესასვლელის ზემოთ და გვერდებზე აგურის წყობით გამოყვანილია თითო შეღრმავებული ჯვარი. აგურის საფეხურებიანი ლავგარდნის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

8. Zeglis daqvemdebareba da statusi

ჟინვალის კვირაცხოვლის ეკლესია, წილკნისა და დუშეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.


9. gamoyenebuli masalebi da bibliografia

1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, 2ტ. 2004წ.
2. კახი წერეთელი – კრებული `საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები~, სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრი, 2008წ.

 

10. marSruti

დადგინდება;

11. bmulebi

http://www.nplg.gov.ge

 

 


megobari saitebi

dz_anotacia
   

08.05.2016